კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოგს რომ ჰგონია, ლევან ჯიბღაშვილი ცოლს არ ამუშავებსო, სწორედ ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში დაიწყო სალომემ მუშაობა

მართალია, ლევან ჯიბღაშვილს ყოველთვის მექალთანის იმიჯი ჰქონდა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა აქამდე არავისთან ჰქონია. ის მომღერალ სალომე წვერაიძეზეა შეყვარებული, რასაც თავიდან მალავდა, მაგრამ ამ ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ სალომეს ფეისბუქ-გვერდზე ატვირთული ფოტოებითა და სტატუსით შეიტყო, სადაც ის მადლობას უხდის ლევანს დაუვიწყარი დაბადების დღის აღნიშვნისთვის... როგორც ლევანი ამბობს, სერიოზულადაა შეყვარებული და ამ ურთიერთობის დეტალებზე თავადვე გვესაუბრა.

 ლევან ჯიბღაშვილი: მე და სალომეს საერთო სამეგობრო წრე გვყავს და სხვადასხვა ადგილას შემთხვევით ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ნელ-ნელა განვითარდა მოვლენები ჩვენ შორის – სიყვარულისკენ. გარდა იმისა, რომ მომხიბვლელი, ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, პირველი, რაც სალომეში ძალიან მომეწონა, ისაა, რომ სულ შვილზე იყო გადართული. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი ძმაკაცები სულ ამბობენ: რკინისებური სიმართლე გაქვსო. ჩემთვის მთავარია, მეუღლე ჩემი შვილისთვის იყოს კარგი დედა. ლამაზ გოგოს ყოველთვის ნახავ – ისეთებს, ქუჩაში რომ გაივლის, შეიძლება, მოძრაობა გაჩერდეს, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, შენი შთამომავლობაც ისეთი იქნება, როგორიც გინდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ის ვიღაც ცუდია, მაგრამ ყველას თავის მიმართულება და გემოვნება აქვს.  ყველას თავისი შეხედულება აქვს – ვიღაცას სულ არ უნდა ჭკვიანი და ძლიერი ქალი. ურჩევნია „იგულაოს“, დრო ატაროს. ბევრ გოგოს ვიცნობ, შვილის გაჩენა სულ არ უნდა, იმიტომ რომ, მუცელზე სტრიები გაუჩნდებათ.
– ამბობენ, ძლიერი და ჭკვიანი ქალი კაცებს აშინებთო... შენს შემთხვევაში როგორაა?
– ძლიერი და ჭკვიანი ქალი ჩემთვის დიდი ძალაა და არა საფრთხე. აბა, რად მინდა ლენჩი და თავმოუბმელი ქალი, ორ ბატს რომ ვერ ჩააბარებ. ჩემთვის საამაყო და საიმედოა ძლიერი და თავდაჯერებული ქალი გვერდით. სალომე დამოუკიდებელია. ამ ბოლო დროს, რაც დავახლოვდით, ძალიან სხვანაირი გახდა. მანამდე უფრო ოჯახს იყო მიკერებული. ერთი გოგოა ოჯახში და დიდი თუ პატარა ყველა მას ანებივრებდა. ახლა რომ უყურებს ჩემს ცხოვრებას, როგორ დამოუკიდებლად მივაღწიე ყველაფერს – ვშრომობ, რაღაცეებს ვაღწევ, თვითონ მიშოვია, რაც კი გამაჩნია ცხოვრებაში, ტელეფონით დაწყებული, მანქანა და ასე შემდეგ... ყველაფერი ჩემით მაქვს შექმნილი. თვითონაც მიხვდა, რომ ასე ძალიან კარგია და მუშაობა დაიწყო. ზოგს რომ ჰგონია, ლევანი ცოლს არ ამუშავებსო, სწორედ ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში დაიწყო სალომემ მუშაობა. მე რომ წინააღმდეგი ვყოფილიყავი, დაიწყებდა? რა თქმა უნდა – არა.
– ამას წინათ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექეცი შენი სტატუსით, სადაც ამბობ, რომ არ გინდა, ცოლი შენზე გვიან შემოდიოდეს სახლში. აზიატი ხარ?
