კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავარიდოთ თავი ამინდის ცვლილებებით გამოწვეულ დისკომფორტს


 ატმოსფერული ცვლილებების დროს ბევრს აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასაკის მატებასთან ერთად კი ეს მგრძნობელობა ადამიანებში კიდევ უფრო იმატებს.
არსებობს ამინდის ცვალებადობით გამოწვეული უსიამოვნებებისგან თავის დაცვის წესები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ: მეტეომგრძნობიარე ადამიანებმა კრიტიკულ დღეებში შეძლებისდაგვარად უნდა შეიკავონ თავი ფიზიკური და ინტელექტუალური საქმიანობისგან; თავი აარიდონ კონფლიქტებს; მეტი დრო დაყონ სუფთა ჰაერზე; მკაცრად დაიცვან ექიმის დანიშნული წამლების მიღების დრო.
მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს უნდა ჭამოთ რძის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული. საკვები რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლური სასმელები.
უქარო, ნესტიან ამინდში, როცა ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. გულით დაავადებულთათვის,  ასევე, საშიშია მაგნიტური დღეები, რადგან, ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის, კერძოდ, ინსულტისა და ინფარქტის რისკი. მწვავდება სახსრების ტკივილიც. ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები. მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიანებს შეტევები ეწყებათ.

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს, დაბალ ჰემოგლობინსა და გასტრიტს სახლის პირობებში
ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა და ამით ბევრი იტანჯება. ხალხურ მედიცინაში არსებობს უძველესი მეთოდები, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ:
* ერთმანეთში აურიეთ 10 გრამი ოხრახუში, 25 გრამი არყის ხის ფოთოლი და 25 გრამი ღვიის ნაყოფი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ წამოადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყოველდღე, გამოჯანმრთელებამდე.
* ერთმანეთში შეურიეთ 20-20 გრამი არყის ხის ფოთოლი, სიმინდის ულვაში და ძირტკბილას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 5-6 საათი. შემდეგ წამოადუღეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.
* თითო სადილის კოვზ წითელი მოცვის ფოთოლს, კრაზანას, დიდგულასა და გვირილას დაასხით 3 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, 2 სადილის კოვზით.
შეგიძლიათ, ამ ნარევს ცოტა თაფლი, შაქარი ან მურაბა შეურიოთ, რომ დალევა არ გაგიჭირდეთ. სანამ ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ, შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარის მიმართ.
ასევე, ამ სეზონზე ხშირია ჰემოგლობინის დონის დაწევა. მის სამკურნალოდ მოიქეცით შემდეგნაირად:
* 200-200 მილილიტრი ბროწეულის, ლიმონის, ვაშლის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი ერთმანეთში აურიეთ, გააჩერეთ ორი წუთი, შემდეგ ჩაამატეთ 100 გრამი მაისის თაფლი და შედგით მაცივარში 1 საათით. მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში სამჯერ.
რაც შეეხება გასტრიტს, მას ასე დაამარცხებთ:
* 50-50 გრამ გვირილას,  ბაბუაწვერასა და ორკბილას დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი, გააცივეთ, გადაწურეთ და ჩაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ დღეში 50 გრამი, ჭამის წინ.
გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო მცენარეები აუცილებლად აფთიაქში უნდა შეიძინოთ!

