კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ემუქრება ათწლიანი პატიმრობა ბესო ზანგურს და რატომ ელოდება ის ყოველდღე სიკვდილს

მსახიობ ბესო ზანგურს, ცხოვრებამ ბევრჯერ დაუგო მახე და საზოგადოებისთვის, როგორც მისი კარიერა, ისე პირადი ცხოვრება, არაერთხელ ყოფილა სკანდალის მიზეზი. როგორც თავად ამბობს, პირდაპირობა მისი ერთადერთი იარაღია, რის გამოც, ხშირად უსიამოვნო სიტუაციებში ხვდება. როგორ შეცვალა მისი ცხოვრება სამსაათიანმა პრეზიდენტობამ, რას შეცვლიდა ის ცხოვრება რომ თავიდან დაეწყო და რის გამო ემუქრება ათწლიანი პატიმრობა, ამაზე თავად მსახიობი მოგიყვებათ.

 ბესო ზანგური: მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ბევრი მახე დამიგო, მაინც იღბლიანი ვარ. მაქვს საყვარელი საქმე, მყავს ოჯახი, ვუყვარვარ ხალხს და მეც სიყვარული შემიძლია – ეს არის ჩემი ბედნიერების გასაღები. 28 აგვისტოს ვარ დაბადებული და ღვთისმშობლის კალთა ყოველთვის მმფარველობს. ჩემი ცხოვრება მშვიდი არასდროს ყოფილა, ყოველთვის ემოციებით იყო დატვირთული. ყველაფერი კანონზომიერად ხდება. რასაკვირველია, ტკივილიც ახლავს თან, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, თავისი დარტყმებით.
– ცხოვრების დარტყმებში რას გულისხმობ?
– ოჯახების დანგრევას, პოლიტიკურ სიტუაციებს, რაც მე შემეხო და ასე შემდეგ. სააკაშვილის რეჟიმის დროს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დარტყმები მივიღე და ეს დღემდე მომყვება. როცა სცენაზე სააკაშვილი განვასახიერე, მივხვდი, რომ ის ჩემი სამსაათიანი პრეზიდენტობა, საკმაოდ ცუდად აისახა ჩემს მომავალზე. სამი საათი სააკაშვილობა, დამიჯერეთ, ჩემთვის არ იყო იოლი, თუმცა მე უკეთესი სააკაშვილი ვიყავი, ვიდრე თავად იყო. ხშირად, როცა სცენაზე ვიდექი და როლს ვთამაშობდი, მიფიქრია, ახლა ვინმე ადგება და დარბაზიდან მესვრის-მეთქი. სულ რაღაცის მოლოდინში ვიყავი.
– ხშირად ამბობ, თუ სადმე მოკლული მიპოვეს, არ გაგიკვირდეთო. ეს რას ნიშნავს, ვინმე გაშანტაჟებს და გემტერება?
– არა, პირდაპირ არავინ მაშანტაჟებს და არც მემტერება. თუმცა, არც ის გამიკვირდება, ერთ დღესაც მოკლული მიპოვონ. არ დამავიწყდება, სახლში ვარ, კარზე კაკუნია, ვაღებ და კაცი შემოვარდა იარაღით: გაგიხვრიტავ შუბლს, შენგან წყალი ჩამომივიდაო. რის წყალი, რა წყალი... ეს მიზეზი იყო. მერე გავიგე, ცუდი სიმთვრალე ჰქონია და ეტყობა, ბესო ზანგურის არსებობა აღიზიანებს. ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩემით მივაღწიე, ყოველგვარი დახმარების გარეშე და ალბათ, ეს აღიზიანებთ. არ დაგიმალავთ, ყოველდღიურად ვაწყდები სირთულეებს.
– იქნებ, თავად ირთულებ ცხოვრებას. ამაზე არ გიფიქრია?
– ამაზეც მიფიქრია. მაგრამ, ტყუილს, ღალატსა და სიცრუეს ვერ ვიტან. ჭორიკანა კაცები მეზიზღება. ასეთები კი, ჩემ გარშემო ძალიან ბევრია.
– ბესო, დიდი ხანია, აღარ მსმენია, რომ ცოლი მოიყვანე. რაშია საქმე?
– მესამე ცოლი მყავს და ოთხი შვილი. ალბათ, საკმარისია. ბოლო, მესამე ცოლი დიდი ხნით შემომრჩა (იცინის), უკვე ხუთი წელია, ერთად ვართ. გვანცა ძალიან კარგი ადამიანია, გვერდში მიდგას. მე ცხოვრებაში ასეთი პრინციპი მაქვს – არავინ დაგიდგება გვერდით, თუ ღირსი არ ხარ და არც მე დავუდგები იმას გვერდით, თუ ამის ღირსი არ არის. თუ გვანცა გვერდით მიდგას, ესე იგი, ამის ღირსი ვარ. ამის გაგება შეიძლება ეწყინოს გვანცას, მაგრამ ასეა.
