კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტკივილი განუახლა მარკუს მეტრეველს შორენა ბეგაშვილის შვილის ტრაგიკულმა ამბავმა

ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა განსაცდელის წინაშე სრულიად დაუცველი ხარ და მხოლოდ ღმერთის იმედად რჩები. მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში მომღერალი მარკუს მეტრეველი სამჯერ აღმოჩნდა და ამბობს, რომ სამივე შემთხვევაში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იდგა, სიკვდილს თვალებში ჩახედა, მთელმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაუარა და ეს ერთგვარი გამოცდა იყო.
მარკუს მეტრეველი: ცხოვრებამ ბევრჯერ მომივლინა განსაცდელი, თუმცა მადლობა ღმერთს, გადავრჩი და დღეს ცოცხალი ვარ. განგებამ მსგავსი ყველაზე კრიტიკული განსაცდელი სამჯერ მომისაჯა და სამივეჯერ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შანსი არ იყო, გადავრჩი. პირველი ტრაგიკული ფაქტი, 8 წლის ასაკში შემემთხვა და დღესაც რომ ვიხსენებ, შიში მეუფლება. მაშინ მამა უცხოეთში იყო და იქიდან მე და ჩემს ძმას ბევრ ტკბილეულს გვიგზავნიდა. დიღმის მასივში, მეცამეტე სართულზე ვცხოვრობდით. დედა ყუთებს, რომელშიც ეს ტკბილეული იყო, აივანზე, კარადის თავზე ინახავდა, რომ ბევრი არ გვეჭამა. ბავშვებს ეზოში გვქონდა „შტაბი“ და ვისაც რა გვქონდა, იქ ჩაგვქონდა და მერე, ერთად მივირთმევდით. მოკლედ, დედა სამსახურში წავიდა, ბებია მეზობელთან ჩავიდა, ჩემი ძმა კი ტელევიზორს უყურებდა. ვიფიქრე, სანამ მარტო ვარ, კანფეტებს მოვიპარავ და რომ ვერ დამინახონ, ზემოდან გადავყრი-მეთქი, დაბლა კი ბავშვები მელოდებოდნენ, ისინი აკრეფდნენ და რომ ჩავიდოდი, ერთად შევჭამდით. მოკლედ, გავიტანე აივანზე სკამი, მეორე სკამი ზემოდან დავადგი და ყუთს რომ ვერ მივწვდი, პატარა სკამიც შემოვდე ზედ. შევდექი და ყუთში ჩავყავი ხელი.  უცბად, ჩემი ძმა გამოვარდა და ხმამაღლა იყვირა: ბიჭო, რას შვრებიო. შემეშინდა, ფეხები ამიკანკალდა, თავი ვერ შევიკავე და ჩემი კანფეტებიანად, პირდაპირ მეცამეტე სართულიდან გადავვარდი. არ დამავიწყდება ის გრძნობა, თავი ფანტასტიკურ ფილმში მეგონა. იმწუთას ვერ გავიაზრე, რა მოხდა. მივფრინავდი და ჩემი მეგობრების გაოცებულ, პირღია სახეებს ვხედავდი ზემოდან. მეთორმეტე სართულზე, რკინის ბაწრებზე იყო სარეცხი გაფენილი, იმაზე დავეცი და გავითიშე. თვალები რომ გავახილე, ბებიაჩემი კიოდა და აივნისკენ მექაჩებოდა.
– წარმომიდგენია, ყველაფერი რომ გააანალიზე, შემდეგ როგორ განიცადე და შეგეშნდა, არა?
– იმწუთას რა მოხდა, ვერ გავიგე, ვერც შიში ვიგრძენი. მაგრამ, ამ ფაქტის შემდგომი რეაბილიტაცია იყო რთული. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მივხვდი, სიკვდილს გადავურჩი და ორი წილის განმავლობაში სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადავრჩი. დამჩემდა სიმაღლის შიში და მარტო ვერ ვიძინებდი. გადმოვარდნისას მეკეთა ნათლობის ჯვარი და ვფიქრობ, იმან გადამარჩინა. სახლში გვქონდა ხატების კუთხე, ხშირად ვიდექი მათ წინ და ვლოცულობდი, საკმაოდ მორწმუნე ვიყავი და ვარ. ამის დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. დრო რომ გავიდა, ამ ამბის მერე, კიდევ მოხდა ორი საშინელი ამბავი ჩემს თავს. თუმცა, ის გადმოვარდნის ტკივილი და განცდა, შორენა ბეგაშვილის შვილის, ევას მეხუთე სართულიდან გადმოვარდნამ, კიდევ ერთხელ გამახსენა, გამიახლა და განმაცდევინა. ზუსტად ვიცი, რას გრძნობდა ბავშვი იმ მომენტში, როცა მიწაზე ეშვებოდა. კატასტროფული შეგრძნებაა და არავის ვუსურვებ.  მჯერა, ევა გამოჯანმრთელდება, ყველაფერი კარგად ექნება ცხოვრებაში და მერე, დრო რომ გავა, ჩემსავით გაიხსენებს იმ საშინელ ფაქტს. დღესაც ვერ ვიტან ცამეტ რიცხვს. არ დამავიწყდება, ყაზახეთში კონცერტი მქონდა და სასტუმროში რომ მივედი, აღმოჩნდა, ჩემი ოთახი მეცამეტე სართულზე იყო დაჯავშნილი. გადავირიე, მე იქ არ ავალ, წავალ ორვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდები-მეთქი (იცინის).
