კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს ბიძაშვილს დაქალმა ოჯახი დაუნგრია
ჩემი ბიძაშვილი სიყვარულით კი გათხოვდა, მგარამ ტყუპი გოგოების გაჩენის შემდეგ ურთიერთობა დაეძაბა. არ ვიცი, რომლის ბრალი იყო – ჩემი დის თუ სიძის, თუმცა, ალბათ ორივესი და, ჩემი აზრით, მათი მეგობრებისაც, რომლებიც ხედავდნენ, როგორ ინგრეოდა ახალგაზრდა ოჯახი და ამას ხელი არ შეუშალეს. ორივეს დედები ცდილობდნენ, გონზე მოეყვანათ თავიანთი შვილები, მაგრამ, ხომ იცით, როგორი ჯიუტები არიან ახალგაზრდები, არცერთი არ უჯერებდა მშობლებს, თანაც, ორივეს ეგონა, რომ თვითონ იყო მართალი და ოდნავაც არ აპირებდნენ ერთმანეთისთვის რამის დათმობას. დათმობა კი არა, ისე ეჯიბრებოდნენ და ისეთ ჯინაში ედგნენ ერთმანეთს, როგორც პირველკლასელი ბავშვები. მაშინ ვბრაზდებოდი და ხან ერთს ვადანაშაულებდი და ხან მეორეს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და ვერ ზიდეს ოჯახის ტვირთი. თეა, ჩემი ბიძაშვილი, დაზე მეტად მიყვარს და ძალიან განვიცდიდი, ჩემ თვალწინ აგურ-აგურ რომ იშლებოდა ერთ დროს სიყვარულით შექმნილი ოჯახი.
ახლა რომ ვფიქრობ, ის გარდატეხის პერიოდი რომ გადაელახა, დღეს ერთი მტკიცე და ბედნიერი ოჯახი ექნებოდათ, მაგრამ ვინ აცალა. ზემოთ ვთქვი, მეგობრები გვერდში არ დაუდგნენ-მეთქი. თუმცა, დაუდგა ერთი მეგობარი, თეას ბავშვობის დროინდელი დაქალი, რომელმაც ვითომდაც გულთან ახლოს მიიტანა თავისი მეგობრის პრობლემა და, რომ მიხაროდა, ერთი ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა ამხელა სადაქალოში-მეთქი, თურმე ის იყო, ვინც იყო. მე რომ მეგონა (არა მარტო მე, არამედ, თეასაც, დედამისსაც და მის დედამთილსაც), ეს რა ღვთისნიერი გოგოა, მეგობარს მძიმე დღეებს უმსუბუქებს და ქმართან ურთიერთობას უგვარებსო, ის, თურმე, თეას ქმართან იყო ერთ ამბავში. არადა, ბავშვებთან უსაჩუქროდ არ მივიდოდა, საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა და ზუკას სულ უქებდა ცოლს და საყვედურობდა, მეტი ყურადღება მიაქციე, მეტად მიეფერე და ნახავ, მასაც როგორ შეეცვლება ხასიათიო. კაცებს კი, მოგეხსენებათ, ჭკუა სადაც აქვთ, ჰოდა, ამ გოგოს თვალების ჟუჟუნსა და კურტუმის ქნევის ცდუნებას ვეღარ გაუძლო და, ერთ დღესაც, ადგნენ ეს ქალბატონი და ვაჟბატონი და გაიპარნენ, თან, სწორედ მაშინ, როცა ტყუპებს წითელა ჰქონდათ საკმაოდ მძიმე ფორმით. გათანგული ბავშვები მამას ითხოვდნენ, მაგრამ ის არ მივიდა; შეიძლება, შერცხვა კიდეც, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახალმა ცოლმა არ გამოუშვა და ამანაც ხათრი აღარ გაუტეხა. იმ წითელას ბავშვები ძლივს გადაურჩნენ და დასერიოზულდნენ, ოღონდ სიხალისე და მხიარულება მოაკლდათ და თანაც მამას საერთოდ აღარ ახსენებდნენ. თეაც ძალიან დასევდიანდა, მაგრამ დროს უკან ვეღარ დააბრუნებდა და ბედს შეეგუა, თუმცა გაათმაგებული ენერგიით შეუდგა გოგოების აღზრდას: საუკეთესო განათლება მისცა ორივეს, მთელი მსოფლიო მოატარა და მართლაც სანიმუშო შვილები გაზარდა. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა – ზუკას უნდა შვილებთან ურთიერთობა (ოღონდ, ცოლის უჩუმრად), ბავშვები კი საკმაოდ ცივად ხვდებიან. ზუკას ცოლი ხედავს ამას და კარგ გოგოს თამაშობს – ვითომ ცდილობს, რომ თავისი შვილები და ტყუპები ერთმანეთს დაუახლოვოს, მაგრამ იმდენჯერ „გაიყიდა“, რომ გოგოებმა გაშიფრეს და აღარ ენდობიან. ზუსტად ვიცი, რომ ზუკა გულში ნანობს, თეა რომ დაკარგა, მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდება და, სხვა რა გზა აქვს, ცხოვრობს იმ მეორე ცოლთან და ეგუება ბედს, თეამ კი ძალიან მაგარი კარიერაც გაიკეთა და კარგადაც აიწყო ცხოვრება, თუმცა აღარ გათხოვილა – ალბათ, ისევ პირველი ქმარი უყვარს.
მანჩო, 34 წლის.

скачать dle 11.3