კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა აქვს გურამ ბაღდოშვილს რონალდუს საყვარელ ქალთან

გურამ ბაღდოშვილი უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს. პროფესიით შეფ-მზარეული, თავის სფეროში საკმაოდ მოთხოვნადი პერსონაა. მას პორტუგალიაში საკუთარი რესტორანი აქვს, რომლის სტუმრებიც მსოფლიოში ცნობილი ადამიანები არიან. რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ, რატომ ეწვევიან ხოლმე პორტუგალიელი მინისტრები და რა ურთიერთობა აქვს რონალდუს ყოფილ საყვარელთან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. 

გურამ ბაღდოშვილი: დედა უკრაინელი მყავდა, თუმცა ქართულ კერძებს კარგად ამზადებდა. მამამ ასწავლა ქართული კულინარია. თავად მამა კარგად ამზადებდა და ალბათ, მისი ნიჭი გამომყვა. დაკლავდა ბატკანს, ციკანს და საოცარ რაღაცეებს ამზადებდა. 9 წლის ვიყავი,  მამამ დანა რომ მომცა და მითხრა, ციკანი დაკალი და მოამზადეო. თქვენ წარმოიდგინეთ, დავკალი და მოვამზადე კიდეც. თუმცა, ამის გამო მამის კარგი ქართული „კურთხევა“ მივიღე გინების სახით. წითელ ღვინოში როგორ შეიძლება ამის გაკეთებაო (იცინის). ათი წლის წინ, ერთ-ერთ უცხოურ სამზარეულოში შემხვდა ციკანი წითელ ღვინოში და გამეღიმა. მივხვდი, მამამ ტყუილად დამტუქსა. ბავშვობაში, ბაყაყებსა და ლოკოკინებს ვწვავდი და ჩემს ძმაკაცებს ვაჭმევდი. დედაჩემი ამის გამო მცემდა (იცინის). მაშინ ეს საკვებად მიუღებელი იყო, დღეს კი დელიკატესია. ყველაფერი იჭმევა, რაც დედამიწაზე, ტბებსა და ზღვებში არსებობს. ადამიანის ანატომია ისეთია, რაც კი არსებობს, ყველაფრის ჭამა შეუძლია. მართალია, ზოგიერთი ერისთვის ეს მიუღებელია, ზოგისთვის კი – პირიქით. ბაყაყებს, ობობებს, ვირთხებს, გველებსა და ძაღლს საქართველოში არ ჭამენ, სხვა ქვეყნის ხალხისთვის კი ეს საკვები დელიკატესია და გემრიელად მიირთმევენ. ბევრ ქვეყანაში მცოცავები სარიტუალო კერძებია.
– თავად თუ გაგისინჯავს გველის, ძაღლის, ვირთხის ან თუნდაც ობობისგან მომზადებული კერძები?
– ბევრი საკვები ჩემთვის მიუღებელია, მაგალითად ტარაკანა, ვირთხა, ძაღლი. სირაქლემა, ნიანგი, კენგურუ და გველი ნებაყოფლობით გავსინჯე. თუმცა, ძაღლის ხორცისგან მომზადებული კერძი რომ ვჭამე, არ ვიცოდი, რას მივირთმევდი. მე და მამა ვიყავით კორეისა და ტაჯიკეთის საზღვართან და იქ მოგვართვეს ძაღლის ხორცისგან მომზადებული კერძი. გემრიელად რომ მივირთვით და გვეგონა, ბატკანი დავაგემოვნეთ, მერე გაიგო მამამ, რაც ჭამა და ის კაცი სასტიკად სცემა.
– კარგი კულინარისთვის, რა არის მთავარი?
– კარგი კულინარისთვის ნიჭთან ერთად მთავარია, უყვარდეს ის, რასაც ამზადებს. რაც მეტ სიყვარულს ჩადებ, მით უფრო გემრიელი გამოდის მომზადებული საჭმელი. კულინარი, როგორც მხატვარი ან მუსიკოსი, საკუთარ თავს არ ეკუთვნის – ის ცდილობს, თავისი შემოქმედებით სხვებს მიანიჭოს სიამოვნება. ბევრი მზარეული არ ჭამს საკუთარ კერძებს, ამისთვის დრო არ რჩება. თავად მე, იმდენად სწრაფად ვჭამ, ვერც კი ვიგებ გემოს. ხშირად იმპროვიზაციულად ვამზადებ და არც კი ვსინჯავ, სხვებისგან ვიგებ, რომ გემრიელი გამომივიდა. 30 წელია, კულინარიულ ბიზნესში ვარ და ხანდახან, რომ გავბრაზდები, ვიტყვი ხოლმე, რა მინდოდა წვენებში-მეთქი (იცინის). მაგრამ მერე, რომ ვწყნარდები, ვხვდები, ამ ნიჭით იმიტომ დამაჯილდოვა ღმერთმა, ამ მხრივ ხალხისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა.
– პორტუგალიაში საკუთარი რესტორანი გახსენი. ალბათ, ეს დიდი თანხა დაჯდა. ქართულ კერძებს თუ სთავაზობ კლიენტებს?