– მეჩვენება, რომ ამბიციური ხარ. მეთანხმები?
– რასაკვირველია, ამბიციური ვარ. ჩემთან ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ სიყვარული ყველაფერს აიოლებს. ამბობენ, ბესო სკანდალურიაო. მე სკანდალური კი არა, პირდაპირი ვარ და ამას ბევრი სწორად ვერ იგებს, ან არ უნდათ, გაიგონ. ესაა პრობლემა. ჩემთვის კანონის უზენაესობაზე მეტად ადამიანური პრინციპები დგას. წლების წინ რომ დავბადებულიყავი, მეც იმ „ჯინსების თაობის“ წარმომადგენელი ვიქნებოდი, იმ თვითმფრინავში ვიჯდებოდი, სადაც ის ბიჭები იყვნენ.  თუ ვინმეს სიყალბესა და ღალატზე თვალი დავხუჭე, ღამით ვერ დავიძინებ. მირჩევნია, ვთქვა, ამას მოჰყვეს პროტესტი და სკანდალურად „მომნათლონ“. მე ვერავინ გამაჩუმებს, სათქმელს ყოველთვის ვიტყვი. ღირსებაშელახული და მშიშარა ადამიანი, საზოგადოებას კი არა, საკუთარ შვილებსაც არ სჭირდება.
– ბესო, ბოლო დროს, ისევ გაჟღერდა შენი გვარი, ცნობილ, სკანდალურ „პირადი ცხოვრების“ ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. ამის გამო, სამართალდამცავებთან მოგიწია თანამშრომლობა. გავრცელდა ჭორი, თითქოს პატიმრობაც კი გემუქრებოდა. რა მოხდა რეალურად?
– ერთ დღესაც გავიღვიძე და სიციალურ ქსელში დამხვდა ვიღაცისგან გამოგზავნილი ვიდეო, რომელზეც ცნობილი ადამიანის პირადი კადრები იყო. პროკურატურამ დამიბარა და დამკითხა. დამაწერინეს ჩვენება და ხელი მომაწერინეს, რომ თუ ამას გავავრცელებდი, ათწლიანი პატიმრობა მეკუთვნოდა. ვინც ამას ავრცელებს და აკეთებს, უზნეო არაა? ეს არის პირდაპირი შანტაჟი და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ამის ჩამდენი. პირადად მე, არაფრის მეშინია. სულ ვამბობ, მე ვერ დამაშანტაჟებთ, თუ გინდათ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება, წინასწარ მითხარით, მოვწესრიგდები და ისე დავწვები ცოლთან-მეთქი.
– ბესო, შენზე თუ გაგიგია ისეთი ჭორი, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდება?
– როგორ არა, ძალიან ბევრი. ხან არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცად მომნათლეს, ხან ვისი საყვარელი გამხადეს და ხან – ვისი. ვინც მიცნობს, იცის, ვინც ვარ და ამიტომ, ჭორები არ მაღიზიანებს. უნდოდათ, ჭორებზე წამოვეგე, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე ბუნებით ერთგული ვარ და ღალატს ვერავინ დამწამებს. ჩემი ცოლი არის ქალი, რომელიც ცხოვრების სტიმულს მაძლევს, ამიტომ პირად ცხოვრებაზე ჭორაობის საბაბს ვერავის მივცემ.
– რას ნანობ ცხოვრებაში?
– არაფერს ვნანობ. თუმცა, წლების უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, აბსოლუტურად ყველაფერს შევცვლიდი, პირადსაც და პროფესიასაც კი. ჩავაბარებდი სამედიცინოზე, ვიქნებოდი ფსიქიატრი და არ მომაკლდებოდა პაციენტები. რომ ვხედავ და ვგრძნობ, ადამიანს მეორე ადამიანის სიკვდილი უნდა და ამას აშკარად გამოხატავს, ეს მკლავს. ამდენი შიმშილი, სიცივე, გაჭირვება და იმედგაცრუება, ადამიანებში ბოროტების სათავე გახდა. ხშირად, სცენიდან ვამჩნევ, მოვიდა ადამიანი სპექტაკლის საყურებლად, გიყურებს, მაგრამ ფიქრებით სხვაგანაა.

скачать dle 11.3