როგორ ამოვიცნოთ კუჭის წყლულის დაავადება
ადამიანის ორგანიზმს სისტემატურად ესაჭიროება საკვები ნივთიერებების, წყლის, მინერალური მარილების, ვიტამინების მიწოდება. ეს ფუნქცია საჭმლის მომნელებელ სისტემას ეკისრება და, საკმარისია, რომელიმე ნივთიერების ნაკლებობა გაჩნდეს, რომ თავს იჩენს ბევრი პრობლემა, რომელთაგან ყველაზე სერიოზულია წყლულოვანი დაავადება.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსში, უფრო ხშირად კი თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილში წყლულის გაჩენა. ამ დაავადების დროს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქოემოციურ გადაძაბვას, კვების არეულ რეჟიმს, უხეშ, გამაღიზიანებელ საკვებ პროდუქტებს და ასე შემდეგ. დაავადების ძირითადი ნიშნებია: გულძმარვა, ტკივილი კუჭის არეში, ასევე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და გულთან. ადამიანს ეს მოვლენები ეწყება კვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ზოგჯერ კი დილით, უზმოზე.
საერთოდ, წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით ხასიათდება. ამ დროს საჭიროა კუჭის წვენის გამოკვლევა, რადგან წყლულოვან დაავადებას ხშირად ახლავს კუჭის წვენის სიმჟავის მომატება. ამ დროს ავადმყოფმა ისეთი საჭმელი უნდა მიიღოს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს არ გააღიზიანებს, არ გამოიწვევს მაღალი მჟავიანობის მქონე კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულების შემთხვევაში აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა. წყლულის მკურნალობისას ავადმყოფს კატეგორიულად ეკრძალება თამბაქო და ალკოჰოლიანი სასმელები. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის ბულიონი, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ძეხვეული, მჟავე, ცხარე, მლაშე საჭმელი; ასევე, მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები.
ავადმყოფმა უნდა ჭამოს გახუხული პური, კარაქი, ხაჭო, უმარილო ყველი, გაწურული მაწონი, მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის მოხარშული ხორცი, კარტოფილისა და სტაფილოს პიურე, უხორცო სუპი, ფაფები. შეუძლია, ასევე, მიირთვას თოხლო კვერცხი. საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, ჭამოთ მოხარშული ხილი და ბოსტნეული ან დალიოთ მათგან გამოწურული წვენი.

რა უნდა ჭამოთ, რომ წონაში არ მოიმატოთ
ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი – სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ ბუნებრივი გზით გამოიყოფა გარეთ. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს.
ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე, თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.
ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთია ცხიმებით მდიდარი ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი.
ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები; ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.
მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს, ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა. უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია და ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი.
1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად დალევას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც  ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.

თუ სუსტი ყელი გაქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას თავად უნდა მიხედოთ
თუ სუსტი ყელი გაქვთ, მოერიდეთ ცივი სითხეების დალევას, რადგან ყელის გაციება ანგინის განვითარებას უწყობს ხელს. უნდა სვათ ვიტამინების კომპლექსი ან იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, რომ ორგანიზმი გააძლიეროთ. მოერიდეთ ინფექციის კერებს, განსაკუთრებით – ვირუსული ეპიდემიის დროს, რადგან ინფექციის გადადება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, მაგალითად, დაცემინებით ან დახველებით. ასე რომ, თუ სუსტი ყელი გაქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას თავად უნდა მიხედოთ და დროულად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები.
ანგინის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ანთება, შესაძლოა, შუაყურზეც გადავიდეს და ჯირკვლის ირგვლივ რბილი ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც საკმაოდ სარისკო გართულებები მოსდევს, კერძოდ: ნუშურა ჯირკვლების ანთების გადატანიდან ერთ თვეში შეიძლება განვითარდეს რევმატიზმი, თირკმელების ანთება, გართულებები გულზე; ასევე, ანგინა უარყოფით კვალს ტოვებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს ქოლეცისტიტსა და გასტრიტს.
ანგინის დაავადების დროს ადამიანს აწუხებს ყელის ტკივილი, განსაკუთრებით – ყლაპვის დროს. სხეულის ტემპერატურა იმატებს. ადამიანს ახასიათებს საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, სახსრებისა და თავის ტკივილი, კისრის მიდამოებსა და ყბის ქვეშ არსებული ლიმფური კვანძების გადიდება. ამ დროს ინიშნება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ასევე, ეფექტურია ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატები, მაგალითად, აეროზოლები, სავლები საშუალებები, რომლებიც სალბის, ევკალიპტის, გვირილის ან სოდიანი წყლის შემადგენლობით მზადდება. მარილიანი სავლები შეგიძლიათ, ყოველ ორ საათში ერთხელ გამოივლოთ ყელში – 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი სუფრის მარილი.
თუ ანგინას ახლავს მაღალი სიცხე, აუცილებლად დაწექით და მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები; მიირთვით ბულიონი, პიურე, სვით თბილი კომპოტი და ჩაი.

скачать dle 11.3