კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გეხუმრე, არისტოფან“

აბა, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო

 ჩვენ კი გვეგონა, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსების სავიზიტო ბარათი იყო (რის გამოც მუდამ ვიწყევლი თავბედს: ან მე დამებინდოს მეხსიერება, ან მათ გაუუმჯობესდეთ), მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამგვარ სავიზიტო ბარათებს მფლობელები თვით ევროპის ტერიტორიაზეც კი ჰყოლია.
ჰოდა, რაკი ჰყოლია, ევროპის სახალხო პარტიის საპატიო თავმჯდომარემ (ჯოზეფ დოლიმ) ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ჩართვისას ბრძანა, რომ ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ არჩევნების შემდეგ თუ ეღირსებით, ისიც, თუ ხეირიანად ჩაატარებთო; ხოლო, ვიცით რა ბ-ნი დოლის პირადი სიმპათიების შესახებ, მისი ნათქვამი ასეც შეიძლებოდა, გაგვეგო: თუ იმ არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კმაყოფილიო. კმაყოფილება კი იმას ნიშნავს, თუ უმრავლესობას მიიღებსო. მაგრამ, მოგვიანებით, რაკი რისხვა დაატყდა თავს (თვით ჩვენებური ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც კი), უკვე თბილისში ჩამოსულმა გვაცნობა (პათოსით – გეხუმრე, არისტოფანო): „მე ვეუბნები ქართველ მოქალაქეებს, უახლოეს პერიოდში აუცილებლად გექნებათ ვიზალიბერალიზაცია (პათოსით: „იხარე ჭერო, მოკვდი მტერო!“)“, ოღონდ, იქვე დასძინა: „მაგრამ ეს, შეიძლება, გაჭიანურდეს“, თუმცა, ბოლოს მაინც დაგვამშვიდა: „მე საქართველო აუცილებლად ევროპაში წარმომიდგენია (პათოსით: „მაინც ამოვთხრი“).
ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენჯერ შეიცვლის ბ-ნი დოლი პოზიციას (რაკი მისი სიტყვის წონაც ჩვენებური პოლიტიკოსების სიტყვის წონისა ყოფილა), თუმცა, სავარაუდოდ, რომ მისი მოქმედების დევიზიც ჩვენებურია: „აბა, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“. –

скачать dle 11.3