კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა წავიდეს ცოლი სახლიდან, ხატია სიჭინავას აზრით

ხატია სიჭინავა: ძალიან ფეთიანი დედა ვარ. ბავშვები სახლში არიან თუ ბაღში, სადაც მე  მათ გვერდით არ ვარ, სულ ვშფოთავ. ძიძებს ვურეკავ დღეში ასჯერ და ბოლოს მეჩხუბებიან  – რა შეგვჭამე, კარგად ვართ, დაგვანებე თავიო. უცხო ნომერი რომ მირეკავს, მარტო იმიტომ ვპასუხობ, მგონია, ბაღიდან მირეკავენ. სულ იმის შიში მაქვს, რამე ცუდი არ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემები ძალიან პატარები არიან, ვცდილობ, მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს, მაგრამ ზღვარი აუცილებლად უნდა არსებობდეს დედასა და შვილებს შორის, რიდი უნდა ჰქონდეთ მშობლის. მამა ძალიან უყვართ, გიჟდებიან მასზე, არ არის მკაცრი, მაგრამ რიდი მისი უფრო აქვთ. ზოგადად, ჩვენ ისედაც არ ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ ბავშვების წინაშე სიყვარულის გარდა არაფერს ვამჟღავნებთ; თუ რამე ყოფითი პრობლემაა, ბავშვების სამყაროს გარეთ ხდება. ვცდილობ, მათ უფლის სიყვარული, სწავლის აუცილებლობა და მსგავსი საკითხები ვასწავლო. გაბრიელა 2 წლის იყო, როცა უკვე ბიბლიური ისტორია იცოდა. ძალიან ჭკვიანი ბავშვია, 5 წლის არის და „მრწამსი” ზეპირად იცის. მეც კი არ ვიცი „მრწამსი” ზეპირად. ერთ დილითაც, ხატებთან მივიყვანე; იცის, რომ მამა გაბრიელის სახელი ჰქვია და ვუთხარი, „მამაო ჩვენო” წაუკითხე-მეთქი. რომ დაასრულა, მერე მითხრა: დედიკო, მე სხვა ლოცვაც ვიციო. მომიყევი-მეთქი და, რომ დაიწყო, ძალიან გამიკვირდა. უკან რომ მივიხედე, ძიძაც გაშეშებული იდგა. მეგონა, ბაღში ასწავლეს, მაგრამ, მასწავლებელმა მითხრა, ჭამის დროს ვუკითხავთ, ჩვენ არ გვისწავლებიაო. შუათანას რაც შეეხება, მიჯაჭვულია კომპიუტერთან, „აიპედით” დადის. სულ პატარა ჯერ წლინახევრისაა და მის ხასიათზე ვერ ვილაპარაკებ. ევა ჰქვია და ვეძახით ავს, რადგან თავის თავის ქალია, უნდა რომ ყველაფერი მას ჰქონდეს და ყველაფერს ართმევს უფროსებს. ისეთი ცუდი რაღაცეები ხდება ქვეყანაში, აქედანვე ვემზადები ბავშვების გარდატეხის ასაკისთვის, თან, სამივეს ერთად მოუწევს.
– სამი შვილის დედა ხარ, თან, შენი ბიზნესი გაქვს, როგორ უთავსებ ოჯახს საქმეებს?
– მშვენივრად, გამომდინარე იქიდან, რომ მობილიზებული ვარ ამ ყოველივესთვის. დილით ბავშვები მიმყავს ბაღში, სამსახურის მერე კი გამომყავს. ორი ძიძა მყავს და იმის პრობლემა არ მაქვს, რომ თავისუფალი დრო ვერ გამოვნახო. როცა სახლში ვარ, ბავშვები მე მთხოვენ  დაბანას და დაძინებას. ძიძასთან ხუთ წუთში იძინებენ, ჩემთან კი ორი საათი სჭირდებათ, რადგან ჯერ მიყვებიან ზღაპრებს და, მერე – მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთეს. უფროსს შეყვარებული ჰყავს უკვე (იცინის) და თავის ამბებს მიამბობს ხოლმე. ხშირად მეკითხებიან, მამა როდის მიდის უცხოეთშიო, რომ ჩემთან დაიძინონ. ძიძები მეხვეწებიან, ამათი დაძინების დროს სახლში არ მოხვიდეო. რამაზს შაბათ-კვირა ყოველთვის გამოყოფილი აქვს ბავშვებისთვის – გასართობ ცენტრებში დაჰყავს, ოღონდ, თავადაც ერთობა. მეშინია ხოლმე, ბატუტი არ ჩაწყვიტოს ან რამე არ დაამტვრიოს და ამიტომ ვეხვეწები, არ გინდა-მეთქი (იცინის). ჩემი ფეთიანობის გამო, ცდილობს, მარტომ წაიყვანოს ბავშვები და ასეთ დროს ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული: სად ხართ? რას აკეთებთ? რომელიმე არ გაგექცეს – და ასე შემდეგ. მოკლედ, კომედიაა შვილებთან ჩვენი ურთიერთობა. რამაზმა გაბრიელას შეყვარებულზე რომ გაიგო, ეგ იყო ყველაზე სასაცილო. ერთ დილითაც, მესმის, მამა-შვილი ლაპარაკობს და რამაზი მეძახის გაბრაზებული ხმით. რა ხდება-მეთქი და, იცოდი, ჩვენს შვილს შეყვარებული რომ ჰყავდაო?! (იცინის). კი-მეთქი. მერე, მე რატომ არ მითხარიო. გიჟი მამაა, იმის მერე სულ ეკითხება ხოლმე – მამა, ხომ არ გაბრაზებსო. მე რომ ვეუბნები ჩემს ქმარს, მიყვარხარ-მეთქი, ის მპასუხობს – მე უფროო. ეს, ეტყობა, ბავშვებმა გაიგეს და, ერთ დღესაც, ამოდის ჩემი შვილი და მეუბნება: დედიკო, მე უფრო (იცინის).
