კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკარგა მტკვარში ორასი წლით ადრე დამზადებული ფრანგი გოლიათი გრაფის უძვირფასესი ბეჭედი

გაქცევა
1972 წლის 19 მარტს ქალაქ ვორკუტის, მე-11 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 1936 წელს დაბადებული ოთარ შალვას ძე ხიზანიშვილი გაიქცა, რომელიც ბოროტმოქმედთა სამყაროში „კუზიანის“ სახელით იყო ცნობილი. გაქცეული პატიმარი ძარცვისთვის რვაწლიან სასჯელს იხდიდა. ადრე ორჯერ იყო ნასამართლევი იმავე დანაშაულისთვის და ციხეში 9 წელი იჯდა. კუზიანი თბილისელი იყო. პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა და „შავ საყაროში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. პირველი ძარცვა „შალვოვიჩმა“ (ბავშვობაში მას ასეთი მეტსახელით მიმართავდნენ) ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ჩაიდინა 17 წლის ასაკში და 2 წელი საპყრობილეში გაატარა, ერთი ამდენი კი პირობითად მოიხადა. მან მარტომ ყალბი პისტოლეტის მუქარით (იარაღი ხისგან იყო დამზადებული და შემდეგ შეღებილი), მარჯანიშვილის გამზირზე მდებარე საიუველირო-საკომისიო მაღაზიის გამგეს 960 მანეთი წაართვა. ფული ავადმყოფი ბებიის სამკურნალოდ უნდოდა, რომელიც მძიმე სენით იყო დაავადებული. მას კი იმის გარდა, სხვა ნათესავი არ ჰყავდა... მკურნალობის მიუხედავად, ბებია მალე გარდაიცვალა და ოთარი მის გასვენებაში დააპატიმრეს, რადგან ძებნილი იყო.
მეორედ, „კუზიანი“ 24 წლის ასაკში გაასამართლეს ჯგუფური ძარცვისთვის. მან და მისმა „პაძელნიკებმა“ ქუთაისში კბილის ტექნოლოგი გაძარცვეს, 9 ათასი მანეთი და 2 კილოგრამი ოქრო წაართვეს და მიიმალნენ. მეორე „სროკი“ სრულად მოიხადა ხიზანიშვილმა და შვიდი წლის შემდეგ, ციხიდან რომ გამოვიდა, 31 წლის იყო.
მესამედ, 35 წლის კუზიანი უკვე ქალაქ ოდესის საიუველირო მაღაზია „იზუმრუდის“ ჯგუფური ძარცვისთვის დააპატიმრეს და რვა წელი მიუსაჯეს. ოთარმა და მისმა თანამზრახველებმა 110 ათასი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. კუზიანი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას.
ვორკუტაში გამწესებული ქართველი მძარცველი მხოლოდ 2 თვე გაჩერდა პატიმრობაში. ერთ დღეს კი „ზონაში“ მდგომი სამხედრო მანქანის „ურალის“ კაბინაში შეაღწია და ყალბი ხელყუმბარის (პურისგან იყო გაკეთებული და შეღებილი) მუქარით, მძღოლის კაბინაში დაიმალა და ამგვარად გაიქცა...
უნიკალური ბეჭედი
გაქცეულ ოთარ ხიზანიშვილზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, თუმცა მილიციამ მის კვალს ვერ მიაგნო. ოთარი უკვე ლენინგრადში იყო და ახალი საქმისთვის ემზადებოდა. სამთვიანი „ჩალიჩის“ შემდეგ, 1972 წლის 23 ივნისს, კუზიანმა და მისმა თანამზრახველმა, იური ზაიკინმა, მეტსახელად „ზაიკამ“, ძველი „ჩეკისტის,“ გენარალ გენადი მურალოვის ბინა გაძარცვეს და აურაცხელი ძვირფასეულობა, საიუველირო ნივთები და 20 ცალი პისტოლეტი წაიღეს, რომლებსაც გენერალი წლების განმავლობაში აგროვებდა. მურალოვი ოციან წლებში „ჩეკას“ ოპერატიულ სამმართველოში მუშაობდა და ბურჟუაზიისთვის ეგრეთ წოდებულ „ქონების ექსპროპრიაციაში“ (ქონების ჩამორთმევა) აქტიურად მონაწილეობდა. თავისი ქონების ლომის წილიც მაშინ იშოვა, რადგან ზოგიერთ ჩამორთმეულ ნივთს არ აბარებდა და სახლში მიჰქონდა. მურალოვის ბინიდან წაღებულ ძვირფასეულობაში იყო 1790 წელს, ამსტერდამში დამზადებული, ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული უზარმაზარი ბეჭედი. თავად ოქრო 50 გრამს იწონიდა. მასში კი 18-კარატიანი, იშვიათი, ცისფერი ბრილიანტი იყო ჩასმული, რომელიც თვალისმომჭრელად, ულამაზეს ფერებად ციმციმებდა. ქვას, რომბის ფორმა ჰქონდა. ნაკეთობა, იუველირ აარონ ვან დიუიკის მიერ იყო დამზადებული ფრანგი გოლიათი გრაფის, მიშელ დე კოლმასის შეკვეთით. ფრანგი გრაფი 209 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში, 160 კილოგრამს იწონიდა და დიდი ზომის ბეჭედიც სწორედ ამიტომ შეუკვეთა. ეს ნივთი კი მურალოვმა ებრაელი იუველირის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინა და გადამალა. შემდეგ კი, რადგან იუველირს ჩეკისტების თვალწინ გული გაუსკდა, აღარ გამოაჩინა და მიითვისა.