– მე იქ დავწერე, რომ არ მინდა, ცოლი სახლში ჩემზე გვიან მოდიოდეს-მეთქი და მოჰყვა მთელი ამბავი. გამატარეს კრიტიკის ქარცეცხლში. ვინმემ მკითხა, რომელ საათზე შევდივარ სახლში? მე სახლში შევდივარ დილის ათ-თერთმეტ საათზე. მე ბანკის თანამშრომელი არ ვარ, რომ სამსახურს ექვს საათზე ვამთავრებდე. სახლში დილით რომ მივალ და ცოლი კიდევ მოსული არ დამხვდება, ეს ნორმალურია? ატეხეს ამბავი – ლევანმა ქალი იცის მარტო  „კუხნაშიო“, „კუხნაშიც“ ვიცი ქალი და სხვა ოთახებშიც. ცოლი რომ მხოლოდ სამზარეულოსთვის მინდოდეს, მაშინ სულ არ მოვიყვან. სამი ისეთი მზარეული მყავს, იმათ გაკეთებულ საჭმელს ხალხი ტაშს უკრავს. ჩემთვის მისაღებია, თუ ქალს ნორმალური სამსახური აქვს. ახალ წელს და გიორგობას რომ ცოლმა იმუშაოს, არ მინდა. თუ კი ერთმანეთისთვის ვერ მოვიცალეთ, ურთიერთობაც ხომ გაცივდება. იმ ქალბატონებზე არ ვლაპარაკობ, მარტო რომ უწევთ ბავშვების აღზრდა. მათ წინაშე ხელები ამიწევია. მაგრამ, როცა მეუღლე გიდგას მხარში, ყველაფერს გიკეთებს, ყველა პრობლემას გიხსნის, არ არის აუცილებელი, ისეთი სამსახური ჰქონდეს, სახლში ჩემს მერე შემოდიოდეს. დედაჩემს ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. არ მინდა, ჩემი შვილი  დედამ კი არა, ძიძამ გაზარდოს. სულ ვამბობ, თუ დედას შვილზე ამაგი არ აქვს, ის დედა არ არის. მაგალითად, ერთ-ერთი ბიზნესი მაქვს, დღეს არ არის მომგებიანი, მაგრამ ვერ ვხურავ. 5-6 წელია, მასზე ამაგი მაქვს – ორმოცი ლარით დავიწყე და შვილივით მყავს. მირჩევნია, თვითღირებულებაზე იმუშაოს, მეტი ენერგია დავხარჯო და იყოს. როცა არის საშუალება, ამიხსენით, რატომ უნდა იმუშაოს, რატომ არ უნდა ნახოს შვილი და იზრუნოს მასზე? ახლა სალომეს ისეთი სამსახური აქვს, სულ არ ვცხოვრობთ ერთ სახლში, მაგრამ ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს. ზომიერად აზიატი ვარ. ამას წინათ „ნანუკას შოუში“ ვიყავი და მთიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი ბებოები. წარმოიდგინე, როგორი ტრადიცია იყო მთაში, ქალი ცოლად რომ მოჰყავდათ, ხელშეუხებლობის ფიცს დებდნენ.  ანუ, თუ ქალს ვერ შეეწყობოდა, მაშინ შორდებოდა და ის გოგო ხელშეუხებელი იყო. ყველაფერს აქვს თავის ახსნა. სულ მეკითხებიან, ქორწინებამდე სექსზე რა აზრის ხარო. სტიქაროსანი ვიყავი 14 წელი და საკმაოდ ეკლესიური ვარ, მაგრამ დღეს ყველაფერს დღევანდელი გადმოსახედიდან ვუყურებ. ვიღაც იკავებს ქორწინებამდე სექსისგან თავს, მაგრამ ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა სექსში შეუთავსებლობის გამო. თუ ამდენ ხანს თავს იკავებენ, მიაჩნიათ, რომ ჯვრისწერის შემდეგ უნდა მოხდეს სექსუალური კავშირი, გააკეთებენ ხუთასკაციან ქორწილს, გააგებინებენ მთელ ქვეყანას და მერე სექსის  გამო ოჯახს ანგრევენ, ან მიდიან სხვასთან... მე ეს არ მესმის, ამის გამო ოჯახი არ უნდა დაანგრიო. თუ ასე იცავ ყველა წესს, მაშინ ოჯახი უნდა შეინარჩუნო და ის შენი საწოლის საქმეც მოაგვარო. ჯვარდაწერილი ოჯახის დანგრევა ხომ ძალიან დიდი ცოდვაა...