– აქ და სხვა ქვეყნებშიც ბევრი მიცნობს. მეგობრობენ ჩემთან და თვალდახუჭული მენდობიან. ეს უკვე ჩემი გახსნილი მესამე რესტორანია. სარესტორნო ბიზნესის უმსხვილეს ჯგუფში ვმუშაობდი, სადაც საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა. თან, ყოველთვის გვერდში ეკონომიურად ძლიერი მეგობრები მედგნენ. ზაფხულში ნიცაში და კანში ვაპირებ ქართულ-ევროპული სამზარეულოს გახსნას და ეს ქართველმა ბიზნესმენებმა შემომთავაზეს. ისინი მენდობიან და პარტნიორობასაც ამიტომ მთავაზობენ. პორტუგალიაში სამი თვეა, რაც გავხსენი საკუთარი რესტორანი „კოფიგრილი“. ბევრი ხალხი მოდის და ძალიან კმაყოფილები არიან. ძირითადად, ზღვის პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას და ღვინის სმა უყვართ. თუმცა, ჩვენსავით არ არიან, ერთ დალევაზე ერთ ქვევრს რომ ვსპობთ. სმის დოზა იციან. სხვათა შორის, აქ ორი რეგიონია, რომელსაც კახეთსა და სამეგრელოს ვამსგავსებ გასტრონომიული თვალსაზრისით. ერთგან თონეში აცხობენ, უყვართ ბოზბაში, მწვადი, ჩახოხბილი და ჩაშუშული კერძები. მეორეში კი ცხარე საკვები უყვართ. ბოლო ათი წელი, აქ ცნობილი რესტორნების ქსელის შეფ-მზარეული გახლდით. ჩემი რესტორანი კი ის ადგილია, სადაც თვითრეალიზაციას ვახდენ. ახლა ვფიქრობ, პორტუგალიაში, კერძოდ, ლისაბონში, ქართული რესტორანიც გავხსნა და ქართული გემოები გავასინჯო აქაურებს. ლისაბონში ბევრი ტურისტი ჩამოდის და ვფიქრობ, ლისაბონელებზე მეტად, აქ ჩამოსულ ტურისტებს გავაოცებ ქართული კულინარიით. ამით, ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი გაუჩნდებათ და მოინდომებენ, საქართველოსაც ესტუმრონ.
– პირად საუბარში ახსენე, ჩემს რესტორანში ბევრი ცნობადი სახე და პორტუგალიის ელიტა დადისო. მათთან თუ მეგობრობ?
– ჩემს რესტორანში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დადის. ლისაბონის მერიასთან ძალიან ახლოს ვართ და მერი და მისი დეპარტამენტის თანამშრომლები ხშირად მოდიან აქ კერძების დასაგემოვნებლად, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ინკოგნიტოდ შემოდიან. მიირთმევენ კერძებს, მადლობას გვიხდიან და მიდიან. კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი გერლფრენდი, ულამაზესი მოდელი – მერჩე რომერო იმდენჯერ იყო ჩემთან, რომ უკვე უახლოესი მეგობრები ვართ. ასევე, დადიან პოლიტიკოსები, მერიის წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები და მინისტრები. პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე და ხშირად მიფიქრია, რომ არ წავსულიყავი სხვაგან და დავრჩენილიყავი საქართველოში, ვინ ვიქნებოდი.
– ვინ იქნებოდი?
– ალბათ, თეთრკალპაკიანი მეხინკლე გურამა ვიქნებოდი (იცინის). ეს ხუმრობით. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, იქაც გამოვირჩეოდი და საკმაოდ ცნობილ რესტორნებში ვმუშაობდი შეფ-მზარეულად. ყოველთვის განსხვავებული სამზარეულო მქონდა და ჩემი ხელწერაც გამოირჩეოდა. ადვილად არაფერი მოსულა ჩემს ცხოვრებაში. რასაც მივაღწიე, დიდი შრომა ჩავდე და საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდებოდი. ასევე, გამიმართლა მეგობრებშიც. ვხუმრობ ხოლმე, მე ნახევრად ჰიტლერი ვარ, ნახევრად მუსოლინი და ნახევრად სტალინი-მეთქი. ეს ჩემი ბუნებაა, რადგან, როცა სამსახურში ვარ, სიმკაცრით ჰიტლერს ვგავარ. ჩემს სამსახურში დემოკრატია არ ჭრის. სამსახურის გარეთ კი, ყველაზე თბილი, ტკბილი და კარგი, ნამდვილი ქართველი მამაკაცი ვარ.

скачать dle 11.3