– უნდა დათმოს თუ არა ქალმა ქმართან ურთიერთობაში და თავად თუ ხარ დამთმობი?
– ძალიან გვიან გავთხოვდი – 30 წლის და, 30 წლამდე ვიცხოვრე ისე, რომ ვიყავი ძალიან ფეთქებადი, არავის არაფერს ვუთმენდი და ვერასდროს  წარმოვიდგენდი, ასეთი ცოლი ან დედა თუ ვიქნებოდი, ერთ შვილზე მეტის გაჩენას არც ვაპირებდი, ახლა კი მეოთხეზეც ვფიქრობ. იმაზე კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და ჩემს ქმარს, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში გვქონდა. ქალი ოჯახში უნდა იყოს კარგი დიპლომატი. როცა ვხვდები, რომ ჩვენ შორის გაუგებრობა იწყება, „ლაითად” ვატარებ ან საერთოდ არ ვეპასუხები. ისიც თავისთვის ჯუჯღუნებს და ჩერდება. თუ ადამიანი გიყვარს, დასაკარგად არ გემეტება და სასწაული არ ხდება შენს ცხოვრებაში, უნდა დათმო. ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობა: ის მაფინანსებს, მე მივდივარ ბაზარში და ვყიდულობ პროდუქტებს – მომაქვს 50 კილო კარტოფილი, 20 კილო ხახვი და ასე შემდეგ, ანუ ერთი თვის მარაგი. პირველად რომ გავედი ბაზარში და ამდენი რაღაც ვიყიდე, გამყიდველები ჩემ უკან ჩემს ქმარს ეძებდნენ და გამეცინა. ყველაფერი თავად რომ წამოვზიდე, გაკვირვებულები მიყურებდნენ, თუმცა ახლა მცნობენ. ზოგიერთი ქალი ამის გამო ისტერიკას მოაწყობდა – რას ჰქვია, შენ არ მეხმარებიო.  მე არ მაქვს ეს პრობლემა, ამის გამო უთანხმოებას არ ჩამოვაგდებ. არ სიამოვნებს ბაზარში სიარული?! რა პრობლემაა, მე ვივლი. თუკი სახლში რამეა შესაკეთებელი და არ სცალია, ვიძახებ ხელოსანს. არ მაქვს ის მომენტი – შენ კაცი ხარ და, გინდა თუ არა, გააკეთე. ყველა უთანხმოება მოდის წვრილმანებიდან. ზოგი, შეიძლება, არ ეჩხუბება ქმარს, მაგრამ ბოღმას იტოვებს და შემდეგ ერთიანად სკდება. მე არაფერს არ ვიგროვებ, ჩემთვის მთავარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს. არ სიამოვნებდა, სახლში რომ ვიჯექი, მიყიდა ბიზნესი, რომელშიც საერთოდ ვერ ვერკვეოდი – არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ, მივხვდი, რომ უნდა მესწავლა და ასეც მოვიქეცი. მეჩხუბება მხოლოდ ერთ თემაზე – ფულს ხარჯავ უაზროდო. ძალიან მიყვარს შოპინგი და ამ თემას ვერ გავცდით (იცინის). მანქანაში თუ ვსხედვართ და ამ თემაზე წამოიწყო საუბარი, ვიცინი. არასდროს არ უნდა მიიყვანო საქმე იქამდე, რომ დახოცოთ ერთმანეთი. როცა მეჩხუბება და მებუზღუნება, ვზივარ და გაღიმებული ვიყურები ფანჯარაში. ბოლოს მეკითხება – რა გაცინებსო. ვპასუხობ, ველოდები, როდის დაამთავრებ ბუზღუნს, რომ სხვა თემაზე გადავერთოთ-მეთქი. როცა არ ვეპასუხები, თემა კვდება. დებატებში თუ შეხვალ, აუცილებლად გამწვავდება. თუ ცუდ ხასიათზე ვარ და ამას დაინახავს,  ცდილობს, გამამხიარულოს და მეუბნება, კინოში წავიდეთო ან რამე მსგავსს. ეს არის ურთიერთშეთანხმება.  ბედნიერად ვერ იცხოვრებ, თუ დიპლომატი არ ხარ ოჯახში. როცა ნასვამი მოდის, ბუზღუნს კი არ ვუწყებ – სად იყავი, სად დალიე და ასე შემდეგ, არამედ, ვეხმარები გახდაში, რომ დაწვეს და დაიძინოს; ხუთ წუთში ეძინება ხოლმე ნასვამს. თუ გიღირს შენი ქმარი და ოჯახი, მაშინ რაღაც დათმობაზე უნდა წახვიდე. რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ეს ჩემი დათმობაა.
