კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადადის დედის დაბინძურებული ენერგეტიკა შვილზე და როგორ შევივსოთ ზამთარში დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგიები

ზოგიერთი ადამიანის დაბადებას, სამწუხაროდ, სიხარულის ნაცვლად, ცრემლი ახლავს. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გოგი ამბობს, მათ, ვისი დაბადებაც არ სურდათ, კოდად აქვთ ჩადებული უიღბლობა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება. ასევე, უძველესი დროიდან არსებობს მოსაზრება, რომ მრავალწლიანი ხეების ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ მათი მოჭრა ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია. ბატონი გოგის თქმით, ყველა ადამიანს თავისი მფარველი ხე ჰყავს და მასთან ხშირი კონტაქტით ჯანმრთელობას აზღვევს.

 გოგი: როდესაც ქალი ორსულობის პერიოდში აბორტზე ფიქრობს, ბავშვში უიღბლობის  კოდი იდება, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობს, რასაკვირელია, იმ შემთხვევაში, თუ ეს ბავშვი, ღმერთის წყალობით, ქვეყანას მოევლინა. ასე ხდება მაშინაც, როცა გარკვეული პერიოდი მშობლებს შვილის გაჩენა  არ სურთ, მაგრამ ბედის წყალობით ის მაინც ისახება. ასეთ ადამიანებს ნაკლებად უმართლებთ და არც წარმატების შანსი აქვთ პირად ცხოვრებაში, თან არ უღიმით ბედი. რასაკვირველია, ბედნიერი დღეებიც ექნებათ, მაგრამ ეს ცოტა ხნით გაგრძელდება. დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა ადამიანზე მთელი ცხოვრება მოქმედებს. მოკლედ, მათ, ვისი დაბადებაც არ სურდათ, კოდად აქვთ ჩადებული უიღბლობა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება. თუმცა, პარაფსიქოლოგიაში არსებობს ამ კოდის მოხსნის საშუალება, რომელიც არა მარტო ასეთი ადამიანებისთვის, არამედ ჩვენთვისაც სასიკეთოა. კერძოდ, ხეებს უდიდესი ენერგეტიკა აქვთ და მათთან კონტაქტი სასიცოცხლო ენერგიით გვავსებს, ორგანიზმს გვიჯანსაღებს, გვარიდებს უარყოფით ენერგიებს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან ნარგავებს. ამიტომ, ახლა, როცა გაზაფხული დადგა და ბუნებაც იღვიძებს, აუცილებელია, ის ენერგეტიკა, რომელიც დედამიწის სიღრმიდან ხეებს ფესვებით გადაეცემა, ჩვენც გავიზიაროთ. ამისთვის კი გირჩევთ, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, დაჯდეთ ხის ძირში, მოეხვიოთ მრავალწლიან ნარგავებს და ამით ზამთარში დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგია შეივსოთ. ამით ორგანიზმს ძალიან დაეხმარებით და დიდ სარგებელსაც მოუტანთ.
– გამიგია, რომ ხის მოჭრა ადამიანისთვის საშიშია. ამაზე რას გვეტყვით?
– დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ხის მოჭრა ძალიან საშიშია. ამით ადამიანი ბედს უქმნის საფრთხეს. ასევე, ეზოში გამხმარი ან მოჭრილი ხის გაჩერება ოჯახში მოხუც და მოზარდ წევრებს უქმნის საფრთხეს. გამხმარი ხე ეზოში, გარდა უბედურებისა, სიღარიბესაც იწვევს. გირჩევთ, სასწრაფოდ მოჭრათ ასეთი ხეები, გაიტანოთ ეზოს გარეთ ან ბუხარში დაწვათ. ისე,  ხეებს თუ ეზოში, სახლის ჩრდილო-დასავლეთით დარგავთ და გაახარებთ, ბევრ სიხარულს მოგანიჭებთ და გამრავლებაზეც დადებითად იმოქმედებს. ასეთი ხეების მოჭრა კატეგორიულად გეკრძალებათ, რადგან უნაყოფობას იწვევს, რასაკვირველია, თუ ის გამხმარი არ არის.
