კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული სიყვარული – უკრაინულად

„წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა“

 ვიდრე ჩვენ ამ ჩვენი პატიოსანი გვამების პირადი ცხოვრების ამსახველი  ჩანაწერების ამტვირთავთა დევნით ვართ გართულნი და პროკურატურა აქეთ – ჟურნალისტებს იგერიებს, იქით – არასამთავრობოელებს, რომლებიც წუთი წუთზე ითხოვენ ატვირთვის აღკვეთას (რაც წარმოუდგენელია და თავადაც უწყიან, რომ ასეა), თუმცა აშშ-ის წარმომადგენლები ფრიად აქტიურად უჭერენ მხარს (პროკურატურას), ასე უცებ ეგ საქმე ვერ იქნებაო, უკრაინის ცაზე შავი ღრუბლები შექუჩდა ქართველ რეფორმატორთა თავს ზემოთ.
ჯერ იყო და, ჩვენი თანამემამულე, ოდესის პროკურატურის პროკურორი დააკავეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე, მოგვიანებით კი, თვით დავით საყვარელიძე გაათავისუფლა თვით პიოტრ პოროშენკომ უკრაინის გენპროკურორის მოადგილის თანამდებობიდან.
მეტიც, ეს უკანასკნელი დაკითხვაზეც დაიბარეს (საქმე ეხება აშშ-ის მიერ რეფორმატორთათვის გადმოცემული თანხიდან ორი მილიონი აშშ დოლარის აორთქლებაზე).
ბ-ნი საყვარელიძე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ეს საქმე „შეკვეთილია“ (რატომ? იმიტომ, რომ რეფორმატორები, ვითარცა კეისრის ცოლები, ეჭვგარეშენი არიან)  და საკუთარ გათავისუფლებას ზეწოლად აღიქვამს (რეფორმების არამოსურნეთა მხრიდან), ვინაიდან რეფორმირებული უკრაინა ქართველების ოცნებაა, განა უკრაინელების?!
ასეა თუ ისე, ოდესის გუბერნატორმა (ბ-მა სააკაშვილმა) ამცნო სრულიად უკრაინას (მომყავს ციტატა): „უკრაინაში ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი, დავით საყვარელიძე დაიბადა!“
ერთი სიტყვით, ახლა ისღა დაგვრჩა გასარკვევი, ეულად კიაფობს უკრაინული პოლიტიკის ცის კაბადონზე  თუ მალე სხვებიც შეუერთდებიან?! –

скачать dle 11.3