კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის მამაკაცი რისკიანი, როცა ცოლს ღალატობს

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ცოლებს, მათ უჭირთ ოჯახის დანგრევა და ცხოვრების თავიდან დაწყება, თუნდაც საყვარელ ქალთან... როცა ღალატის გამო ოჯახი ინგრევა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს ქალი, ანუ ცოლი. ფსიქოლოგებიც კი ადასტურებენ, რომ მამაკაცის ღალატის შემთხვევაშიც, გაყრაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი ცოლი. მამაკაცს ამისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის.

 დიმა (46 წლის): გამბედაობა იმისთვისაც დამჭირდა, რომ ეს საუბარი შემდგარიყო. სხვებისგან განსხვავებით, ანუ სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც მარტო ჩემი პრობლემა არ არის. ანუ, მარტო ჩემს თავს არ ხდება. ბევრჯერ მომისმენია მეგობრებისგან სინანულით ნათქვამი – ნეტავი შემეძლოს ცხოვრების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებაო, ანუ სხვა იქნებოდა ჩემი ცოლიო... მაგრამ, დღესაც იმავე ცოლის გვერდით ცხოვრობენ...
– იმის თქმა გინდათ, რომ ყველა თქვენი მეგობარი ღალატობს ცოლს?
– რა უნდა გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე? არ იცით, როგორ ხდება? მამაკაცების უმეტესობა ღალატობს ცოლს. ზოგი აღიარებს ამას, ზოგიც – არა. მაგრამ რეალურ სურათს ეს არ ცვლის. ქალები ხომ საუბრობთ ხოლმე ერთმანეთში კაცებზე და მათ უზნეო საქციელზე, ანუ – ღალატზე... ჩვენც ვლაპარაკობთ ხოლმე კაცურ პრობლემებზე...
– კაცური პრობლემები, ალბათ, ცოლის ღალატის დამალვაზე ფიქრი და თავის მტვრევაა...
– ამას ირონიით ამბობთ? მთლად არც ჩვენზეა მაგ ღალატის ბრალეულობა, სხვათა შორის. მაგრამ, ახლა ამას არ ჩავუღრმავდები. სხვა თემაზე სალაპარაკოდ ვარ მოსული.
– გყავთ საყვარელი, გინდათ ოჯახის დანგრევა და ვერ ახერხებთ ამას?
– ეგრევე კომპრომატების ნიაღვარი დამატეხეთ თავზე. ჰო, ვაღიარებ, რომ საყვარელი მყავდა.
– გყავდათ?
– დიახ. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ორ ფრონტზე ბრძოლა არ შემიძლია. შუაზე ვეღარ გავიგლიჯები და ვეღარ ვითამაშებ. არ მაქვს ამის არც უნარი და არც სურვილი. ქალები რომ იტყვიან ხოლმე, ჭკუა ვისწავლე...
– ამას ისე ამბობთ, რომ აშკარად არ ხართ კმაყოფილი იმით, რომ „ჭკუა ისწავლეთ“.
– კმაყოფილი იმით არ ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა, ვნერვიულობ... და სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ კაცს უნდა, ჰყავდეს ცოლი, საყვარელი და მათ შორის იგლიჯებოდეს.
– თუ არ უნდა „იგლიჯებოდეს“, მაშინ რაღა სჯის?
– ლოგიკური შეკითხვაა, თუმცა მარტივად ამაზე ვერ გიპასუხებთ... გეტყვით, რატომაც – ჩვენ, ადამიანები ყოველთვის იმას არ ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც გვინდა ან გვინდოდა. არსებობს გარემოებები, რომლებიც რაღაც-რაღაცეებს გვაკეთებინებს.
– გინდათ, თავი შემაცოდოთ?
– საიდან მოიტანეთ! რა მაქვს შესაცოდი, ქალები ჩემზე გიჟდებიან და ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. ჩემი პრობლემა ეს არ არის. მამაკაცებს, ზოგადად, არც გვიყვარს პრობლემებზე ლაპარაკი. არც გულგრილები ვართ და არც ოჯახი გვკიდია ფეხებზე, როგორც ქალებს უყვართ ხოლმე თქმა.
– ქალებს უყვართ და უნდათ, გვერდით ერთგული მამაკაცი ჰყავდეთ...
– აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილია, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები ისე დაეწყობა ხოლმე... მე, მაგალითად, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგებოდა დღე, როცა ჩემი ცოლის დანახვაზე ვიფიქრებდი – ეს ქალი, როგორც ქალი, ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა... საერთოდ არ მაღელვებს... როგორ შეიძლებოდა, ისე მომწონებოდა, რომ ცოლად მომეყვანა-მეთქი...
