კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაეშვა მუხლზე გურამიკო ლომიძე ივანას წინაშე ხელის სათხოვნელად და როგორ მიიღო „ქუჩის ბიჭების” მომღერლის შვილმა მამის კიდევ ერთი ქორწინება

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი და „ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი, გურამიკო ლომიძე, დაქორწინდნენ. მართალია, ჯერ ქორწილი არ გადაუხდიათ, თუმცა ამერიკაში ხელი უკვე მოაწერეს და აღნიშვნასაც მალე აპირებენ. მათი „ლავ სთორი” 2013 წელს დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდი, წყვილი  ურთიერთობას ასაიდუმლოებდა. როგორია წყვილის ამერიკული ცხოვრება, რას გეგმავენ მომავალში და გადაიხდიან თუ არა საქართველოში ქორწილს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– დიდი ხანია, რაც შენსა და ივანას ურთიერთობაზე საუბრობენ. აქამდე რატომ არ დაქორწინდით?
– ივანკას ხელი ორი წლის წინ ვთხოვე, რაზეც თანხმობა მივიღე. პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ, ამიტომაც ამერიკაში მოვაწერეთ ხელი. ჯვრისწერასა და ქორწილს კი მეგობრებისა და ახლობლების წრეში გავაკეთებთ.
– ორი წლის წინ, ხელის თხოვნის მომენტი როგორი იყო?
– ძალიან რომანტიკული: საქორწინო ბეჭედი ღვინით სავსე ბოკალით მივაწოდე, ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელო ვთქვი და, ვთხოვე, ბოლომდე დაელია. როცა ბოკალი გამოცალა და იქ ბეჭედი აღმოაჩინა, გაკვირვებულმა მკითხა, რა ხდებაო. მე კი ხელი ვთხოვე – ვკითხე, თანახმა იყო თუ არა, ჩემი მეუღლე გამხდარიყო.
– პასუხი მაშინვე მიიღე თუ დრო ითხოვა მოსაფიქრებლად?
– დაფიქრდა, პასუხი მაშინვე არ უთქვამს. მითხრა, რომ ძალიან აღელდა და პასუხს ჯერ ვერ მეტყოდა. მეორე საღამოს ვაკეში ვსეირნობდით, მრგვალ ბაღში სკამზე ჩამოვსხედით, იქვე, მის წინ, მარჯვენა მუხლზე დავეშვი და კიდევ ერთხელ ვკითხე, თანახმა იყო თუ არა, ჩემი მეუღლე გამხდარიყო, რაზეც მან ღიმილით მიპასუხა – კი.
– აქამდე თავს იკავებდით თქვენს ურთიერთობაზე საუბრისგან. ახლა მოგვიყევი, როგორ დაიწყო ეს ყოველივე.
– 2013 წლის 15 ივლისს კახაბერის კონცერტზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. გელა გნოლიძე მოვიდა ჩემთან და მითხრა, ძალიან მაგარი გოგო უნდა გაგაცნო, გამომყევი, საცეკვაო მოედანზე ცეკვავსო. მეც, რა თქმა უნდა, გავყევი. ივანკა ცეკვავდა. მივუახლოვდით, გელამ, რასაკვირველია, კარგი წარდგინება გამიკეთა და  მას მერე გვერდიდან აღარ მოვშორებივარ (იცინის).
– რატომ მალავდით თქვენს ურთიერთობას? მისი გულის მოსაგებად, ალბათ, ბვერი რამ გააკეთე.
– ეს ივანკას თხოვნა იყო, რადგან მას არ უყვარს პირადი ცხოვრების გასაჯაროება და, არც მე, სხვათა შორის. მისი გულის მოსაგებად კი ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება მომიწია, ისეთის, რაც აქამდე არასოდეს არ გამიკეთებია.
– ერთი პროფესია გაქვთ. გემოვნებითა და ხასიათით  თუ ჰგავხართ ერთმანეთს?
– რა თქმა უნდა, ჩვენი გემოვნება და ხასიათი ემთხვევა ერთმანეთს. ვფიქრობ, ხასიათით ძალიან ვგავართ და ბევრი გვაქვს საერთო.
– როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება, რას საქმიანობთ?
– ძალიან საინტერესო ცხოვრება გვაქვს: ვზრუნავთ ერთმანეთზე; რამდენიმე კლუბში გვქონდა გამოსვლა; შემოთავაზებები გვაქვს სხვადასხვა შტატიდან და ვგეგმავთ მოგზაურობას ამერიკის  მასშტაბით. საქართველო ორივეს ძალიან გვენატრება და მალე ჩამოვალთ.
– ქორწილის გადახდას საქართველოში ხომ არ გეგმავთ?
– ჯერ არ გადაგვიწყვეტია, სამი ვარიანტი გვაქვს: საქართველო, უკრაინა და ევროპა.
– გრანდიოზულს გეგმავთ რამეს?
– ნუ, როგორიც შეგვეფერება, ისეთს გავაკეთებთ (იცინის).
– ცხოვრებას რომელ ქვეყანაში აპირებთ: უკრაინაში, საქართველოში თუ ამერიკაში?
– ჯერჯერობით ამერიკაში და შემდეგ ცხოვრება გვიჩვენებს.
– როგორც ვიცი, ამერიკაში საკუთარი ბიზნესი გაქვს. როგორ მიდის საქმიანობა?
– ნორმალურად. ცოტა აქაც არის კრიზისი, მაგრამ, ვუძლებთ.
– თქვენმა შვილმა როგორ მიიღო თქვენი დაოჯახების ამბავი? იცნობს ივანას? როგორი ურთიერთობა აქვთ?
– ნიკა უკვე დიდი ბიჭია. ივანკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ჩვენი დაოჯახების ამბავიც არ გაჰკვირვებია. იმედი მაქვს, ყველაფერს სწორად გაიგებს... ძალიან მიყვარს და მამას ძალიან მაგრად ჰგავს. მომავალ წელს მასაც ამერიკაში ჩამოვიყვან სასწავლებლად.
– ივანას მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, მოსწონთ სიძე?
– ივანას მშობლებს დიდი ხანია, ვიცნობ და ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. ძალიან კარგი ხალხია და, როგორც საკუთარი შვილი, ისე მიმიღეს, ასევე, ივანკა – ჩემმა მშობლებმა.

скачать dle 11.3