კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვერდამკვრელები

„სიყვარული და მტრედები“

 ისე მოხდა, რომ რუსეთის ფედერაცია „მშვიდობის მტრედის“ როლს ირგებს ყარაბაღის კონფლიქტის (თუმცა რაღა კონფლიქტის, ფაქტობრივად – ომის) კონტექსტში და აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებიც კვერს უკრავენ – თვით თითქმის ლეგენდარულმა მეთიუ ბრაიზამაც კი გამოიღო ხელი (სახელდობრ, განაცხადა, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ლამობს).
ყოველი შემთხვევისთვის, მოვიხმობ ციტატას (ბ-ნი ბრაიზასი, რასაკვირველია): „ამ ეტაპზე, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დგამენ კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებს. თეთრმა სახლმა კი რამე ოფიციალური განცხადებაც კი არ გააკეთა. კონფლიქტის მხარეებისთვის ეს არის სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ ყველა კოზირი პრეზიდენტ პუტინის ხელთაა. აშშ-ის ასეთი გულგრილი დამოკიდებულების შედეგები, შესაძლოა, ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, არამედ უკრაინისა და სირიისთვისაც.“
ამასობაში კი, ნაფტალინიდან ამოღებულს დამსგავსებული ეს ჩვენებური „პრ.“ თიბილოვი ისევ რეფერენდუმის ფირფიტას ატრიალებს (გაფუჭებული პატეფონივით). სახელდობრ, სულ ახლახან განაცხადა, რომ რეფერენდუმი, რომელზეც რფ-ს მასში შესვლას სთხოვენ, უახლოეს ნახევარ წელიწადში გაიმართება.
კვლავ ციტატას მოვიხმობ (ამჯერად „პრ.“ თიბილოვისა): „ეს საკითხი განვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტთან და მივედით დასკვნამდე, რომ შიდა სამხერთოსეთული საკითხია და მისი განხორციელებისთვის აუცილებელია რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.“
იმ მარტივი მიზეზით, რომ რფ-ს ამ ეტაპზე არაფერში სჭირდება ამ ჩვენი „იუჟნაია ოსეტიას“ შეერთება (ჯერ ერთი, ისედაც ხრავს და, მეორეც, „მშვიდობის მტრედის“ იმიჯს გაუფუჭებს), როგორც ჩანს, გამოსავალი უპოვიათ. კერძოდ, რფ-ს ერთიანი სამოკავშირეო ორგანოს შექმნას სთავაზობენ, რომელსაც გადასცემენ უფლებამოსილებას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კისერზე წაჭერილი ყულფი პრ. პუტინს, „პრ.“ თიბილოვის  მხარდაჭერით, ისევ მაგრად აქვს ჩაჭიდებული. –

скачать dle 11.3