კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აიცილონ თავიდან მამაკაცებმა იმპოტენცია და არის თუ არა მამაკაცის სქესობრივი აქტები ლიმიტირებული

მამაკაცებისთვის ტაბუდადებული თემა, როგორიცაა ერექციული დისფუნქცია (მოძველებული სახელწოდებით  – იმპოტენცია), ის მდგომარეობაა, როდესაც კაცს არ შესწევს ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების უნარი, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში. ბევრს რცხვენია, ასეთ დროს ექიმს მიმართოს, თუმცა სუსტი ერექცია და არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი საკმაო საფუძველია სპეციალისტთან მისასვლელად. ერექციული დისფუნქცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით. ერექციის სრული უქონლობა იშვიათია და, ჩვეულებრივ, რომელიმე დაავადებასთან არის დაკავშირებული – ამ თემაზე უროლოგი, პროფესორი ბესიკ ხვედელიძე გვესაუბრა

 ბესიკ ხვედელიძე: მიუხედავად იმისა, რომ ერექციული დისფუნქცია ავთვისებიანი დარღვევა არ არის, დაკავშირებულია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან. ის მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პაციენტის, მისი პარტნიორისა და ოჯახის ცხოვრების ხარისხზე. ერექციულმა დისფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს ან გაართულოს ფსიქოლოგიური პრობლემები: სუსტი მოტივაცია, შეუსაბამობის გრძნობა, პირადი და ოჯახური ცხოვრება და, საქმიანი ურთიერთობებიც კი; ასევე, საკუთარი ღირსების გრძნობის დაქვეითება და, საბოლოო ჯამში – დეპრესია. რომელი მამაკაცისთვის არის სასიამოვნო იმის გაცნობიერება, რომ პოტენციასთან პრობლემები აქვს? უახლესი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები ერექციული დისფუნქციის მნიშვნელოვან გავრცელებაზე მიუთითებს. მსოფლიო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ყოველ 1 000 მამაკაცზე ერექციული დისფუნქციის 24 ახალი შემთხვევა მოდის. საქართველოც ამ სტატისტიკურ ნორმაში ჯდება, განსაკუთრებული სტატისტიკა არ გვაქვს. ანუ, ყოველ მეოთხე მამაკაცს გარკვეული ტიპის სექსუალური პრობლემა აქვს, რომელიც ერექციის სისუსტით, სპერმის სწრაფი დაქცევით, ლიბიდოს დაქვეითებით ან ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. ყველა ეს პრობლემა თავისთავად კიდევ იყოფა კატეგორიებად.
– რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?
– ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ ერექციული დისფუნქციის ძირითადი მიზეზი ფსიქოგენური იყო. ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია ძირითადად გამოხატულია ჭაბუკობრივი ჰიპერსექსუალიზმის პერიოდში, როდესაც გამოუცდელია მამაკაცი, არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული სქესობრივი აქტის დროს. ამ მიზეზად მიაჩნდათ წარუმატებლობის მოლოდინის ნევროზი, როდესაც ერთი-ორი შემთხვევითი ჩავარდნის შემდეგ მამაკაცს პანიკა და ერექციის პრობლემები ეწყება, მაგრამ ბოლო ხანს გაირკვა, რომ ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის წილად სექსუალური სისუსტის შემთხვევათა მხოლოდ 20 პროცენტი მოდის. მართალია, „მთავარ სასქესო ორგანოდ“ სპეციალისტები კვლავაც ტვინს მოიაზრებენ, მაგრამ, 100-80 შემთხვევაში სქესობრივი სისუსტის მიზეზი ორგანული ხასიათისაა, რაც ძირითადად 35-40 წლის შემდეგ იჩენს თავს. სტაჟიან მწეველებს ერექციული ფუნქცია საგრძნობლად უქვეითდებათ. ასევე, კარგად არის ცნობილი მის განვითარებაზე რადიაციული მკურნალობის ზემოქმედება. კვლევებით დადგინდა, რომ ვასკულოგენური ცვლილებები რადიოთერაპიის დროს ყველაზე ხშირად ორგანულ ერექციულ დარღვევებს იწვევს. ერექცია ჰორმონული კონტროლით წარმოშობილი ნეიროვასკულარული ფენომენია და გულისხმობს არტერიულ დილატაციას, ტრაბეკულური გლუვი კუნთის მოდუნებას და მღვიმოვანი ვენურ-ოკლუზიური მექანიზმის აქტივაციას.
– რა სიმპტომებით ვლინდება ერექციული დისფუნქცია?
– ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები მამაკაცს, შეიძლება, ხანმოკლე დროით – გადაჭარბებული დატვირთვის, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების, ან, უბრალოდ, გადაღლილობის გამო შეექმნას და ეს ერექციულ დისფუნქციაში არ უნდა აგვერიოს, რადგან ერექციულ დისფუნქციაზე მხოლოდ მაშინაა საუბარი, როდესაც პრობლემა ხანგრძლივად რჩება. ერექციული  დისფუნქციის სიმპტომებია: ერექციის სიხშირის მკვეთრი შემცირება; სუსტი ან ნაკლებად მყარი ერექცია (ასოს სიმაგრის შესუსტება); ნაადრევი ეაკულაცია; ერექციის მისაღწევად მეტი დროა საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ, ან რთულდება გარკვეულ პოზიციებში;  ერექციის შენარჩუნებას შეგნებული ძალისხმევა სჭირდება; დილის ერექციების სიხშირე ან სიმყარე მცირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერექციულ დისფუნქციაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ერთ თვეზე მეტ ხანს, რეგულარულად გრძელდება.
