ბრძნული აზრები
კარნეგი: რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, თუ რას ამბობენ სხვები და მეტად ვაკვირდები, რას აკეთებენ ისინი.
სუხომლინსკი: საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს არ შეუძლია ნამდვილი სიყვარული. ეგოიზმი სიყვარულის მომწამვლელი საშინელი ნაკლია. თუ შენ ეგოისტი ხარ, უკეთესია, არ შექმნა ოჯახი.
პასკალი: ყველა საპირისპირო აზრი ერთმანეთს აბათილებს და არა სარწმუნოებას; ყველაფერი, რასაც ამბობენ ურწმუნონი...
მონტესკიე: მეჩვენება, რომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანების თავებიც კი სულელდებიან, როცა ისინი ერთად შეგროვდებიან. იქ, სადაც ყველაზე ბევრი ბრძენია, ყველაზე ნაკლები სიბრძნეა.
სოლომონი: გონიერზე საყვედური უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე უგუნურზე ასი დარტყმა.
შელი: გონება ჩვენი საუკეთესო გრძნობების ჯამს წარმოადგენს.
სვიფტი: ყველა მთავრობა, რომელიც მოქმედებს მასთან შეუთანხმებლად, ვისაც ის მართავს – აი, მონობის ამომწურავი ფორმულა.
ოთარ ჭილაძე: გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და ამიტომაც თქმას აზრი არ ჰქონდა; დღეს კი ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ თქმას აზრი აღარ აქვს.
ვოლტერი: თუ ცუდს ელოდები, დრო გარბის, თუ კარგს – მიცოცავს.
ჰაიდეგერი: კუჭს იდეები არ გააჩნია, მას მხოლოდ ოცნებები აქვს.
მამარდაშვილი: სამყარო ისეა მოწყობილი, რომ საკმარისი არ არის, მივაღწიო ჩემი გრძნობების, მეხსიერების, ძალებისა და ასე შემდეგ მთლიანობას; ასეთი მთლიანობის მდგომარეობაში უნდა იყოს ისიც, ვისკენაც უნდა გავიდეს ჩემი ენერგიის ნაპერწკალი ან თვითონ ენერგია.
ლაროშფუკო: ძალა და სულის სისუსტე – ეს არასწორი გამონათქვამებია. სინამდვილეში კი არსებობს სხეულის ორგანოების კარგი და ცუდი მდგომარეობა.
ჰიუგო: უნდა შევინარჩუნოთ სხეულის ციხესიმაგრე, რათა შევინარჩუნოთ სულიერი ციხესიმაგრე.
ლაბრიუერი: ჩვენ ისევე ვერ შევძლებთ სიყვარულის სამუდამოდ შენარჩუნებას როგორც ვერ შევძელით ის, რომ არ შეგვეყვარებინა.
აბელარი: ადამიანის გრძნობა უფრო ხშირად მაგალითებით აღიგზნება, ვიდრე სიტყვებით.
ჰეკელი: ყველა იმ ომიდან, რომლებსაც ხალხები ერთმანეთში ცეცხლითა და მახვილით აწარმოებდნენ, ყველაზე მეტად სისხლისმღვრელი რელიგიური ომები იყო.
დემოკრიტე: ქალი ყველაფერს გაპატიებს, მაგრამ ხშირად შეგახსენებს, რომ გაპატია.
დუზე: მამაკაცს ჰგონია, რომ „სადილი მზადაა“ და „მე შენ მიყვარხარ“ ერთი და იგივეა.