78 წლის გაძარცვული გენერალი ლენინგრადის მილიციის სამმართველოში მიიჭრა და თავის ახალგაზრდა კოლეგას დაემუქრა:
– პოლკოვნიკო, თუ არ გინდა, სამსახური რიგითის რანგში განაგრძო, ჩემი ბინის მძარცველები სასწრაფოდ დაადგინეთ, შეიპყარით და ჩემი ოფლით ნაშოვნი ქონება დამიბრუნეთ. განსაკუთრებული ყურადღება კი თვრამეტკარატიან ბრილიანტის ბეჭედს მიაქციეთ. ეს ნივთი მე განსაკუთრებული დამსახურებისთვის თავად „ჩეკას“ უფროსმა, ფელიქს ძერჟინსკიმ მაჩუქაო...
მურალოვი უსინდისოდ ტყუოდა. მაგრამ ის „ღვაწლმოსილი“ გენერალი იყო. უნიკალური ბეჭდის ექსპროპრიაციიდან კი უკვე ნახევარი საუკუნე იყო გასული, მოწმეები არ არსებობდნენ და მურალოვს პასუხს არავინ მოსთხოვდა.
ლენინგრადელმა მაძებრებმა მალევე დაადგინეს ბოროტმოქმედთა ვინაობა და მათი ტოტალური ძებნა დაიწყეს. თუმცა, კუზიანმა და ზაიკამ ძარცვის ჩადენის დღესვე დატოვეს ნევისპირა ქალაქი და საქართველოს დედაქალაქში გაემგზავრნენ.
ექსპედიტორის ფურგონი
გენერალი გენადი მურალოვი თითქმის ყოველდღე ურეკავდა ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსს და მძარცველების შეპყრობას მოითხოვდა. თავად ბოროტმოქმედი ჩეკისტი ამით არ დაკმაყოფილდა. საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრ ნიკოლაი შჩოლოკოევსაც კი დაურეკა და ძარცვის ამბავი უამბო. შჩოლოკოვმა კი ლენინგრადის მილიციის სამმართველოს უფროსი „შეახურა“... მიუხედავად ამისა, ლენინგრადელი ოპერები მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ გავიდნენ მძარცველების კვალზე და დაადგინეს, რომ კუზიანი და ზაიკა თბილისში იმყოფებოდნენ. დაიგეგმა ოპერაცია და ლენინგრადელ მილიციელთა ოცკაციანი ჯგუფი, რომელსაც თავად სამმართველოს უფროსი ედგა სათავეში, 16 აგვისტოს თბილისში გადმოფრინდა.
18 აგვისტოს ლენინგრადისა და თბილისის მილიციის სამმართველოების ერთობლივმა ჯგუფებმა ავლაბარში მოიყარეს თავი ბოროტმოქმედთა დასაკავებლად, რადგან დაადგინეს, რომ კუზიანი და ზაიკა სწორედ ამ უბანში აფარებდნენ თავს. თუმცა, მათი ზუსტი მისამართი არ იცოდნენ. საორიენტაციო ობიექტი პარფიუმერიის ფურგონი იყო, რომლითაც (მილიციის ინფორმაციით) მძარცველები მოძრაობდნენ... მოალყეები ისე დანაწილდნენ, რომ თუკი ბოროტმოქმედები გაქცევას დააპირებდნენ, ავლაბრიდან ვერ გაეღწიათ. მიუხედავად ამისა, კუზიანმა, რომელსაც მტაცებლის ინტუიცია ჰქონდა, „იყნოსა“ ჩასაფრება. ამიტომ, ზაიკასთან ერთად, ჯერ გენერლის ბინიდან წამოღებული ნივთებით სავსე ორი ჩანთა ექსპედიტორის ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩადო, შემდეგ კი, საჭეს მიუჯდა. ზაიკა გვერდით მოისვა, კერძო ეზოში მდგომი მანქანის ძრავა ჩართო, ხის ღობე გაანგრია და შეცბუნებული ოპერების თვალწინ, მკვეთრ დაღმართზე დაეშვა...
მილიცია გაქცეულებს დაედევნა და აგვისტოს მცხუნვარე მზით გაცხელებულ, დაცარიელებულ თბილისში ისეთი „გონკაობა“ გაჩაღდა, ჰოლივუდელ კასკადიორებსაც კი შეშურდებოდათ... კუზიანი ბრწყინვალედ მართავდა ავტომობილს და ალბათ, თავსაც დააღწევდა მდევარს, რომ არა ერთი მომენტი. ორთაჭალაში, როცა დიდი სისწრაფით მიმავალმა კუზიანმა წინა ავტომობილს გვერდი აუარა, გზაზე მოულოდნელად მოზარდი გამოჩნდა, რომელიც ქუჩაზე გადასვლას ცდილობდა... კუზიანს სხვა არაფერი დარჩენოდა. მან ბავშვს მანქანა აარიდა, თუმცა მტკვრის სანაპიროს ჯებირს დაეჯახა, გაანგრია და წყალში ჩავარდა.
ტრავმირებული კუზიანი და ზაიკა ცოცხლები ამოიყვანეს წყლიდან, თუმცა, ორივე ისე მძიმედ იყო დაშავებული, რომ 3-3 თვე საავადმყოფოში გაატარეს. მხოლოდ ამის მერე ჩასვეს ისინი ციხეში, საიდანაც ხიზანიშვილი 13 წლის შემდეგ 1985 წელს გათავისუფლდა.
ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ გენერალ მურალოვის ბინიდან წაღებული ნივთები ვერ აღმოაჩინეს. ისინი მტკვრის დინებამ წაიღო და მათ შორის იყო 1790 წელს დამზადებული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედიც.

скачать dle 11.3