კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

სულის სიკვდილი
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმიდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი, როცა სამოთხეში მყოფ ადამს მცნებას დაუდებდა: „... რომელსა დღესა სცოდოთ მისგან, სიკვდილითა მოსწყდეთ (დაბად. 2,17). რამეთუ მაშინ სწორედ ადამის სული ეწია სიკვდილს, რადგან საღმრთო მცნების დარღვევის გამო, იგი ღმერთს განეშორა და მის წმიდა სულს მოაკლდა. სხეულით კი იგი კვლავაც განაგრძობდა ცხოვრებას ამქვეყნად კიდევ 930 წლის განმავლობაში! და ამ სულიერმა სიკვდილმა მხოლოდ სული კი არ გახადა ასეთი, არამედ სხეულიც ადამისა გახრწნას დაუქვემდებარა – მრავალ სნეულებასა და ვნებას სწია, ბოლოს კი სიკვდილიც – მიწად მიქცევა გახადა მისი ხვედრი... და თუკი მომავალი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისას, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, მართალ მორწმუნეებთან ერთად უსჯულოთა და შეუნანებელ ცოდვილთა სხეულებიც აღდგებიან მკვდრეთით, ეს მხოლოდ იმისთვის მოხდება, რომ ისინი მეორე სიკვდილს ეწიონ, ამჯერად უკვე საბოლოოსა და მარადიულს, ანუ დაუსრულებელ, უკუნ წყვდიადს, საუკუნო ტანჯუვას, გეჰენიის დაუშრეტელ ცეცხლს და კბილთა ღრჭენას, როგორც ამას წმიდა წინასწარმეტყველი იტყვის – „და დაიწვნენ უსჯულონი და ცოდვილნი ერთბაშად, და არა იყოს დამშრეტელ“ (ესაა 1,31)... ამრიგად, სწორედ საღმრთო მცნებების არაღსრულება და დარღვევა არის ყოველგვარი სიკვდილის მიზეზი სულისთვისაც და სხეულისთვისაც: იმ სიკვდილისაც, ქვეყნიური ცხოვრების ბოლოს რომ ეწვევა ყველა ადამიანს, და იმასაც, იმქვეყნიურ ცხოვრებაში რომ მოელით შეუნანებელ ცოდვილებსა და უკეთურებს.
წმიდა გრიგოლ პალამა
დაკარგული სამოთხე
სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებასა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენ მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენებით... შევიგნოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლეობა და ყოველი მიწიერი მონაგებისა და უპირატესობის ამაოება; შევიგნოთ საშინელი მომავალი მათი, რომელნიც მხსნელსა და ხსნას უგულებელყოფენ და რომელთაც თავი სრულიად მიუძღვნეს ცოდვასა და ხრწნილებას, – განვაშოროთ ჩვენი გონებრივი თვალნი ამქვეყნიურ მაცდურ და თავბრუდამხვევ სილამაზეს, რომელიც მარჯვედ იპყრობს ადამიანის სუსტ გულს მისადმი სიყვარულითა და მსახურებით; თვალი მივაპყროთ საშინელ, მაგრამ მხსნელ სანახაობას – ჩვენს მოსალოდნელ სიკვდილს. დროულად ვიტიროთ ჩვენი თავი, განვიწმინდოთ, განვიბანოთ ცრემლებითა და აღსარებით ჩვენი ცოდვები, რომელნიც ჩაწერილნი არიან სოფლისმყრობელის წიგნებში. მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი – ეს ბეჭედი, ეს ნიში რჩეულისა და ცხონებისა: იგი აუცილებელია საჰაერო სივრცეში თავისუფალი სვლისათვის და ზეციურ კარიბჭესა და სავანეში შესვლისათვის...
სამოთხიდან განდევნილნო! ჩვენ დედამიწაზე არც სამხიარულოდ, არც სადღესასწაულოდ, არც სათამაშოდ არ ვიმყოფებით, არამედ – რათა რწმენით, სინანულითა და ჯვრით მოვკლათ ჩვენი მკვლელი – სიკვდილი და დავიბრუნოთ დაკარგული სამოთხე.
დაე, მოწყალე ღმერთმა მიანიჭოს ამ სიტყვების მკითხველსა და შემდგენელს მიწიერ ცხოვრებაში სიკვდილის ხსოვნა, რათა მისი ხსოვნით, ყოველგვარ ამაოებაზე უარის თქმით და მარადისობისთვის ცხოვრებით განაგდოს სიკვდილის სისასტიკე, როცა დადგება მისი ჟამი და მიიცვალოს ნეტარ, მარადიულ, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამინ.
ყოვლადუსამღვდელოესი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
მლოცველი სული
ვისაც უფალი უყვარს, მას ყოველთვის ახსოვს იგი, ხოლო ხსოვნა ღმერთისა ჰბადებს ლოცვას. თუ არ გახსოვს ღმერთი, მაშინ არც ილოცებ, ხოლო ლოცვის გარეშე სული ვერ იქნება უფლის სიყვარულში, რამეთუ ლოცვის საშუალებით მოდის მადლი სულიწმიდისა. ლოცვით იცავს თავს ადამიანი ცოდვებისაგან, რამეთუ მლოცველი გონება დაკავებულია ღმერთით და მორჩილი სულით დგას უფლის პირისპირ, რომელსაც ცნობს მლოცველი სული. რა თქმა უნდა, ახლად დამწყებს ესაჭიროება ხელმძღვანელი, იმიტომ რომ, სულიწმიდის მადლის მიღებამდე სულს აქვს უდიდესი ბრძოლა მტრებთან და ვერ გაარჩევს იგი, მტერს მოყვასისაგან, თუ მტერი მიუტანს მას თავის სიტკბოებას. ამის გაგება შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც გამოცდილებით იგემა სულიწმიდის მადლი, იგი გემოთი შეიცნობს მადლს. ვისაც ხელმძღვანელის გარეშე სურს ივარჯიშოს ლოცვაში, სიამაყით ფიქრობს, რომ მას შეუძლია წიგნებით ისწავლოს და არ იაროს ბერთან, იგი უკვე ნახევრად ხიბლშია. მორჩილს ღმერთი დაეხმარება, და თუ არა არის გამოცდილი მრჩვეველი და იგი ივლის მოძღვართან, როგორც არის, მორჩილებისათვის მას ღმერთი დაიფარავს. იფიქრე, რომ მოძღვარში არის, ცხოვრობს სულიწმიდა და იგი გეტყვის შენ, რაც საჭიროა. თუ შენ იფიქრებ, რომ მოძღვარი ცხოვრობს დაუდევრად და როგორ შეიძლება ცხოვრობდეს მასში სულიწმიდა, ასეთი აზრისთვის შენ ძლიერ დაზარალდები, შენ ჩავარდები ხიბლში. ცოდვა ეძლევა მლოცველებს, როგორც ნათქვამია წერილში; მაგრამ ლოცვა მხოლოდ ჩვევის გამო, გულის შემუსვრილების გარეშე არ არის მაამებელი ღვთისათვის.

скачать dle 11.3