კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაითქვა სახელი „მარიგოლდმა“ მსოფლიო მასშტაბით და რა მნიშვნელობას ანიჭებენ მის ხარისხს

წლების წინ თბილისში გაჩნდა საქორწინო და საღამოს კაბების მაღაზია – „მარიგოლდი“, რომელიც იმ დროს ყველასგან გამოირჩეოდა დახვეწილი და ორიგინალური სტილით. „მარიგოლდის“ კაბები ბევრ ცნობილ პატარძალს ამშვენებდა. მალე მისი სახელი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. როგორ ზრუნავენ „მარიგოლდში“ პატარძლების გარეგნობაზე და როგორ იქმნება ულამაზესი კაბები, ამის შესახებ „მარიგოლდის“ დამფუძნებელი, ქალბატონი თამარ ნადირაძე გვესაუბრა.

 თამარ ნადირაძე: 16 წელია, ბიზნესში ვარ, 9 წლის წინ კი დავაარსე „მარიგოლდი“ და აქ ჩავდე ყველაფერი, ჩემი სული და გული. „მარიგოლდი“ ჩემი შვილობილია. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სამთვე-ნახევარი არ მძინებია, ყველაფერი უნაკლოდ რომ ყოფილიყო, მაინც არასდროს გამოვყოფ ჩემს თავს, ჩვენ, ყველა, ერთი დიდი ოჯახი ვართ და დაუღალავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს. ყველას ჰგონია, რომ მარი მქვია და ხშირად ასე მომმართავენ. ამ სახელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს – ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე ყოველთვის წმინდა მარიამს ვთხოვდი დახმარებას. რაც შეეხება გოლდს, ოქრო თავისთავად ბედნიერების სიმბოლოა. ჩვენი შრომა დაფასდა – „მარიგოლდი“ შეიყვარა ხალხმა და, ძალიან ბევრი გოგონა თავისი ცხოვრების ყველაზე მნივშნელოვან დღეს საკუთარ გარეგნობას სწორედ ჩვენ გვანდობს. სწორედ მათი დამსახურებით გვაქვს ქართული ლიდერი ბრენდის წოდება მონიჭებული.
– ვინ ქმნის „მარიგოლდის“ კაბებს?
– თავდაპირველად სულ ორი-სამი ადამიანი ვიყავით, წლების განმავლობაში ჩვენი რაოდენობა გაიზარდა და დღეს უკვე დიდი გუნდი ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით და თითოეული კაბა ჩვენთვის არის ცოცხალი არსება. ერთ-ერთი კაბის შექმნისას მქონდა ასეთი შემთხვევა: კაბაზე სვარკოვსკი დავაბნიე, მაგრამ, მივხვდი, რომ ის გაიბუტა და დაკარგა თავისი ბზინვარება, ანუ, არ მოუხდა იმ კონკრეტულ ქსოვილს, ამიტომ მოვაშორეთ და მან ისევ აღიდგინა თავისი პირვანდელი სახე. რაც შეეხება ქსოვილებს, მე ძალიან ხშირად მიწევს უცხოეთში წასვლა, უფრო კონკრეტულად – საფრანგეთში, საიდანაც ისინი ჩამომაქვს. იმის გამო, რომ საქართველოში საკმაოდ აქტუალურია ქირის სერვისი, ამიტომ მასალა უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი.
– ვინ ეხმარება მომხმარებელს კაბის არჩევაში?
– ჩვენ გვყავს კონსულტანტები, რომლებიც ეხმარებიან გოგონებს სასურველი კაბის შერჩევაში. ძალიან ხშირად მეც ვერთვები ამ პროცესში. მქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა გოგონა ირჩევს კაბას, რომელიც მის აღნაგობას არ უხდება და ასეთ დროს განსაკუთრებით ვნერვიულობ. როდესაც პატარძალს აცვია „მარიგოლდის“ კაბა და არ უხდება, ეს ჩვენს პრესტიჟზე ძალიან ცუდად აისახება. ასეთ დროს მირჩევნია, საერთოდ დავკარგო მომხმარებელი, ვიდრე ჩავაცვა ის, რაც არ უხდება. ჩემი დროის უმეტეს ნაწილს „მარიგოლდში“ ვატარებ და აქტიურად ვარ ჩართული ყველა პროცესში. მიყვარს, ხაზი გავუსვა იმას, რომ „მარიგოლდი” არის გემოვნებისა და ხარისხის სინთეზი.
– დამატებით სხვა რა მომსახურება გაქვთ „მარიგოლდში“?
– ჩვენ გვაქვს სამკაულების ძალიან დიდი არჩევანიც, რომლებსაც ვურჩევთ კაბის შესაბამისად და ეს ჩვენი ერთგვარი საჩუქარია, რომელსაც ვატანთ იმ კონკრეტული დღისთვის; ასევე, გვაქვს თაიგულებიც. „მარიგოლდში“ ვაკეთებთ სადღესასწაულო ვარცხნილობასა და მაკიაჟს, რომელიც აუცილებლად არის კაბის შესაფერისი. როდესაც უკვე საბოლოოდ ჩაცმული და დავარცხნილი ულამაზესი პატარძლები გადიან „მარიგოლდიდან“, ვარ ამაყი და ყოველთვის ვამბობ, რომ ამ წუთისთვის ღირდა ცხოვრება.
– უცხოეთში თუ იცნობენ „მარიგოლდს“?
– „მარიგოლდი” არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი. ჩვენი შექმნილი გათანამედროვებული ქართული ტრადიციული სამოსი ხუთჯერ გვქონდა წარდგენილი ამერიკაში, გაეროს შტაბ-ბინაში; ორჯერ ვიყავით სტრასბურგში, ისრაელში, შვეიცარიაში. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შეგვიმოსავს პატარძლები „მარიგოლდის“ კაბებით.
– როგორ უვლით კაბებს?
– უამრავი კაბა გვაქვს და, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გამოვიტანთ. როდესაც მანეკენს აცვია კაბა, ის იმტვერება და, ამიტომ, კაბების უმეტესი ნაწილი შენახული გვაქვს. ხშირად, როცა მომხმარებელი შემოდის, დაათვალიერებს კაბებს და ჰგონია, რომ მხოლოდ სალონში განთავსებული კაბებით შემოვიფარგლებით; ასეთ დროს ვუხსნით, რომ მათი გემოვნების შესაბამისად, შეგვიძლია კიდევ ძალიან ბევრი კაბა ვაჩვენოთ, რომლებიც იმ მომენტში სალონში არ არის წარმოდგენილი. კაბების უმეტესობა მიაქვთ ქირით, მათი დაბრუნების შემდეგ კი ყველა კაბა გადის ძალიან ბევრ პროცედურას იმისათვის, რომ ისევ უბადლოდ გამოიყურებოდეს. ხშირად რამდენჯერმე გაქირავებული კაბა სულ ახალი ჰგონიათ, რადგან თითოეულ მათგანს განსაკუთრებულად ვუვლით.
თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ვუთხრა მომავალ პატარძლებს, რომ ქორწინება უდიდესი დღესასწაულია მათ ცხოვრებაში და კაბის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

скачать dle 11.3