ბებერი ევროპა?!
ანუ დააფარე, დააფარე, არ გაცივდეს
მას შემდეგ, რაც პარიზს საზარელი ტერაქტების ტალღამ გადაუარა და დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილის – ევროპის იმიჯიც შეარყია (თუმცა იმიჯს ვინღა ჩივის, როდესაც პრობლემა უკვე უსაფრთხოებაა?!), საფრანგეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მოითხოვა, რის მიხედვითაც, საფრანგეთში დაბადებულ ტერორისტებს მოქალაქეობა უნდა ჩამორთმეოდათ.
მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრიუსელის ტერაქტების შემდგომ (იმედია, ეს დამთხვევა შემთხვევითია) ფრანსუა ოლანდმა ბრძანა, რომ აღარ სურს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. თუმცა საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატამ საკონსტიტუციო ცვლილების თავ-თავისი ტექსტი შეიმუშავა, ოღონდ, სენატი და ეროვნული ასამბლეა ერთობლივ ტექსტზე მაინც ვერ შეთანხმდნენ.
ამის პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ თურმე ასეთი ცვლილებები მუსლიმანებს სამიზნეში უსამართლოდ ამოიღებდა.
როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ იქნება (საფრანგეთი შეინარჩუნებს თავის ბოლო ტერორისტსაც კი მოქალაქედ) და, ბოლოს და ბოლოს, ეს მათი გადასაწყვეტია: ისეც უქნიათ, სახალიფოს თავკაცებისთვისაც ჩამოურიგებიათ საფრანგეთის მოქალაქეობა. თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იბადება რიტორიკული ეჭვი: ნეტავ, ჩვენც არ მოგვთხოვდნენ იმავეს?! –