კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა დევიდ დათუნამ ქართული წარმომავლობის გამო 5 მილიონი და რა მიზნით შექმნა საქართველოს დროშა

დევიდ დათუნა, ამერიკელი ხელოვანი, დაბადებული საქართველოში – ასე გაიცნო მსოფლიომ და მისი ნამუშევრები არაერთხელ გახდა დიდი ყურადღებისა და მითქმა-მოთქმის საბაბი. დევიდი ოპტიკური ლინზებით ქმნის კედლის ინსტალაციებს და როგორც თავად აღნიშნავს, მისი ჟანრი ახალი არტმიმართულების მიმდინარეობაა ხელოვნებაში. საკუთარი ნამუშევრებით გამოხატავს თავის  სათქმელს, შედევრების შინაარსი, რომელთაც მუდმივად მილიონერები იძენენ, ერთგვარი პოლიტიკური არტია. საქართველოდან დიდი ხნის წინ წავიდა, თუმცა საკუთარი წარმომავლობა არასდროს დაუმალავს და არც საქართველოსთან გაუწყვეტია კონტაქტი. Business Insider-მა ის ყველაზე გაყიდვად და ძვირად ღირებულ არტისტებს შორის დაასახელა. მის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რომლის ჩვენებაც უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოში.
დევიდ დათუნა: დავიბადე თბილისში, ჩვეულებრივ და ტკბილ, საქართველოზე შეყვარებულ ოჯახში.  მამაჩემს ხშირად დავყავდი თბილისის ძველ უბნებში და მიყვებოდა ისტორიებს, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ბავშვობის ყველა ჩემს ემოციას, დამოკიდებულებებს ვავლენდი ჩემს ნახატებში. მახსოვს, დამსაჯეს და ზოოპარკში არ წამიყვანეს და როცა დედა სახლში დაბრუნდა, ისეთი ნახატები დავახვედრე, მიხვდა, ძალიან გულნატკენი ვიყავი (იცინის). ბავშვობაშივე შეამჩნიეს მშობლებმა ჩემში ხატვის ნიჭი და მაქსიმალურად დამეხმარნენ. რთული პერიოდები აქვს გამოვლილი საქართველოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი თაობა იწყებდა ფეხის ადგმას. მალევე მივხვდი, რომ აქ გამიჭირდებოდა „ფრთების გაშლა“ და ასე გადავწყვიტე, საქართველო  დამეტოვებინა.  მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამერიკაში წავსულიყავი. ბევრი რამის შეგროვება და გაყიდვა მოუწიათ, მაგრამ შედეგი, ამად ნამდვილად ღირდა. პირველ ეტაპზე რუსეთში ვცხოვრობდი, მაგრამ საბოლოოდ, ამერიკაში ამეწყო ყველაფერი. დიდი ხანია, რაც აქ ვარ. დედასთან და საკუთარ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მყავს შვილი, პატარა დევიდი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრია ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ რომ ვთქვა, ათასი დაბრკოლების შემდეგ, შრომამ შედეგი გამოიღო. ვერ ვიტყვი, რომ რამეს ვნანობ ან რაღაცეებს შევცვლიდი. ხშირად ჩამოვდივარ მეგობრებთან, ნათესავებთან.
– დარწმუნებული ვარ, ამერიკაში რთული იქნებოდა თავის დამკვიდრება ახალბედა, ნიჭიერი ქართველისთვის...
– ძალიან რთული იყო ამერიკაში განვლილი გზა იმ პოზიციამდე, რაც დღეს მაქვს. დაწყება ყოველთვის ჭირს. შემდეგ კი ძალიან აზარტული ვხდებით და ვცდილობთ, ფინიშამდე მალე მივიდეთ. მახსოვს, როგორ მივდიოდი გალერეებში კურატორებთან, მიმქონდა ჩემი ნამუშევრების CD და კარშიც არ ვიყავი გასული, უკვე ნაგავში აგდებდნენ. ნიუ-იორკში რომ ჩავედი, ფული არ მქონდა, დავიწყე სამსახური ოპტიკის მაღაზიაში. 6 წელი ვიმუშავე და დავინახე, რომ ხალხისთვის სათვალე მხოლოდ აქსესუარი არ არის. მივხვდი, რომ ოპტიკური ლინზები ჩემთვის გაცილებით მეტის მომცემი იყო. ბევრი ვიმუშავე ამ ტექნიკაზე და ასე გამომივიდა ის, რაც დღეს მაქვს. რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, ბევრი სირთულე და დაბრკოლება იყო, მაგრამ არასდროს მიცდია, გავქცეოდი ცხოვრებას. როცა სხვა ეროვნების ხარ, პირველად ჩადიხარ უზარმაზარ ქვეყანაში, რომელსაც ამერიკა ჰქვია და თან ძალიან ახალგაზრდა ხარ, ბუნებრივია, მარტივად არაფერი გამოგივა – რჩები მარტო საკუთარ შესაძლებლობებთან.
– ოპტიკური ლინზებით ქმნით ნამუშევრებს, საუცხოო კედლის ინსტალაციებს, რამაც დიდ აღიარებასთან ერთად, ბევრი პრობლემა შეუქმნა თქვენს ჯანმრთელობას... როგორი იყო დახელოვნების გზა საკმაოდ რთულ ჟანრში?
