კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დასრულდა გუდაურში გაყინულ აუზში ნინი გოგუაძის საცურაო ბიკინით ჩახტომა და რატომ ჩაუდეს ზარდახშაში „დაივერის” წევრებმა მსაჯს ვაზელინი

ზამთრის ყველაზე ექსტრემალური და გასართობი შეჯიბრება – „რედ ბულ ჯამფ&ფრიზ“ – „გადმოხტი და გაიყინე,” წელს გუდაურში უკვე მესამედ გაიმართა. სახალისო კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეები 100-მეტრიანი ტრასიდან დაეშვნენ  და ტრამპლინიდან პირდაპირ ცივი  წყლით სავსე აუზში  ჩახტნენ. წელს ეს კონკურსი ახალი საინტერესო პერსონაჟებით დაბრუნდა. შეჯიბრებას ორი გამარჯვებული ჰყავს. საუკეთესო ნახტომში გუნდმა „კოკნარმა” გაიმარჯვა, ხოლო კრეატივში – „დაივერებმა”. გამარჯვებული გუნდების წევრებმა: სოსო მათიაშვილმა, გუგა დვალმა და ნინი  გოგუაძემ ძალიან პოზიტიური და სახალისო ინტერვიუ მოგვცეს.
სოსო: გვიყვარს ასეთი აქტიური შეჯიბრებები, „რედ ბული” ძალიან ხშირად ატარებს მსგავს კონკურსებს. როგორც კი გავიგეთ, წელს ისევ ჩატარდებოდა, მაშინვე დავრეგისტრირდით. როცა შეჯიბრებაში მონაწილეობ, გამარჯვების სურვილიც გაქვს, გუნდიც შესაძლებლობების მიხედვით შევარჩიეთ. ჩვენი მეგობარი სანდრო ჩოფიკაშვილი ჩემპიონია და მაგრად სრიალებს, მეც კარგად გამოდმის და ნინიკუშკა, ჩვენი გიჟი გოგოა. ამას ყველაფერის გაკეთება შეუძლია, თავზეხელაღებულია (იცინის). მოკლედ, გადავწყვიტეთ, გამოვსულიყავით, მაგრამ ბოლო კვირამდე არ ვაქტიურობდით. ვიცოდით, რომ უნდა გავსულიყავით, თუმცა კოსტიუმებს არ ვაკეთებდით. უცებ თავში მოგვივიდა დაივერების იდეა და განვახორციელეთ. 2-3 დღით ადრე, ნინიკუშკამ გვითხრა, რომ ახლა თუ არ მოიფიქრებთ რამეს, აღარ მივიღებ მონაწილეობასო. თან, გავარკვიეთ, რომ ცუდი ამინდი იქნებოდა და ამანაც იმოქმედა განწყობაზე. ყველაფერი ერთ დღეში გავაკეთეთ, აკვალანგისტის კოსტიუმები ნინიკუშკასთან დავამზადეთ. რაც კი ხარახურა ვიპოვეთ, ყველაფერი მივაბით (იცინის). ბალონები გავაკეთეთ ხუთლიტრიანი წყლის ბოთლებისგან, მილები შევღებეთ პულვერიზატორით, „რედ ბულის” ქილა დავაყენეთ ნიღბის ნაცვლად და ქაღალდის ლასტები ჩავიცვით. იმ დღეს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ შედეგიც გამოიღო. „დაივერებმა” კრეატივში გავიმარჯვეთ.
ნინი: მუშაობის პორცესი იყო საინტერესო. სტუმრები მყავდა და ამიტომ, ხალხი მიდი-მოდიოდა. ჩვენ ვმუშაობდით, თან ყველა ერეოდა. ზოგი გვეხმარებოდა, ზოგი ხელს გვიშლიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაღაც გამოვიდა.
სოსო: შეჯიბრებაზე რომ წავედით, ცუდი ამინდი იყო. განწყობა არ გვქონდა. მაგრამ როგორც კი გამოცხადდა გუნდების მიღება, შევედით კარავში, გამოვიცვალეთ, გამოვედით და ხალხის რეაქციამ გაგვახალისა.  ძალიან ეცინებოდათ და ყველა გვიყურებდა. ყურადღება თავიდანვე მივიპყარით. ამ სიცივეში სასაცილო საცურაო კოსტიუმებით ვიყავით. ახლა შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ კონკურენტი გუნდის წარმომადგენელი გვესწრება და თავადაც იტყვის (იცინის).
ნინი: ყველაზე ჭკვიანური იყო საცურაო კოსტიუმები, რადგან უცებ გამოვიცვალეთ. სხვებს მიეწებათ ეს ტანსაცმელი და იწვალეს (იცინის). წინა დღით ვარჩევდი  რა უნდა ჩამეცვა. ჯერ გამოვიტანე ცალ-ცალკე „კუპალნიკი”. ჩავიცვი,  გავიკეთე ყველაფერი და ჩემი და ისეთი სახით მიყურებდა, მივხვდი, ასე არ უნდა წავსულიყავი – ნამეტანი ტიტველი ვიყავი (იცინის). გუდაურში, საცურაო კოსტიუმში რომ გოგო დაინახეს, გიჟები ვეგონეთ.