– უძველეს ჩანაწერებში წერია, რომ მცენარეები ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ავადმყოფობისგან, გათვალვასა და ჯადოსგან გვიცავს...
– დიახ, ასეა. ადრე, ბავშვი რომ დაიბადებოდა, მის სახელზე ოჯახის მამაკაცი აუცილებლად რგავდა ხეს. სწორედ ის ხე იყო მისი მფარველი, დამცველი და ბოროტი ძალების ამცილებელი. ბავშვი რომ იზრდებოდა, ამ ხესთან უნდა ჰქონოდა ხშირი შეხება და ის ენერგიით აავსებდა. ხოლო, თუ მას ვინმე მოჭრიდა, უბედურება გარდაუვალი იყო. ადამიანის სახელზე დარგული ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას კონკრეტული პიროვნება ბოროტი ძალებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან. ასევე, ამ ხის ტოტისგან თლიდნენ პატარა ღილს და აკერებდნენ ბავშვის ტანსაცმელს. ეს ღილი მისი ბედნიერების მომტანი თილისმა იყო. ზოგადად, მცენარეებს ასტრალური ძალა აქვთ, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. მაგალითად, თუ ეზოში მდგარ გამხმარ ხეს პატრონი დროულად არ მოჭრის, მას უბედურება მოაქვს. ასევე, სახლის შესასვლელთან არ ვარგა დიდი ხეების დარგვა, რადგან ბინაში დადებითი ენერგიების შედინებას ხელი ეშლება.
– ესე იგი მცენარეებს გავლენა სახლის ენერგოსტრუქტურაზე მართლა აქვთ?
– სრული სიმართლეა. დიახ, მცენარეები, დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. ამას დღეს არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ცრურწმენა ჰგონიათ. თუმცა, როცა რაიმე პრობლემა ჩნდება ოჯახში, მაშინ დაფიქრდებიან იმაზე, თუ სად დაუშვეს შეცდომა. ოთახის ყვავილები დიდ გავლენას ახდენს სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. მაგალითად, ქოთანში გახარებული გვიმრა შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ენერგიას სახლში. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბნელი ძალები ჭარბობს. კარგია, თუ სახლში გექნებათ კაქტუსი. ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი რეზერვუარია. ამას გარდა, კაქტუსს შეუძლია, უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნა. ასევე, არსებობს ადამიანისთვის საშიში მცენარეებიც. ასეთთა რიცხვშია და კატეგორიულად იკრძალება საცხოვრებელში მცურავი ლიანას გახარება. ის ჩვენს ძალებს ისრუტავს. კერძოდ, ღამით, როცა მშვიდად გვძინავს, ჩვენგან ის დადებით ენერგიას იწოვს. ასევე, ცუდია კვიპაროსი, რომელიც სიკვდილის ხედ მიაჩნდათ ძველ ეგვიპტეში. ბევრ ადამიანთან მინახავს სახლში, ქოთანში გახარებული წიწაკა, პომიდორი თუ კიტრი.  ეს ბოსტნეულიც ცუდ ენერგიას გამოყოფს, ჩვენსას კი შეიწოვს. თუმცა, ქოთნის, დეკორატიული, ჯუჯა ხეების დადგმა კი ბარაქას გპირდებათ. ოღონდ, ის ისეთი ოჯახიდან უნდა წამოიღოთ, სადაც სიდუხჭირესა და ცხოვრებისეულ პრობლემებს არ განიცდიან. თან, არ დაგავიწყდეთ, თუ მას გაჩუქებენ, ყოფილ პატრონს აუცილებლად გარკვეული თანხა გადაუხადეთ, რომ საკუთარი წილი ბარაქა არ წაართვათ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ ჯუჯა ხეები ნამდვილად მატერიალური დოვლათის საწინდარი გახდება და მათგან „გამოტყორცნილი” აურა, საქმეშიც ხელს მოგიმართავთ.

скачать dle 11.3