კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შავი დღისთვისაო

ანუ, „ოჰ, ნეტავი ერთად იყოს ოდესა და ვილნიუსი“

 უკრაინის ტელევიზიის ეთერით ოდესის გუბერნატორი დაიმუქრა (მომყავს ციტატა): „წავალ ოდესაში და საზოგადოების მობილიზაციას მოვახდენ, მე ამის გადაყლაპვას არ ვაპირებ!“
„გადაყლაპვაში“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბ-ნი საყვარელიძის თანამდებობიდან გადაყენება იგულისხმა. ხოლო, ვიდრე დიდი რეფორმატორი ოდესელების მობილიზებას გეგმავდა, ლიტვის მმართველი პარტიის თავმჯდომარე (პარტიის სახელწოდებაა: „წესრიგი და სამართლიანობა“) როლანდას პაკსასი ლიტვისავე პრემიერ-მინისტრს შეხვდა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა.
ასე განსაჯეთ, კანდიდატი ორია: ლიტველი დეპუტატი, ვინმე პოვილას გილისი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენ არ ვიცით, ან კი ვინ გვეტყვის წინდაწინ, რომლისკენ გაუწევს გული ლიტვის პირველკაცს (საპირველაპრილო ხუმრობაც რომ არ იყოს), თუმცა თავად ბ-ნი სააკაშვილის ბიოგრაფიას ეს მომენტი ფრიად წაადგება. ბუნებრივია, ისიც უცნობია, რეალურად აპირებენ თუ არა ლიტველები თავიანთი სამართალდაცვის ჩვენი ნაპრეზიდენტალისთვის ჩაბარებას, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ბ-ნი პაკსასის მხრიდან ეს მაშველი რგოლი იყოს, ცხადია, ბ-ნი სააკაშვილისთვის ოდესურ ეპოპეაში იმიჯის გასამყარებლად, პათოსით – მეგობარი რისთვისო და, შავი დღისთვისო?! –

скачать dle 11.3