– ასეთი ფიქრები იქამდე გაგიჩნდათ, სანამ უღალატებდით თუ მერე, როცა უკვე საყვარელი გყავდათ...
– უნდა ვაღიარო? კარგი, საყვარელი უკვე მყავდა. მოხდა ისე, რომ ის ქალი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა... როგორ? რანაირად? რატომ?.. ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ჩემი შემთხვევა უნიკალური და განსაკუთრებული არ არის. ალბათ, ბევრი მამაკაცი აღმოჩენილა ჩემს მდგომარეობაში. შემთხვევით გავიცანი... რაღაც საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა... დამშვიდობებისას გამიჩნდა სურვილი და ეს სურვილი სრულიად ბუნებრივი იყო, რომ კიდევ შევხვედროდი. ვიცი, მეტყვით, რომ ეს ჩემს გასამართლებლად არ გამოდგება. ვიცი, რომ ოჯახი არის პასუხისმგებლობა და როცა ოჯახს მოეკიდები, ასეთი სურვილებისგან თავი უნდა შეიკავო. მაგრამ ჩემი სისუსტე ისევ მე დამიბრუნდა ცუდად. დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ცოლიც მინდოდა და საყვარელიც არ მეთმობოდა.
– აბა, ცოლი აღარ მინდოდაო?
– დიახ. იყო პრობლემები, მაგრამ ოჯახის დანგრევაზე ნამდვილად არ მიფიქრია. თუმცა, ის ქალიც არ მეთმობოდა. ტყუილია, რომ ამბობენ, თუ კაცი საყვარელს გაიჩენს, ის მერე ყველაფერზეა წამსვლელიო – ვერაფერზეც ვერ წავედი. რა რისკი, რის რისკი... სერიოზულად შემეშინდა, ოჯახი არ დამნგრეოდა.
– საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდით – ცოლი თან არ გინდოდათ, თან ოჯახის დანგრევის გეშინოდათ.
– თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ეს გაორება მართლა მქონდა. ხან ვფიქრობ, რომ ისეთი ძლიერი არ იყო ჩემი აკრძალული სიყვარული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიმეღო. ქალები მარტო იმისთვის ხართ მზად, რომ ჩაქოლოთ მოღალატე მამაკაცი. არავის აინტერესებს, რას გრძნობს და რას განიცდის ის.
– თქვენ იფიქრეთ ცოლზე, როცა ღალატობდით, ის რას განიცდიდა?
– ზუსტად ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. ვფიქრობდი და ეტყობა, ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ამიტომაც ბევრ რამეზე დავიხიე უკან და საბოლოოდ, მაინც უარი ვთქვი სიყვარულზე, რომელთანაც ჩემი პაწაწინა ბედნიერება მქონდა.
– ცოლმა იცოდა ამ „პაწაწინა ბედნიერების“ შესახებ?
– იცოდა. სხვათა შორის, სწორედ იმ ფაქტორმა, თუ როგორ ეჭირა თავი ამ სიტუაციაში, განაპირობა ის, რომ ცოლთან დავრჩი. მივხვდი, რომ მას ვერასდროს მოვცილდებოდი. ბევრად უფრო მეტი გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ვიდრე მხოლოდ ცოლქმრობაა...
– ანუ, კაცებს ყოველთვის ეშინიათ ოჯახის დანგრევის?
– ვფიქრობ, რომ ეშინიათ. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან შემეშინდა. როცა წარმოვიდგინე, რომ თუ ცოლს გავეყრებოდი, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება მომიწევდა, ძალიან დამაფრთხო. ოჯახი ძალიან ფართო ცნებაა და უამრავ რაღაცას მოიცავს: სახლს, გარემოს, ოჯახის წევრებს... იმ ნივთებს, რომლებსაც ყოველდღიურად ხედავ, შენ სიახლოვეს... ისინი ძალიან ძვირფასი და ახლობელი ხდება შენთვის...
– ცოლიც შედის ამ ჩამონათვალში?
– ირონია საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, შედის. სხვანაირად, წარმოუდგენელია. ჩვიდმეტი წელი ცოტა არ არის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შორის მჭიდრო კონტაქტი გაჩნდა. შეიძლება, სწორედ ეს იყო ის, რამაც ოჯახი არ დამანგრევინა და გარისკვის საშუალება არ მომცა.
– ნანობთ, რომ საყვარელს შეელიეთ?
– ვნანობ იმას, რომ ჩემს პრინციპებს ვუღალატე. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ.

скачать dle 11.3