კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სთხოვა უკანასკნელად გიგო გაბაშვილმა ილია ჭავჭავაძეს

„გიგოს მამა, ივანე გაბაშვილი, თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომელი გახლდათ. 6 წლის იყო გიგო, როცა ივანე გარდაიცვალა. ოჯახს საშინლად გაუჭირდა. დედა ხელსაქმით არჩენდა გიგოს და მის უმცროს ძმას – ილიას. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ყოფილა – რეალურ სასწავლებელში მხოლოდ ხატვის, ტანვარჯიშისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს ესწრებოდა, დანარჩენ დროს ქუჩაში დახეტიალობდა, მტკვარზე თევზაობდა, მეგობრებთან ერთობოდა. დედა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მხსნელად მეორე ქმარი მოევლინა, რომელმაც მკაცრად მოჰკიდა ხელი ბიჭების აღზრდას და მაშინვე შეამჩნია გიგოს ნიჭი (ავტორი – ე.მახარაშვილი). 1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში.
1886 წელს გიგო გაბაშვილის ოცნება ასრულდა და ის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი გახდა – მეცადინეობა დაიწყო პროფესორ ვილევალდეს ბატალურ კლასში. ახალგაზრდა, ნიჭიერ, პერსპექტიულ მხატვარს დიდ დახმარებას უწევდა ილია ჭავჭავაძე. შემონახულია წერილი, რომელიც გიგოს ილიასთვის გამოუგზავნია: „თქვენო ბრწყინვალებავ, ილია გრიგოლის ძევ, ჩემი დიდი ხნის სიჩუმე შეიძლება ხელოვნებაში ჩემი წარმატებით გავამართლო: ამ წელს დავამთავრე პროფესორ ვილევალდეს ბატალური კლასი დიდ ვერცხლის მედალზე, ეთნოგრაფიულ სურათში კი პატარა ვერცხლის მედალი დავიმსახურე. არ მინდოდა შემეწუხებინეთ და ამიტომ არ გეხმაურებოდით, მსურდა, ჩემი ნაშრომებით და წარმატებებით გამემართლებინა თქვენი ჩემდამი ყურადღება. ახლა, როცა ყველაფერი მივიღე აკადემიისგან, რისი მიღებაც შეიძლებოდა ამ წელიწადს, გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ ტიფლისში ჩამოსვლაში, ამით საშუალებას მომცემთ, ხელოვნების დიდი გზა გავაგრძელო. გზისთვის და ფერწერის აუცილებელი ხარჯებისთვის 200 მანეთი მჭირდება. ეს იქნება ჩემი უკანასკნელი თხოვნა, რომლითაც ვბედავ თქვენს შეწუხებას. იქნებ პასუხი დროზე გამომიგზავნოთ, რადგან თქვენმა წერილმა შეიძლება განსაზღვროს ჩემი გამომგზავრება 1 აპრილამდე. საუკეთესო სურვილებით, თქვენი ერთგული მეგობარი გიგო გაბაშვილი.” ილია დიდ პატივს სცემდა გიგოს, მეგობრობდა მასთან. მხატვარი მწერლის ხშირი სტუმარი გახლდათ, ის თავის მეგობრებსაც გააცნო და სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. არტურ ლაისტი იხსენებს: „დიღომში, კონსტანტინე მუხრანბატონისას, მხატვარი გიგო გაბაშვილი გავიცანი: ეს იყო, მგონი, 1887 წლის ზაფხულს. თბილისში სწორედ ამ დროს ჩამოვიდა ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ილია ოქრომჭედლიშვილი. ივანე მუხრანბატონმა მის პატივსაცემად სადილი გამართა. დიღომში ილია ჭავჭავაძესთან ერთად წავედი მისი საკუთარი ეტლით… სადილობისას გაბაშვილის გვერდით ვიჯექი. ზოგიერთი მისი სურათი ნანახი მქონდა. ვურჩიე, მხატვრობაში გასავარჯიშებლად მიუნჰენში, პროფესორ ბრანდთან წასულიყო. ეს უკანასკნელი პოლონელი ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათებით იყო ცნობილი. გ. გაბაშვილმა მითხრა, პეტერბურგის პროფესორებმაც იგივე მირჩიესო. პატრიარქალური ცხოვრების ამსახველი ჟანრი, ჩემი ღრმა რწმენით, ძლიერ შეეფერებოდა მხატვარ გიგო გაბაშვილის ნიჭს. მან თავის შემოქმედებაში, სამწუხაროდ, ეს მხარე ძალიან ნაკლებად განავითარა და ხელი უფრო სხვა თემებს მოჰკიდა. რა სიმაღლეს მიაღწევდა ამ ჟანრში მისი ნიჭი, იმ ტილოდან ჩანს, რომელზეც სამი თბილისელი მოქალაქეა გამოსახული. ეს სურათი დავით სარაჯიშვილის სახლში ინახებოდა...“