– მითია თუ რეალობა, რომ მამაკაცის სქესობრივ აქტებს განსაზღვრული ლიმიტი აქვს?
– არ დაუჯეროთ მითს, თითქოს მამაკაცს სქესობრივი აქტების განსაზღვრული „ლიმიტი“ ჰქონდეს. პირიქით, სქესობრივი აქტი ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და სასუნთქი სისტემებისთვის საუკეთესო ვარჯიშია. ორწლიანი თავშეკავების შემდეგ ვითარდება ეგრეთ წოდებული „ქვრივის სინდრომი“: „ზედმეტი“ ფუნქცია ითრგუნება და მამაკაცი სექსისადმი გულგრილი ხდება. გარდა ამისა, ირთვება აჩქარებული დაბერების მექანიზმები, მწვავდება ისეთი დაავადებები, რომლებზეც კაცს მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მრავალი მამაკაცი ცდილობს, ფილმებსა და ინტერნეტში ნანახ სტანდარტებს გაუთანაბრდეს და, რაკი არ გამოსდის, თავს იმპოტენტად მიიჩნევს. მაგრამ ანდროლოგები და სექსოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნორმა ძალიან პირობითი ცნებაა, იმდენად პირობითი, რომ ექსპერტები ზუსტი რიცხვების დასახელებაზე უარს ამბობენ. ყველაფერი დამოკიდებულია მამაკაცის ასაკზე, ტემპერამენტზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე, სამუშაოს სპეციფიკაზე, გარემოებებზე, ქალებისა და კონკრეტული ქალისადმი მის დამოკიდებულებაზე.
– არის თუ არა ნორმა მამაკაცის ასაკის მატებასთან ერთად მისი სქესობრივი აქტივობის დაქვეითება?
– 30 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის სქესობრივი კონტაქტების საშუალო სტატისტიკური სიხშირე კვირაში სამი და მეტი აქტია, 30 წლიდან – 2-3, 60 წლიდან კი – 8-9 დღეში – 1. ანდროლოგებს მიაჩნიათ, რომ, თუ 30-45 წლის ასაკში მამაკაცს სქესობრივი კონტაქტის დამყარება კვირაში ერთხელ მაინც შეუძლია, ეს ნორმალურია. თუ ადამიანი ზემომოყვანილ მონაცემებში ვერ ჯდება და ეს არა ერთი-ორი კვირა, არამედ, თვეობითა და წლობითაც კი გრძელდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ... ოღონდ, არა იმპოტენციაზე – ეს მეტისმეტად დამაკნინებელია; მართებული იქნება, თუ პრობლემას ვუწოდებთ ისევე, როგორც ბოლო დროს იწოდება მედიცინაში – ერექციული დისფუნქცია.
– როგორ უნდა აიცილონ მამაკაცებმა თავიდან ერექციული დისფუნქცია?
– ყურადღება მიაქციეთ კვებას. ცხიმიანი საკვები ზრდის ერექციული დისფუნქციისა და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ცომეული და ტკბილი საკვები იწვევს სიმსუქნესა და დიაბეტს, რაც აგრეთვე ამაღლებს ერექციული დისფუნქციის წარმოშობის რისკს. დაიცავით სწორი, ბალანსირებული დიეტა, რომელიც შეიცავს ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს სწორი პროპორციით. ამას გარდა, საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. აკონტროლეთ არტერიული წნევა. თუ წნევა მაღალია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. უარი თქვით თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებაზე. თითქმის შეუძლებელია, გქონდეთ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება მავნე ჩვევებზე უარის თქმის გარეშე. არ მიმართოთ თვითმკურნალობას და არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმის კონტროლის გარეშე. ხშირად ერექციული დისფუნქციის წარმოშობის მიზეზია მედიკამენტების, ვიტამინების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და მსგავსი საშუალებების არასწორი ან გადაჭარბებული გამოყენება. ეცადეთ, ბევრი იმოძრაოთ. რეგულარული ფიზიკური დატვირთვის არქონა – წონაში მომატების წინაპირობაა. ასეთ დროს ორგანიზმი ნაკლებად იკვებება ჟანგბადით; ქსოვილებისა და სისხლძარღვების ელასტიკურობა მცირდება და ყოველივე ეს იწვევს პოტენციის დაქვეითებას. გამოძებნეთ დრო სეირნობისთვის, სირბილისთვის, საცურაო აუზზე და ფიტნეს-კლუბში სასიარულოდ. ისწავლეთ ფსიქოლოგიური დატვირთვის კონტროლი. დეპრესიამ, სტრესმა და კომპლექსების არსებობამ, შეიძლება, სექსუალური პრობლემების პროვოცირება მოახდინოს. მიუხედავად პრობლემის დელიკატურობისა, მიმართეთ სპეციალისტს პრობლემის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე.

скачать dle 11.3