ჟინიანები
და ენამახვილებიც
რადგან არჩევნებამდე ექვსიოდ თვეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნი იმაზე ოცნებობენ, როგორ დარჩნენ სკამებზე, მეორეებს კი ეზმანებათ, როგორ დასხდებიან მათზე წუთი წუთზე, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე შედარებითი გამოცოცხლებაა: ოპოზიცია ხელისუფლებას ლანძღავს (კრიტიკა ქართულად ლანძღვაა), ხელისუფლება კი, რაკი ამ უკანასკნელებს თავს არ უყადრებს, მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოეპასუხება.
ხოლო, ვინაიდან ახლა ის დროა, როდესაც ოპონენტზე უკეთესი უნდა გამოჩნდე (რასაკვირველია, უპირატესად სიტყვიერად), პოლიტიკოსების ენას დიდი გარჯა ადგას.
ამასობაში გავარკვიეთ, რომ ამ ზაფხულს (ოფიციალური მოტივით: ტურისტების მოზიდვა) ერთმანეთზე ნანინანატრი ვარკვლავების კონცერტცვენა გველის. პარალელურად კი, სხვადასხვა პროექტის დასრულების თარიღებიც ხდება ცნობილი და ახალ-ახალი პროექტების დაწყებისაც.
ეჭვგარეშეა, ამ აქტივობაში დამნაშავე არჩვენებიცაა და, რადგან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოცემულობა არ იცვლება (პოლიტიკური ძალების არჩევნებამდე გამორჩეულად გააქტიურებისა), ვფიქრობ, გამოსავალი წელიწადში 365 არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს, რომ ამ ჩვენს პოლიტიკოსებს წამითაც არ გაუნელდეთ სკამზე დარჩენის ჟინი?! –