– გუგა, შენმა გუნდმა საუკეთესო ნახტომში გაიმარჯვა. როგორ შეიკრიბეთ გუნდის წევრები?
გუგა: ეს შეჯიბრებები რომ დაიწყო, თავიდან ასაკი არ გვიწყობდა ხელს. წელს რომ გავიგე, ისევ ტარდებოდა და +16 იყო (17 წლის ვარ), ვიფიქრეთ, გავსულიყავით, როგორც ქართული ზღაპრის გმირები. მარტო ჩვენ გვქონდა ეს იდეა. ანუ ქართული ზღაპრის გმირები ჩვენ გარდა, იქ არავინ იყო. თავიდანვე მიზნად გვქონდა,  საუკეთესო ნახტომში გაგვემარჯვებინა და ასეც მოხდა.
– გუგა, რომელი ზრაპრის გმირები იყავით?
გუგა: მე ვიყავი კომბლე, მეორე მეგობარი – ფუფალა, ბიჭია ოღონდ და მესამე – ერთაოზი იყო თავისი ქათმით.
– კოსტიუმებზე თავად იზრუნეთ?
– ვიქირავეთ. იდეა იყო ჩვენი.
– გაყინულ წყალში ჩახტომა როგორი იყო?
ნინი: ჯერ ბიჭები ჩახტნენ და მერე მე. ტრამპლინზე რომ მივედი და ავხტი, ჰაერში ვიგრძენი სიცივე. თან, ჰაერი ვერ ჩავისუნთქე კარგად და ორიენტირებული იმაზე ვიყავი, არ ჩავძირულიყავი. ამიტომ, ჩახტომის დროს დიდად არ მიგრძნია სიცივე. აი, წყლიდან რომ ამოდიხარ, თან გახურებს, თან გცივა და ვერ ხვდები, რა გჭირს, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნებაა (იცინის).
სოსო: პირველი გადავხტი და ვუცდიდი ამ ორის ჩამოხტომას იმ სიცივეში. რომ ავედი და თხილამურები მოვიხსენი, მერე მეორედაც ჩავხტი (იცინის).
ნინი: ეგ მომენტი ყველაზე ცუდია, თხილამურები რომ არ გძვრება და ქვემოთ მიგათრევს, შენ კი ვერ ხვდები, როგორ მოიქცე. სიცივეზე მეტად ესაა ცუდი, ისე გქაჩავს თხილამური, ვერ მოძრაობ.
გუგა:  რომ ჩავხტი, სნოუბორდი ზემოთ ამოვიდა და ვერ მოვტრიალდი. თოკით ამოჰყავდათ აუზიდან კონკურსანტები. მივხვდი, რომ თოკს ვერ დავეწეოდი და სნოუბორდი გავიხსენი. სნოუბორდის გახსნა ყველაზე ცუდია გაყინულ წყალში. თან, კომბლეს ბეწვიანი მოსაცმელიც მძიმე იყო.
– „დაივერების” კრეატივის მთავარი პლუსი რა იყო?
სოსო: ის, რომ წყალში ვიპოვეთ ზარდახშა – ვიპოვეთ რა, გეგმაში შედიოდა. ეს ზარდახშა მივუტანეთ ჟიურის, რომელიც სამი კაცისგან შედგებოდა. გახსნეს ზარდახშა და აღმოაჩინეს სამი „ჩუპა-ჩუპსი”. ზარდახშაში, კიდევ იყო მეორე ზარდახშა, რომელშიც ვაზელინი იდო მსაჯისთვის (იცინის). ამათ ჰყავდათ ცოცხალი ქათამი, რომელიც გზიდან გადააფრინეს.
– რა ხდებოდა შეჯიბრებაზე? ბევრი სახალისო მომენტი იქნებოდა.
გუგა: სულ 20 გუნდი მონაწილეობდა და  გუნდში მაქსიმუმ სამი წევრი უნდა ყოფილიყო. ყველანი ძალიან გავერთეთ.
ნინი: ერთი, რაც ცუდი იყო, ეს არის ამინდი. ყინულიან წყალში რომ უნდა ჩავმხტარიყავი ვიცოდი, მაგრამ რაღაც აჟიტირებული არ ვიყავი. კარავში შესვლა და გამოცვლა რომ დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ხალისი. დადებითი მუხტი გამოგვყვა კარვიდან. 
სოსო: ერთ-ერთი გუნდიდან, მგონი, სრიალი არ იცოდა ერთმა და ხუთჯერ წაიქცა. ბოლოს მოიხსნა თხილამურები და ფეხით წავიდა (იცინის).

скачать dle 11.3