კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიონიანი ერთგულება

დანაშაულმა მთელი ოლქი შეძრა... მსხვერპლი იქაური, ძალიან მდიდარი ადამიანი – ხოზი სნოუ იყო, რომელსაც საკუთარი ბანკი და ორმილიონიანი ანგარიში ჰქონდა. ხოზი არც უყვარდათ და არც ეჯავრებოდათ. მის მიმართ უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდათ. ხოზი მარტოხელა იყო და მემკვიდრეებად მისი ორი ძმისშვილი, დედით და მამით ობოლი ძმები მოიაზრებოდნენ. ბენი და ორვილი ბიძასთან, ბანკში მუშაობდნენ. ცხოვრობდნენ მამის დანატოვარ, მოკრძალებულ, შეიძლება ითქვას, ღარიბულ სახლში. საღამოობით კი, ქალაქის ერთადერთ ღამის კლუბში უკრავდნენ. ძმების მიმართ გარკვეული სიმპათიებიც არსებობდა. რადგან მათ არავისთვის უწყენინებიათ. მკვლელობის ღამესვე პოლიციამ ერთ-ერთი ძმა, ბენი დააპატიმრა. მასთან ოჯახის ადვოკატი, მამამისის ძველი მეგობარი შევიდა... ეს კაცი, მისტერ უილემი გამოცდილი და წესიერი ადვოკატი იყო, საყოველთაოდ ცნობილი და კვალიფიციური. თუ საქმეს ხელს მოჰკიდებდა, ბოლომდე მიჰყავდა კიდეც... პროკურორებს ცოტათი ეშინოდათ მისი.
ბენი საკანში იჯდა და თავისთვის ღიღინებდა. ადვოკატი გააკვირვა მისმა სიმშვიდემ.
– ბენ, შენ არ გაგიკეთებია ეს, ხომ მართალია?
– ამბობენ, რომ მე გავაკეთე, – აუღელვებლად წარმოთქვა ბენმა.
– ბენ, შენ რა, აღიარე დანაშაული?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– შუაღამისას ჩვენთან, სახლში პოლიციელები შემოცვივდნენ. გვითხრეს, ბიძია ხოზი მოკლეს... და, რომ მკვლელი მე ვარ. ისიც მითხრეს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. სხვა რაღა დამრჩენოდა, ვუთხარი, მე მოვკალი-მეთქი.
– იმის თქმა გინდა, რომ მართლა მოკალი? – გაოცდა ადვოკატი.
– სასამართლოზე გამოჩნდება, – მშვიდად თქვა ბენმა, – თქვენ მხოლოდ ჩემი ძმა, ორვილი გამოიძახეთ მოწმედ და ნახავთ, რაც მოხდება.
– ბენ, თუ შენი ბრალეულობა დადასტურდა და თუ ნაფიცი მსაჯულები დამნაშავედ გცნობენ, ელექტროსკამი არ აგცდება. ასე მშვიდად როგორ შეიძლება, იყო?
– თქვენ ჩემი ძმა უნდა გამოიძახოთ მოწმედ. სულ ეს არის, რის გაკეთებასაც გთხოვთ, – მიუგო ბენმა გადაჭრით და ამით აგრძნობინა, თქვენთან ლაპარაკი დასრულებულიაო.
სხდომამ ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. დარბაზი სავსე იყო ცნობისმოყვარეებით. ადვოკატი უფრო ნერვიულობდა, ვიდრე დამნაშავე. მისტერ უილემმა დაცვის მხარის ერთადერთი მოწმე, ბენის უმცროსი ძმა გამოიძახა და მაშინ მოხდა, რაც მოხდა. ორვილმა დაიფიცა, რომ მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებდა და ადვოკატმაც სტანდარტული შეკითხვა დაუსვა.
– მოყევით, რა იცით, კონკრეტულად ამ საქმის შესახებ.
ორვილმაც ისეთივე უშფოთველობით დაიწყო საუბარი, როგორითაც მისი ძმა ელაპარაკებოდა ადვოკატს.
– პატივცემულო ნაფიცო მსაჯულებო და ბატონო მოსამართლევ... პოლიციელებმა შეცდომა დაუშვეს. ბიძაჩემი მე მოვკალი და არა ჩემმა ძმამ. ჩვენი ოჯახის რელიკვიით – მამაჩემის კუთვნილი პისტოლეტით, რომელიც პოლიციამ ჩვენს სახლში, მაგიდაზე დადებული ნახა. ძნელი არ არის იმის დამტკიცება, რომ იმ პისტოლეტიდან, არცთუ დიდი ხნის წინ გაისროლეს. ერთადერთი ტყვია ვესროლე პირდაპირ შუბლში... თითქმის მიბჯენით, რადგან იმ სავარძლის წინ ვიდექი, რომელზეც ბიძაჩემი იჯდა და მელაპარაკებოდა. მოტივი? რა თქმა უნდა, ის ერთი მილიონი, რომელიც მემკვიდრეობით მე დამრჩება ბიძის გარდაცვალების შემდეგ.
