კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვის ომში დაბრძენებულები

„არამკითხე მიამბე…“

 რაკი ქართველებს ისტორიულად უწევდათ სხვის ომებში ბრძოლა (საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც და ხარკის მოსახდელადაც), მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო (და არც ყოფილა), რომ „ქართულ ლეგიონს“ უკრაინაში ბრძოლის სურვილი გაუჩნდა, მით უფრო, რომ მეორე მხარეს ჩვენი ოკუპანტია.
მაგრამ, ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, იმავე „ქართულმა ლეგიონმა“ ამ ჩვენს სამეზობლოში განახლებულ ომშიც გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეზობელია და მათი დაპირისპირებაც სცილდება მხოლოდ თითქმის ერთი წონითი კატეგორიის ორი ქვეყნის მტრობას, იმას გარდა, რომ გვყავს როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები, იმის მიუხედავადაც, რომ უპირობოდ ვაღიარებთ აზერბაიჯანს გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში (ანუ ყარაბაღიანად), დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ რომელიმე მხარისკენ ოფიციალურად გადახრა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
ოღონდ, როგორც უნდა იყოს, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ლეგიონმა“ აზერბაიჯანის დახმარება გადაწყვიტა, რასაც, ცხადია, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელების მოწონება და ჩვენივე მეზობელი სომხების არმოწონება მოჰყვა.
მეტიც, სომხურმა გამოცემამ დასვა რიტორიკული (და ჩვენთვის შიგ გულში მოსახვედრი) კითხვა: „თუ ასეთი მაგარი მებრძოლები ხართ, რატომ ვერ იბრუნებთ აფხაზეთსა და იუჟნაია ოსეტიას?!“ – რომელსაც, სამწუხაროდ, ძნელია, ლოგიკა დაუწუნო. –

скачать dle 11.3