კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოგონამ დეიდას დასამარხი ფული მოჰპარა და მოკლა

65 წლის ქეთევან ხ-რი მეზობლებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მარტოხელა ქალი, რომელიც ნევროლოგიური დაავადების შედეგად, საწოლს იყო მიჯაჭვული, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.  მარინა ბ-შვილმა, რომელიც  გარდაცვლილის მომვლელად მუშაობდა, მომხდარის შესახებ  ქალის ერთადერთ ნათესავს, 19 წლის მაკო შ-ძეს შეატყობინა. გოგონა გარდაცვლილი ქალის ნახევარდის შვილი იყო, რომელიც დეიდასთან არ ცხოვრობდა, მაგრამ მასზე მეურვეობა ჰქონდა აღებული. ქალის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. პირველი ჩვენება გამოძიებას მარინა ბ-შვილმა მისცა: „სამი წელია, რაც ქეთევანი საწოლს არის მიჯაჭვული. მას საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა, ერთადერთი, ვინც მასზე ზრუნვით იყო დროდადრო დაკავებული, მისი გარდაცვლილი ნახევარდის შვილი, მაკო გახლდათ, რომელიც თავის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც მოდიოდა დეიდასთან. მაკო განაგებდა მის პენსიას, კვების საკითხების მოგვარებას. მე ბოლო ნახევარი წელი ვმუშაობდი ქეთევანის მომვლელად, მეზობელ სადარბაზოში ვცხოვრობ. ღამით სახლში ვრჩებოდი, დილით გადავდიოდი ქალთან და შეღამებამდე მასთან ვრჩებოდი. ბოლო პერიოდში ქეთევანი თავს ცუდად გრძნობდა და როდესაც საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ვნახე, ეჭვიც არ შემპარვია, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივად დადგა”. ამის მიუხედავად, სამედიცინო ექსპერტიზამ, რომელმაც ქალის გარდაცვალების მიზეზების ძებნა დაიწყო, განსხვავებული დასკვნა დადო: ქეთევან ხ-რი სამედიცინო პრეპარატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა, რაც დადასტურდა მისი ცხედრის გამოკვლევით. ამის შემდეგ გარდაცვალების  ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა – თავი მოიკლა თუ არა ქეთევან ხ-მა, ეს გამოძიებისთვის მთავარ კითხვად იქცა, რომელსაც მოგვიანებით გაეცა პასუხი. გარდაცვლილის მომვლელი კატეგორიულად აცხადებდა, რომ ქალი, თავისი დააავადების მიუხედავად, იმდენად სიცოცხლისმოყვარული იყო, რომ თავს არ მოიკლავდა. საპირისპიროს ამტკიცებდა გარდაცვლილის დისშვილი. მაკო შ-ძე გამოძიებასთან აცხადებდა, რომ დეიდამ ძალიან ბევრჯერ შესჩივლა, სიცოცხლე აღარ მინდა და თვითმკვლელობაზე ვფიქრობო. მისი აზრით, რაც მაკო შ-ძემ ჩვენებაშიც დაადასტურა, ქეთევან ხ-რმა  თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.  
გამოძიებამ მაკო შ-ძის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა. მისი ნაცნობების დახასიათებით, გოგონა, რომელიც დედისა და მამის გარეშე,  ბებიის მზრუნველობით გაიზარდა, იმპულსური და ემოციური იყო. არ მუშაობდა, არ სწავლობდა, ურთიერთობა ჰქონდა საეჭვო რეპუტაციის ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ღამეებს ტოტალიზატორებსა და გასართობ ადგილებში ატარებდა. გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქეთევან ხ-რის გარდაცვალების შემდეგ გოგონა მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო, რაც დადასტურებულია ქალის ანდერძით და თავად მაკო შ-ძემაც კარგად იცოდა ეს. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ თვითმკვლელობის ფაქტი გამორიცხა, რადგან ვერ მიაგნო მიღებული პრეპარატის კვალს, რომლის შეძენა და მოხმარებაც  ქალს დამოუკიდებლად შეეძლო, სამართალდამცევლებმა მაკო შ-ძის მიმართ მოკვლევა დაიწყეს. საეჭვო გარემოებად ჩაითვალა ისიც, რომ გოგონა თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვის შემდეგ, მკვლელობაში მარინა ბ-შვილის დადანაშულებას ცდილობდა. მარინა ბ-შვილისგან გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ  ქეთევან ხ-რი ბინაში ინახავდა თანხას, 5 000 ლარს, რომელიც მისივე  თქმით, დასამარხი ფული იყო გარდაცვალების შემთხვევაში. თანხა ბინაში აღარ აღმოჩნდა. მაკო შ-ძე ამტკიცებდა, რომ ამ თანხის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მარინა ბ-შვილის ჩვენებით კი, ქალს ამ თემაზე საუბარი მაკო შ-ძესთან მისი თანდასწრებით ჰქონდა.
საქმეზე მოპოვებული მასალებით, ქეთევან ხ-რს დიდი დოზით სამედიცინო პრეპარატი მაკო შ-ძემ, მისი ქონების დაუფლების მიზნით, მოტყუებით მიაღებინა. იმის მიუხედავად, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ჩადენილ ქმედებას არ აღიარებდა, გამოძიებამ მის წინააღმდეგ ბევრი სამხილი მოიპოვა – გოგონამ დეიდის გარდაცვალების წინა დღეს გადაიხადა 3 000 ლარი ვალი, რომელიც მას კერძო პირისგან ჰქონდა აღებული. როგორც გამოძიებით დადგინდა, გოგონამ თანხა ბინიდან დეიდის მკვლელობამდე მოიპარა. იმის მიუხედავად, რომ მაკო შ-ძე ამტკიცებდა, თითქმის მკვლელობის დღეს დეიდასთან სტუმრობა საქმეების გამო ვერ შეძლო, გამოძიებამ ერთ-ერთი მეზობლის ჩვენების საფუძველზე დაადგინა, რომ მაკო შ-ძე ქეთევან ხ-რის ბინაში მკვლელობის საღამოს, გვიან ღამით ნახეს. მაკო შ-ძეს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. სასამართლომ ის  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და   10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3