კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა აზერ სულეიმანოვი საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და ვისთან ერთად და ვისი სახელით აპირებს ყარაბაღში ბრძოლას

საქართველოს პარალამენტის (მთელი სამი მოწვევის) წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი 1967 წელსაა დაბადებული. ის ყურადღების ცენტრში გასულ კვირას იმით მოექცა, რომ განაცხადა, მზადაა, იბრძოლოს აზერბაიჯანის მხარეს და შეაგროვოს მოხალისეები, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი განცხადებაა (თუ არა – საქართველოს სახელმწიფო ინტერესის მტრობა). ასეა თუ ისე, აზერ სულეიმანოვმა უმაღლესი განათლება აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში მიიღო. კვალიფიკაციით ეკონომისტია, მისი სპეციალობა კი საბუღალტრო აღრიცხვაა.
მისი შრომითი ბიოგრაფია მარნეულის გასტრონომში დაიწყო, სადაც მან გამყიდველად 1984-1986 წლებში იმუშავა. 1988 წელს 23-ე მაღაზიაში გადაინაცვლა, ასევე, გამყიდველად; 1992-1994 წლებში აგროფირმა სამგორის მაღაზიის გამგე გახლდათ, 1994-1997 წლებში – მარნეულის ცეკავშირის ეკონომისტი. მომდევნო ორ წელს კი მარნეულის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების გამგის მოადგილედაც იყო. 1999-დან 2004 წლამდე, სავარაუდოდ, ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა (რაც მითითებული არ არის მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც პარლამენტის ელექტრონულ გვერდზეა განთავსებული, სამაგიეროდ, იკითხება მის მიერ შევსებულ ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციებში). 2004 წელს ბ-ნი სულეიმანოვი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა ქვემო ქართლში და მან ამ თანამდებობაზე 2008 წლამდე დაჰყო. მას შემდეგ არის და არის, აგერ უკვე მესამედ, საქართველოს პარლამენტის წევრი.
შესაბამისად, ბ-ნი სულეიმანოვის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და ორი შვილი. უძრავ ქონებად ფლობდა საცხოვრებელ სახლს მარნეულში და ავტომანქანა „გაზ 31-ს“, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა, 1999-ში 2 054 ლარი მიიღო.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან, ასევე, პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, რამილა გულიევა და სამი შვილი: აიგენი, მირზა და აიხანი. მათი ერთადერთი საკუთრებაა ბ-ნი სულეიმანის საცხოვრებელი სახლი მარნეულში (250 კვ. მ. ფართობის). მასვე ჰყავს 2012 წლის ავტომანქანა toiota hailander და დეკლარაციის შევსების მომენტში მას ჰქონდა ნაღდი ფულიც – 4 200 აშშ დოლარი. 2014 წლის განმავლობაში აზერ სულეიმანოვმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 55 485 ლარი აიღო.
დეპუტატს 2014 წელს „ვი თი ბი ბანკიდან“ სესხი აუღია, 35 000 ლარის ოდენობის და მის მომსახურებაში 2014-ში 10 800 ლარიც გადაუხდია, ასევე, 10 000 ლარი გადაიხადა საცხოვრებელი ფართის ქირავნობაში 2012-2015 წლების განმავლობაში.
2013 წლის განმავლობაში აზერ სულეიმანოვის სადეპუტატო ხელფასმა 55 485 ლარი შეადგინა; 2012 წელს – 53 776 ლარი, 2011 წელს – 48 699 ლარი, 2010 წელს – 49 212 ლარი; 2009 წელს – 46 131 ლარი; 2008 წელს –   როგორც პარლამენტის წევრმა 13 800 ლარი აიღო, როგორც გუბერნატორის მოადგილემ – 10 032 ლარი; 2007 წელს, როგორც გუბერნატორის მოადგილემ – 21 876 ლარი; 2006 წელს იმავე პოზიციაზე – 13 861 ლარი; 2005 წელს – 8 400 ლარი; 2004 წელს – 871 ლარი; 2003 წელს – როგორც პარლამენტის შევრმა, 11 400 ლარი; 2002 წელს, ასევე, როგორც პარლამენტის წევრმა – 11 400 ლარი; 2001 წელს – 11 400 ლარი; 2000 წელს – 8 320 ლარი.

скачать dle 11.3