კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამოიცანით თქვენი იდეალური სასიყვარულო პარტნიორი პირადი რიცხვის დახმარებით

გამოთვალეთ ის პირადი რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებს და ამით მიხვდებით, რატომ არ გიმართლებთ პირად ცხოვრებაში, რა შეცვალოთ და რა გადააფასოთ. ნუმეროლოგია განსაზღვრავს ადამიანის პირად რიცხვს, რაც საშუალებას გაძლევთ, ამოიცნოთ თქვენი იდეალური პარტნიორი, გაარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად როგორც მას, ასევე, თქვენს ფანტაზიებს.
თუ თქვენი დაბადების რიცხვია 15, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 5 და მიიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვი 6-ია. მაგრამ, თუ შეკრების შემდეგ ისევ ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მაგალითად, 29, 2+9=11, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 1 და მიიღებთ 2-ს, რომელიც თქვენი პირადი რიცხვი იქნება. თუ შეკრიბეთ რიცხვები, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რჩევებს:
1 – პირველობის სურვილი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. თქვენი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ რჩება. ეგოიზმი კი ურთიერთობებს გირთულებთ. ინტიმური ურთიერთობის დროს უპირატესობა გამოცდილ პარტნიორს მიანიჭეთ.
2 – ემოციური ხართ და ეს ხშირად გიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ხშირად რისკავთ და თქვენს სიყვარულს სასწორზე დებთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები სასიყვარულო სფეროში მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე.
3 – ცდილობთ, საყვარელი ადამიანი გაანებივროთ, თუმცა არასწორი საქციელის გამო, ხშირად სტკენთ გულს. ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებთან ფლირტს ნუ გააბამთ. ურთიერთობას გირჩევთ მეტად რეალისტ და პრაქტიკულ ადამიანებთან. დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და იყავით მეტად დამოუკიდებელი.
4 – რომანტიკული ბუნებით არაერთ ადამიანს მოხიბლავთ. გიყვართ სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობები. არ მოთოკოთ გრძნობები. ქვეცნობიერად ყოველთვის გიზიდავთ ის, რაც აკრძალულია, ეს კი თქვენზე ცუდად აისახება.
5 – მოუთმენელი ბუნების გამო სიყვარულში არ გიმართლებთ. ჯობია, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. გიყვართ, როცა ემორჩილებით საყვარელ ადამიანს და არ ფარავთ მის წინაშე ვნებას.
6 – საყვარელი ადამიანისთვის ხელგაშლილი და მზრუნველი ხართ. მოქმედებთ გრძნობით და არა გონებით, რის გამოც სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ. აუცილებელია, ისეთ პარტნიორზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მგრძნობიარეა, მაგრამ აუჩქარებელი და რომანტიკული.
7 – ხშირად ცდებით სასიყვარულო პარტნიორის არჩევის დროს. არ იქნება ურიგო, თუ თავიდან დისტანციას დაიცავთ, კარგად დააკვირდებით და შემდეგ დაუახლოვდებით. 
8 – გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი განებივრებთ. თქვენთვის სექსი მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალებაა. გიზიდავთ ცხოვრებაში ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები, რაც თქვენს პირად ცხოვრებაზე ცუდად აისახება.
9 – სექსუალურ ცხოვრებაში ძლიერ პარტნიორს აფასებთ. სასიყვარულო სფეროში  არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრად ინტელექტუალურ და დახვეწილ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი – ასე უფრო სტაბილური იქნება თქვენი პირადი ცხოვრება მის გვერდით.

скачать dle 11.3