– ღალატთან დაკავშირებით როგორია შენი პოზიცია?
– როცა კაცი ღალატობს, ის აყოლილია ჰორმონებს; როცა ქალი ღალატობს – აუცილებლად შეყვარებულია. კაცის ღალატი შვილების ფსიქიკას იმდენ დარტყმას არ აყენებს, რამდენსაც ქალის, დედის. ქმარმა შეიძლება გიღალატოს და ისე იცხოვროთ მთელი სიცოცხლე ერთად, ვერაფერი გაიგო, მაგრამ ქალი ღალატის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. როცა კაცი იჩენს საყვარელს, ამ დროს ოჯახი უკვე დანგრეულია და ცოლი უნდა წავიდეს სახლიდან. საყვარელი უკვე ნიშნავს იმას, რომ შენზე კარგი იპოვა და, შესაბამისად, შენ არ უყვარხარ, უსიყვარულო ოჯახს კი რა აზრი აქვს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჯობია, გაეყარო. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიზამ. არ ვგულისხმობ ერთჯერად „გაგულავებას”, მხედველობაში მაქვს საყვარლის თემა. რომ დავქორწინდით, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი: როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად იქნები, მე ვერ დავინახავ, იქ რას აკეთებ და ის ჩემამდე ასი წელი არ მოვა, მაგრამ, საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს. შენმა ერთმა შეცდომამ, შეიძლება, ოჯახი გაგილანძღოს-მეთქი. მივეცი თავისუფლება, ოღონდ, საზღვრებს გარეთ და უჩემოდ.
– შენი აზრით, რატომ იჩენს კაცი საყვარელს?
– კაცი საყვარელს იჩენს მაშინ, როცა ცოლისგან რაღაც აკლია. ხუთი წელია, ერთად ვართ და ამ პერიოდის განმავლობაში ერთი დღე არ გასულა ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვეხსნა. თუ ეს მომენტი დავკარგეთ, თუ გახდი ჩვეულებრივი, თუ აღარ გაღელვებს შენი წონა და სილამაზე, ამ შემთხვევაში კაცი ყველა ვარიანტში წავა სხვასთან. მან ხომ სხვანაირი მოგიყვანა ცოლად, ისეთი, როგორიც მოსწონდი და, თუ ეს მოწონება გაქრა, ის სხვაში დაიწყებს ამის ძებნას. ქალმა ეს ბალანსი უნდა შეინარჩუნოს აუცილებლად, მაგრამ გრძნობა ორმხრივი უნდა იყოს.
– ეჭვიანი ხარ? შეყვარებულობის პერიოდში როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– საერთოდ არ ვარ ეჭვიანი, არც ჩემი ქმარი. იმ დონეზე ვენდობით ერთმანეთს, ეჭვიანობის ადგილი არ გვრჩება. ზოგადად, ხმაურში დიდხანს ვერ ვძლებ, ვიღლები და სახლში მოვდივარ. ყოფილა შემთხვევა, ჩემი ქმარი 2-3 საათამდე მეგობრებთან ერთად კლუბში ყოფილა. არ არსებობს, რომ ამ დროს დავურეკო და ვუთხრა: „მალე მოდი, ამდენ ხანს რას აკეთებ“ – ან მსგავსი რამ. ნებისმიერ დროს შემიძლია, ავდგე, დავჯდე მანქანაზე და მივიდე კლუბში ისე, რომ არ გავაფრთხილო, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია. იმდენად ვუყვარვარ და იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამას არ საჭიროებს. დაქორწინებამდე ჩვეულებრივი შეყვარებულების ურთიერთობა გვქონდა: ჩხუბები, დაშორებები, შერიგებები. ათასჯერ შევრიგდით „ბოლოჯერ” და ათასჯერ დავშორდით სამუდამოდ. იმდენად ჩვეულებრივი პერიოდი იყო ეს, რომ, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ოჯახი თუ გვექნებოდა.

скачать dle 11.3