– ნებისმიერი საქმე რთულია, მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მარტო არ ვარ, ჩემთან ერთად სტუდიაში მუშაობენ დირექტორები, მენეჯერები, არტდილერები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ჟანრი არტმიმართულების ახალი მიმდინარეობაა ხელოვნებაში. მე ამ სფეროში პედაგოგი არ მყოლია, ჩემით, დამოუკიდებლად გავიარე ყველა ის რთული ეტაპი, ასე რომ სჭირდება ადამიანს წარმატებული ფინიშისთვის. ბევრი დაბრკოლება იყო. მითხრეს, სულ რაღაც ორი თვე დაგრჩა, ორ თვეში ცოცხალი აღარ იქნებიო. კიბოსთან ბრძოლა მომიწია. ათას პროცედურას ვიტარებდი, მაგრამ ჩემი საქმისგან არ გავქცეულვარ, პირიქით, ვქმნიდი ნამუშევრებს. ჩემს პირველ გამოფენაზე დავაგვიანე მკურნალობის გამო და ყველაზე ბოლო მივედი. დაზუსტებით არავის უთქვამს, თუ რამ გამოიწვია ეს, იყო მოსაზრება, რომ ჩემმა სამუშაომ, თუმცა თავი არაფრისთვის დამინებებია. დღემდე ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და თავსაც კარგად ვგრძნობ. ცხოვრებამ მეორე შანსი მომცა და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო.
– ყველამ გაგიცნოთ, როგორც საქართველოში დაბადებული ამერიკელი არტისტი, Business Insider-მა კი, ყველაზე გაყიდვად და ძვირად ღირებულ არტისტებს შორის დაგასახელათ.
– ჩემს ნამუშევრებზე შემეძლო დამეწერა, რომ ვარ ამერიკელი არტისტი, მაგრამ ვწერ ასე: ამერიკელი არტისტი, დაბადებული საქართველოში. ამ განმარტებამ 5 მილიონი დოლარი დამაკარგვინა კარიერის დასაწყისში, მაგრამ არაფერს ვნანობ. მე საქართველოში დავიბადე და ეს უნდა იცოდნენ. ნამდვილად ასეა, ყველაზე გაყიდვად და ძვირად ღირებულ არტისტებს შორის დამასახელეს. ჩემი ნამუშევრებიდან პორტრეტი „პუტინი – მონა ლიზა“  ანონიმურ ბიზნესმენზე 260 ათას დოლარად გაიყიდა; „სტივ ჯობსი/აინ რენდის“ პორტრეტი – 210 ათას დოლარად; ნატალია ვოდიანოვა პორტრეტი „სიყვარული“ – 790 ათას დოლარად; ინსტალაცია „ქაოტური წარსული“ – 100 ათას დოლარზე მეტად.
– თქვენს ნამუშევრებს არაერთხელ მოჰყვა გამოხმაურება, მაგრამ პორტრეტმა „პუტინი და მეფე ნიკოლოზ II – ცივილიზაციის კრახი,“ ნამდვილად ანტიპუტინური იმიჯი შეგიქმნათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პორტრეტი „პუტინი – მონა ლიზა“ რუსეთის პრეზიდენტის კოლექციაშია...
– ჩემი ნამუშევრები არის პოლიტიკური არტი, მაგრამ ყველა არა. მე ვაფასებ რუსული ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკის უძველეს კორიფეებს, მაგრამ დღევანდელი რუსეთი არაფრით ჰგავს მათ. მუდმივად მატერიალიზმი ცუდია. რუსული დროშის 17 ვერსია მაქვს გაკეთებული, რომელიც 2013 წელს მოსკოვში წითელ მოედანთან გამართულ გამოფენაზე გამოვიტანე. სიურპრიზად გამოვიტანე პუტინისა და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის პორტრეტები, რომელსაც დავარქვი „პუტინი და მეფე ნიკოლოზ II – ცივილიზაციის კრახი“. პორტრეტმა „პუტინი – მონა ლიზამ“ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, იმ დროს რუსეთში ბევრი ჩემი ნამუშევარი გაიყიდა.
– თქვენ მიერ შესრულებული დროშების სერიიდან ყველაზე გახმაურებულია „ფეხმძიმე“ ამერიკის დროშა, რომლითაც ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადეთ ბარაკ ობამას...
– „ფეხმძიმე“ ამერიკის დროშა, იმ პერიოდში გავაკეთე, როცა ბარაკ ობამა მეორედ იყრიდა კენჭს ამერიკის პრეზიდენტობის არჩევნებზე. ჩემი ნამუშევარი ობამაზე  აბრაამ ლინკოლნის პატარა პორტრეტებით შევქმენი და დავარქვი „ბიულეტენი“. ეს გახლდათ ნათელი დადასტურება ჩემი პოზიციის, რომ ხმას ობამას ვაძლევდი. იმავე პერიოდში შევქმენი „ფეხმძიმე“ ამერიკის დროშა, რომელიც რეალური ანარეკლი გახლდათ მაშინდელი ამერიკული რეალობისა – გაურკვეველი იყო, ვინ იქნებოდა პრეზიდენტი. ობამამ თავად ნახა ნამუშევარი. ვაშინგტონის ეროვნულ პორტრეტების მუზეუმში მოხვედრა ძალიან რთულია და იქ მქონდა გამოფენა. ამ მუზეუმში გამოფენა რომ გამართო, უნდა იყო ძალიან ცნობილი, დიდი ხნის გარდაცვლილი, ამერიკელი არტისტი. ჩემს შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს – მე არც ამერიკაში ვარ დაბადებული და არც დიდი ხნის წინ გარდაცვლილი.
– საქართველოს დროშა შექმენით, რომელიც ქართველ ხალხს აჩუქეთ და დღეს პრეზიდენტის სასახლეში ინახება. სათქმელს ყოველთვის ატევთ ნამუშევარში და ამ შემთხვევაშიც?
– საქართველოს დროშა ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია. მე ის მთელ საქართველოს ვაჩუქე. ამ ნამუშევრით ვცადე, მეჩვენებინა, რომ ეს პატარა ერი თავისუფლებისადმი სიყვარულის სიმბოლოა.

скачать dle 11.3