– რომანტიკული შეყვარებული თუ ხარ? როგორც ვიცი, სალომეს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებ...
– რომანტიკული და გადავარდნილი შეყვარებული არ ვარ. მიყვარს საჩუქრის გაკეთება, სიურპრიზები. საჩუქრის გადაცემის ფორმა, ორგანიზებაა მთავარი. არ ელოდა  თავის დაბადების დღეზე თუ ასეთ სიურპრიზს მოვუწყობდი. ყველა დეტალი მე მოვუგვარე, თვითონ მხოლოდ გაპრანჭული მოვიდა მეგობრებთან ერთად. რომატიკული ვახშმები ჩემთან, ჩაიხანაში გვაქვს ხოლმე ყოველდღე (იცინის).  ყველანაირ სიურპრიზს ვუკეთებ, რაც ვიცი, რომ მოეწონება და გაუხარდება. ოღონდ, ისეთ სიტუაციას ვქმნი, თითქოს გამორიცხულია, შანსი არ არის, ამ სურვილის ასრულების და როდესაც ყველანაირი იმედი გადაეწურება, მერე ვუკეთებ. სალომეს ჩემგან ყველაფერი უხარია. მე რომ მხედავს, ეგეც უხარია. დამირეკავს ხოლმე და სადღაც დამიბარებია. იქ მიდი, დამელოდე-მეთქი და რომ მისულა სიურპრიზი დახვედრია.
– მექალთანის იმიჯი, „სასურველი სასიძოს“ სტატუსი გაქვს. სალომე როგორ ეგუება, ხომ არ ეჭვიანობს?
– შეძახილმა ხე გაახმოო – ჩემი საქმე ასე იყო. ცხოვრებაში ქალთან ერთად არავის დავუნახივარ და მექალთანის იმიჯი რატომ მაქვს, არ ვიცი. დადის ხალხი კლუბებში, კაფეებში გოგოებთან ერთად, მაგრამ მე არასდროს არავისთან არ დავუნახივართ. მე რომ ქალთან ერთად გამოვჩენილიყავი, წარმოიდგინე, რა მოხდებოდა. ორი ფოტო დადო სალომემ და რა ამბავი ატყდა... სამი-ოთხჯერ იყო შემთხვევა სხვადასხვა გოგოზე დაიწერა. ერთ-ერთი ნანკა კალატოზიშვილი იყო, მაგრამ ტყუილია... სალომე მენდობა და არ არის ეჭვიანი. არც გვიჩხუბია არასდროს. კი ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ ჩხუბამდე არ მივდივართ. მეკითხებიან, სასურველი სასიძოს იმიჯს როგორ ემშვიდობებიო, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერს, ახალგაზრდობასაც კი, ელევა ადამიანი (იცინის).
– სალომეს შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. დედაშენისთვის მისაღებია ეს ამბავი?
– დედაჩემი ძალიან შეგნებული ქალია. ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემს ცხოვრებაში ნომერი პირველი ქალია. დამოუკიდებლად გამზარდა და ყველაზე მეტად რაც მიყვარს მისი, ისაა, რომ არასდროს ერევა ჩემს პირად ცხოვრებაში. დედები იმ დონეზე ერევიან, ზოგს ოჯახსაც კი უნგრევენ. მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. დედაჩემი სულ მეუბნება, რომ მთავარია, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა გქონდეთ...  შვილო, ისეთი ცოლი მოიყვანე, ღამით რომ გაიღვიძებ და გვერდზე გაიხედავ, ღამის კოშმარი არ გეგონოსო. იცნობს სალომეს, კახეთშიც მყავდა ჩემთან.

скачать dle 11.3