დარბაზში საშინელი სკანდალი ატყდა. მოსამართლის თანაშემწე ხალხის დაწყნარებას ვერ ახერხებდა. ნაფიცი მსაჯულები ფეხზე წამოხტნენ... ადვოკატმა ფერი დაკარგა. ის ზუსტად მიხვდა, რა თამაში წამოიწყეს ძმებმა. ეს კატასტროფა იყო. როგორც ჩანს, ბიჭები იმაზე გაცილებით ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე წარმოიდგენდა, მაგრამ, როგორც ადვოკატს, ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. ხმას ვერ ამოიღებდა, რადგან ამით საკუთარ კარიერას მიაყენებდა დარტყმას. თანაც, ძალიან სერიოზულ დარტყმას. მაგრამ, სინდისიც ვერ მისცემდა იმის საშუალებას, ძმებისთვის საქმიდან მშრალად გამოსვლის უფლება მიეცა – ერთადერთი საშუალება სასამართლო სხდომის შეჩერება და გადადება იქნებოდა. მაგრამ, ამის გაკეთებაც ვერ მოასწრო. პოლიციელებმა ბენი გაათავისუფლეს, რადგან ის ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ სცნეს და ორვილი დააპატიმრეს. საღამოს ადვოკატი  ორვილთან შევიდა...
– მითხარი, ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ?
ბიჭმა გაიღიმა.
– გააჩნია, რას ფიქრობთ, ადვოკატო...
– ორვილ, ბიძათქვენი ერთ-ერთმა მოკალით. ამაში უკვე ეჭვი არ მეპარება.
– ჰო, მაგრამ რომელმა? სად არის მტკიცებულებები, დაგვიმტკიცეთ. მაგრამ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მე პირდაპირ სასამართლო დარბაზში ვაღიარე დანაშაული. ბენმა – სახლში და მხოლოდ პოლიციელების თანდასწრებით.
– ო, ღმერთო... თქვენ რა, შტატის კანონებს გაეცანით?
– დიახ, ცოტა რამ წავიკითხეთ. ძალიან საინტერესო კანონები გვაქვს შტატში. მაგალითად, უკვე ვიცი, რომ თუ ადამიანს ნაფიცი მსაჯულები კონკრეტულ დანაშაულში უდანაშაულოდ სცნობენ, მას იმავე დანაშაულისთვის ხელმეორედ აღარ გაასამართლებენ. ჩემს დაცვას არ გთხოვთ, ადვოკატო... მხოლოდ ის მინდა, რომ დაცვის მხარემ მთავარ მოწმედ ჩემი ძმა გამოიძახოს.
ადვოკატს არ შეეძლო, არ აღფრთოვანებულიყო ამ ბიჭების გამჭრიახობით. მაგრამ, მეორე მხრივ, გულს ურევდა მათი ცივსისხლიანობა და არამზადობა.
შემდეგი სასამართლო სხდომა პირველზე გაცილებით ხმაურიანი გამოდგა. როგორც ადვოკატი ფიქრობდა, ბენი მოყვა, როგორ მოკლა ბიძა და ეს ისე დამაჯერებლად გააკეთა, რომ ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ ერთი გზა რჩებოდათ – ორვილი უდანაშაულოდ ეცნოთ. მოსამართლე ლამის ტანსაცმლიდან „ამოხტა“.
– ასე არ შეიძლება. შენ გუშინ უდანაშაულოდ გცნეს... – უყვირა ბენს.
ბიჭმა გაიღიმა.
– ჰო, მაგრამ პოლიციელებს შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ მე იმავე საღამოს ვაღიარე დანაშაული...
გაფითრებულმა ადვოკატმა წყალი მოსვა. მდგომარეობა უიმედო იყო. მოხდა ის, რასაც ვარაუდობდა... ნაფიცმა მსაჯულებმა ორვილიც უდანაშაულოდ სცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
იმავე საღამოს ადვოკატს სახლში ესტუმრნენ ძმები. ხელში მოზრდილი კონვერტი ეჭირათ.
– თქვენ კარგად გააკეთეთ საქმე, რომელიც გევალებოდათ, – უთხრეს ღიმილით.
ადვოკატმა თავზე იტაცა ხელები.
– ერთ-ერთი თქვენგანი მკვლელია!
– იქნებ ორივემ მოვკალით? – გაიცინეს ძმებმა, – ეს თქვენი ჰონორარია.
– არ ავიღებ... ეს მეტისმეტი იქნება. მაოცებს თქვენი ერთმანეთის მიმართ ნდობა. ხომ შეიძლებოდა, რომელიმეს ცდუნებისთვის ვერ გაეძლო... ლაპარაკი ხომ ერთ მილიონ დოლარზე იყო...
– ადვოკატო, არაჩვეულებრივი იურისტი ხარ, მაგრამ მარტო საკუთარი შტატის კანონებს კი არ იცნობთ ცუდად, არამედ ადამიანებსაც. მაშინ ჩათვალეთ, რომ მილიონ დოლარად შეფასებულმა ერთგულებამ გამოცდას გაუძლო. ეს ფული კი აიღეთ. თქვენ ის იმ გაკვეთილისთვის გეკუთვნით, რომელიც ჩაგვიტარეთ. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ დამნაშავე ისე, რომ ის გაამართლონ... საკუთარი საადვოკატო ბიუროს გახსნას და ახლი საქმის დაწყებას ვაპირებთ. ბიძაჩვენზე კი ძალიან ნუ ნერვიულობთ, საკმარისზე მეტი იცოცხლა.

скачать dle 11.3