– ამბობ, მსგავსი ფაქტი კიდევ ორჯერ მქონდა ცხოვრებაში, როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედეო. იმ ორ შემთხვევაში რა მოხდა?
– მეორე საშინელი ფაქტი, როცა ასევე, სასწაულად გადავურჩი სიკვდილს, 14 წლის ასაკში შემემთხვა საბერძნეთში. იქ ჩემს მშობლებს რესტორანი ჰქონდათ. თინეიჯერობისას ძალიან მიყვარდა ჭამა. ეს რესტორანი შემაღლებულ ადგილზე იყო. გარეთ, ჩემი მეგობრები ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ. მე ახალი ნაჭამი მქონდა ნაყინი, მაგრამ მაინც შევედი რესტორანში. გამოვაღე მაცივარი და ორი ცალი ნაყინი გამოვიღე. მამამ რომ დამინახა, მეგობრების თანდასწრებით მითხრა: მარკუს, ახლა არ ჭამე ნაყინი? შეხედე შენს თავს, როგორ გასუქდი, არ გრცხვენიაო. იმდენად ამაყი ვიყავი, გავგიჟდი, მეგობრების თვალწინ ეს როგორ მაკადრა-მეთქი. დავჯექი გაბრაზებული ჩემს მოტოციკლზე და ამაღლებული ადგილიდან, დაახლოებით ხუთი მეტრის სიმაღლიდან, როგორ გადავფრინდი და ტრასაზე, როგორ შევფრინდი ავტობუსში, ვერ მივხვდი. მოკლედ, ავტობუსის წინა საქარე მინა შევამტვრიე. ხალხი გაოგნებული მიყურებდა, ვერ მიხვდნენ რა მოხდა. დასისხლიანებული მიმიყვანეს საავადმყოფოში და დღესაც მემჩნევა „შრამები”.
– კიდევ კარგად გადარჩენილხარ...
– არა, სერიოზული ტრავმა მივიღე – დამემართა ამნეზია. გარკვეული პერიოდი ვერ ვცნობდი მშობლებს, არ მახსოვდა განვლილი ცხოვრება და ეს პრობლემა დღესაც მაქვს – სახელებს და ზოგ ადამიანს ვერ ვიმახსოვრებ. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე და ახლიდან დავიწყე ცხოვრება. სკოლაშიც, სადაც წარმატებული მოსწავლე ვიყავი, ჩამოვრჩი, რადგან განვლილი მასალიდან აღარაფერი მახსოვდა. რაც შეეხება მესამე შემთხვევას, ეს ერთი წლის წინ მოხდა. ახალ წელს კონცერტი მქონდა ჭიათურაში და შემდეგ დაგეგმილი იყო თბილისშიც, სადაც მეც გამოვდიოდი. არასდროს ვსვამ ჩემი მანქანის საჭესთან სხვას, თუმცა იმ დღეს მეგობარი დავსვი. ალბათ, ესეც ბედი იყო. მოკლედ, ჭიათურაში კონცერტმა კარგად ჩაიარა, იქიდან წამოვედი გახარებული და დიღომში რომ შემოვედით, გამოქანდა დიდი „ჯიპი” და პირდაპირ დაგვარტყა. ჩვენი მანქანა ამოტრიალდა და ბუჩქებში აღმოვჩნდით. ღვედი რომ არ მკეთებოდა, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი.
– რომ ამბობენ, კრიტიკულ სიტუაციაში განვლილმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაიარაო, მსგავსი რამ არ დაგმართნია?
– როგორ არა! სწორედ იმ მომენტში, როცა მანქანა ამოყირავდა, მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაიარა, ოღონდ მარტო კარგი მომენტები მახსენდებოდა. მხოლოდ იმას ვამბობდი, ღმერთო, მაპატიე-მეთქი. პატრული და სასწრაფო  რომ მოვიდა და გადმომიყვანეს მანქანიდან, შოკში ვიყავი. ვეუბნებოდი: კონცერტზე ხომ არ დამაგვიანდება-მეთქი (იცინის). პოლიციელები და ექიმები ფიქრობდნენ, ალბათ, გაგიჟდა, რა ეკონცერტება, სიკვდილს თვალებში ჩახედაო (იცინის).
– მერე, დაგაგვიანდა კონცერტზე?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ტაქსით გავქანდი და მაინც ვიმღერე. თან, პიჯაკი უკან მთლიანად ჩარღვეული მქონდა (იცინის). მართლა შოკში ვიყავი და არაფერს ვგრძნობდი. მაგრამ, დილით რომ მივედი სახლში და შოკიდან გამოვედი, ყველაფერი ამტკივდა. ასე მეგონდა, დამშალეს, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დღესაც, რომ გავიგებ ავარიას, ის შეგრძნებები თავიდან მიახლდება. ასე მგონია, ეს ისევ ჩემს თავს ხდება. არც მილიარდები და არც არანაირი ფუფუნება არ ღირს ჯანმრთელობის ფასად. ეს სამივე შემთხვევა იყო განსაცდელი, რომელიც, ალბათ, მე უნდა გადამეტანა. ფაქტობრივად, სამჯერ დავიბადე ახლიდან და სამივეჯერ თავიდან დავიწყე ცხოვრება. გადმოვვარდი მეცამეტე სართულიდან, ხუთი მეტრის სიმაღლიდან ვიფრინე და შევვარდი მოტოციკლით ავტობუსის საქარე მინაში, ვიტრიალე მანქანით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სამივე შემთხვევაში ცოცხალი გადავრჩი.

скачать dle 11.3