კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალი – ფეხსაცმლის ქუსლით

ქალის ხასიათის გამოცნობა მისი ფეხსაცმლის ქუსლის მიხედვით შეიძლება. უბრალოდ, უნდა დააკვირდეთ, ძირითადად, რა ტიპის ქუსლიან ფეხსაცმელს იცვამს ქალი, რომელიც მოგწონთ. დანარჩენში კი ეს ტექსტი დაგეხმარებათ. სხვათა შორის, ამით მეგობარ გოგონებსაც უკეთ გაუგებთ.
1. თუ ქალი ხშირად ირჩევს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ესე იგი, სურს ყველაზე მაღალი გამოჩნდეს – ანუ, აქვს დაბალი თვითშეფასება. თვითდამკვიდრება უნდა და მიაჩნია, რომ მაღალი ქუსლი ეფექტურია, ლამაზია. უყვარს წესების დარღვევა და არაფრად მიიჩნევს სტერეოტიპებს.
2. ეგრეთ წოდებული „შპილკა“
„შპილკას“ საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ირჩევს. ასეთი ქალი ადვილად პოულობს საერთო ენას ადამიანებთან. სრულიად უცხო, ახალგაცნობილსაც კი დაუმეგობრდება.
3. ქუსლიანი პლატფორმა
ასეთ ქუსლიან ფეხსაცმელზე „შემდგარი“ და „ამხედრებული“ ქალი ბოლომდე და მყარად იცავს საკუთარ აზრს, რომელიც თითქმის ყველაფერზე გააჩნია. ასეთი ქალები ზოგჯერ ძალიან ამოუცნობები არიან.
4. დაბალი, გაერთიანებული ძირი, ანუ „ტანკეტკა“
მშვიდი ხასიათი აქვს ქალს, რომელიც ძირითადად ამ ტიპის ფეხსაცმელს იცვამს. რბილია და მოქნილი. შეუძლია, მოერგოს ნებისმიერ  სიტუაციასა და ადამიანს. მუდამ ეძებს კომპრომისს. მასთან საუბარიც ადვილია და მეგობრობაც.
5. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი
დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად ირჩევს ქალი, რომელმაც ყოველთვის იცის, რა უნდა. თუმცა, არც დეპრესიაა მისთვის უცხო ხილი.
6. სპორტული ფეხსაცმელი (კეტი, ბოტასი)
მათ ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ კონტაქტი. კარგად გამოსდით მეგობრობა. თუმცა, არ უყვართ ცვლილებები – აფრთხობთ და ურჩევნიათ სტაბილურობა. საკმაოდ კონსერვატიულებიც არიან.

 

скачать dle 11.3