კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

5 ტოპ-ვარჯიში „გალიფეს“ მოსაშორებლად

„გალიფე“ – ბარძაყის სახსართან გამოწეული ცხიმგროვაა; მას „ბარძაყის ყურებსაც“ უწოდებენ. თავად სიტყვა „გალიფეს“ ისტორიას აღარ ჩავეძიებით და პირდაპირ საქმეზე გადავალთ:
ჩვენს სხეულზე „გალიფე“ მთლიანად მაშინაც კი არ ქრება, როცა დიეტის წყალობით საკმაოდ კარგად ვიკლებთ წონაში. ამ პრობლემის მოსაშორებლად სპეციალისტებმა შეიმუშავეს 5 ტოპ-ვარჯიში, რომლებსაც დღეს გთავაზობთ:
1. დაჯექით იატაკზე. ხელები კეფაზე შემოიწყვეთ, თქვენ წინ გაშლილი ფეხები კი ნიჩბებივით მოიმარჯვეთ და ასე დამჯდარმა იხოხეთ 5-10 წუთის განმავლობაში, დილა-საღამოს (ხელები არ შეაშველოთ).
2. დაწექით იატაკზე. ფეხები მოხარეთ ისე, რომ მართი კუთხე გააკეთოთ, ტერფები კი იატაკზე დადგით ერთმანეთის პარალელურად. ჩასუნთქვაზე დაეყრდენით ტერფებსა და ბეჭებს და ტანი ზემოთ ასწიეთ, ამოსუნთქვაზე კი მიიღეთ საწყისი მდგომარეობა.
3. დაწექით ტახტზე ან იატაკზე და ჰაერში გააკეთეთ „მაკრატელა“ მოძრაობები (ფეხები მაქსიმალურად დიდი ამპლიტუდით ამოძრავეთ ორივე მიმართულებით). ვარჯიში შეასრულეთ 2-2-წუთიანი ხანგრძლივობით (ნახევარწუთიანი პაუზებით) 10 წუთის განმავლობაში, დილა-საღამოს.
4. დაჯექით დიდ, გაბერილ ბურთზე (ბურთი მკვრივი უნდა იყოს). ზურგი დაიჭირეთ სწორად. ბურთზე ყველა მხარეს „გადაგორებით“ დაიმასაჟეთ დუნდულები და ბარძაყები. შეეცადეთ, მასაჟი „გალიფესაც “ აქტიურად შეეხოს.
5. მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას ეგრეთ წოდებულ „შვედურ კედელზე“ – ეს იქნება საუკეთესო საშუალება „გალიფეს“ დასაპატარავებლად.
აუცილებლად გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ვარჯიშის დაწყების წინ გააკეთეთ მოთელვა მთელი სხეულისთვის და განსაკუთრებით მუხლების სახსრებისთვის: დადექით სწორად და 1-2 წუთის განმავლობაში „იარეთ“ ადგილზე ისე, რომ მუხლები მაქსიმალურად ასწიოთ ზემოთ.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი დაჭიმეთ ყველა კუნთი, რომელიც ვარჯიშში იღებდა მონაწილეობას.

скачать dle 11.3