ილიას ოთახში არსებული ნახატებიდან უმეტესობა გიგოს შექმნილი იყო. „ილიას უყვარდა ლამაზი ისტორიული სურათები, რომლითაც დამშვენებული იყო მისი სამუშაო კაბინეტი თავის დის – ელისაბედის სახლში. ეს ქართული ისტორიული სურათები ილიამ საგანგებოდ დაახატვინა მხატვარს გიგო გაბაშვილს. ილია ხშირად ერთობოდა ამ სურათების ცქერით და ქებით იხსენიებდა გიგო გაბაშვილს, ამ თავისებურ, ნაყოფიერ მხატვარს. რა იცოდა მაშინ ილიამ, რომ გარდაცვალების შემდეგ გიგო გაბაშვილი მის სურათს დახატავდა, რაც გიგომ ილიას სიცოცხლეში ვერ მოახერხა“ (არტურ ლაისტი)  გიგო აკაკისთანაც მეგობრობდა. მისი პორტრეტის შექმნას ასე იხსენებს მხატვარი: „აკაკის პორტრეტზე 1908 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა და კოსტუმში ვხატავდი. შეთანხმებული ვიყავი მგოსანთან, რომ იგი რამდენჯერმე უნდა მოსულიყო ჩემთან, იმისთვის, რომ ნატურიდან დამემთავრებინა და შემდეგ დამოუკიდებლად მემუშავა პორტრეტზე. მაგრამ როდესაც მეორედ გამოცხადდა პოეტი სახელოსნოში, უკვე გვიანი შემოდგომა იყო, ზამთრის პირი და, პალტო რომ გამეხადა, მოსალოდნელი იყო აკაკის გაციება, ვინაიდან სახელოსნო არ თბებოდა, არადა, მე არ მინდოდა მისი პალტოში დახატვა. აკაკიმ კი დაჟინებით მოითხოვა, გინდა თუ არა ამ პალტოში უნდა დამხატოო, ეს პალტოა ჩემთვის დამახასიათებელიო. ბოლოს თავის ჩვეულ ხუმრობასაც მიმართა: „ნუთუ ვერ ხვდები, რატომ მინდა ამ ცუდ პალტოში დამხატო? ახლა სულ მალე ჩემი იუბილე იქნება და, ხალხი ცუდ პალტოში რომ მნახავენ, იუბილეზე ბევრ საჩუქრებს მომიტანებენო.”
1894 წელს, რუბოს რჩევით, გიგო მიუნჰენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხდება, მაგრამ იმედი უცრუვდება: „თავს ვიკლავ მუშაობით და ეს პირდაპირ აისახება ჩემს ჯანმრთელობაზეც” – სწერდა იგი 1895 წელს დეკემბერში მხატვარ დავით გურამიშვილს. როგორც ამ წერილიდან ჩანს, ყოველდღე, დილის 9 საათიდან 5 საათამდე, იგი მუშაობდა კომპოზიციის სახელოსნოში, ხოლო შემდეგ – ხატვის კლასში. აღსანიშნავია, რომ გაბაშვილი მიუნჰენის აკადემიის ხატვის კლასით განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო, კერძოდ, მას არ მოსწონდა აქ გაბატონებული სისტემა. „ამ მკაცრ ხატვას, – აღნიშნავდა იგი, – მივყავართ სიმშრალემდე და სხვა მრავალ ნაკლოვანებამდე”. გიგო გაბაშვილს  მიუნხენის აკადემია ვერც ნატურის შესწავლის მხრივ აკმაყოფილებდა. „აქ, – სწერდა იგი იმავე მხატვარს 1895 წლის 5 იანვარს, – ნატურის სისტემატური შესწავლისთვის ძალიან ცუდი პირობებია.” სხვა წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ  მიუნჰენის სამხატვრო აკადემიას არ შეეძლო, რაიმე ახალი მიეცა ისეთი ოსტატისთვის, როგორიც იყო გ. გაბაშვილი და ამას კარგად გრძნობდნენ თვით აკადემიაშიც. „საშინლად მკიცხავენ მხატვრები, – სწერდა მხატვარი იმავე ადრესატს 1895 წლის 14 ივლისს, – აკადემიაში რომ ჩავაბარე, მათ შორის აზენგუტიც. ბრაზობენ რუბოზეც, აკადემიაში ჩაბარება რომ მირჩია. და თვით რუბომაც, როცა სახელოსნოში მეწვია, აღიარა, რომ არ ეგონა,  ასე თუ ვმუშაობდი. ის გაოგნებული იყო ჩემი წარმატებებით.” უაღრესად დამახასიათებელია ის ფაქტიც, რომ გ. გაბაშვილი, ამ წერილშივე, საერთოდ უარყოფითად აფასებს იმ ეპოქის მთელ ხელოვნებას... გიგო საოცრად პროდუქტიული მხატვარი გახლდათ. მას ორი ათასამდე ტილო აქვს შესრულებული. როცა მუშაობდა, არაფერი ახსოვდა ამქვეყნად. „იყო დღეები, როცა იგი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მუშაობდა და არც კი სადილობდა. უკან დავდევდი ხოლმე, როგორც პატარა ბავშვს და ვეხვეწებოდი, ან ერთი ჭიქა რძე დაელია ან მაწონი ეჭამა,” – იხსენებდა ქალბატონი მიულბაუმი-გაბაშვილისა... თავისუფალ დროს კი, უბრალოდ, იჯდა და იხსენებდა გარდასულ დღეებს, გასახსენებელი კი ბევრი ჰქონდა – ბოლოს და ბოლოს, ის იყო მხატვარი, რომელთანაც ილია და აკაკი პოზირებდნენ.“

скачать dle 11.3