კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემა ცოლმა „ზუგდიდში გამგზავრებული“ ცნობილი მსახიობი

ერთხელ, ორჯონიკიძის (საბურთალოს) რაიონის მილიციაში ერთმა ძალიან მაგრად ნაცემმა ქალმა თავის მეზობელ ქალზე საჩივარი შემოიტანა. მას ხულიგნობაში სდებდა ბრალს. განცხადებაში ეწერა, რომ თავდამსხმელი ნაგვის ვედროებით მიუვარდა სახლში, სულ ცხვირ-პირში ურტყა ჭუჭყიანი ჭურჭელი და წავიდა... თავდამსხმელი ერთი ცნობილი კაცის ცოლი იყო და თავად „ხულიგან“ ქალბატონსაც კარგად იცნობდნენ საზოგადოებაში. ამიტომ, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. თუმცა, საჩივარზე რეაგირება უნდა მომეხდინა და „ხულიგანს“ ბინაში ვეწვიე. კარი თავად თავდამსხმელმა გამიღო. მიხვდა, რისთვისაც ვიყავი მისული. გამიღიმა. სამზარეულოში შემიყვანა და მკითხა:
– თქვენ, ალბათ, იმ კახპის (დაზარალებული) განცხადების გამო შეწუხდით?
– თქვენზე საჩივარია შემოსული და უნდა გავარკვიო, რა მოხდა, – შევიშმუშნე მე.
– ყველაფერი ჩემი თახსირი ქმრის უტვინობის ბრალია, – თქვა „ხულიგანმა“. საძინებლისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – გდია ახლა „სპალნაში“ ნაბეგვ-ნაცემი. ჯერ მას დავურთე ცხვირ-პირში ნაგვის ვედროები და ისე დავუსიე ცხვირ-პირი, ერთი თვე მაინც ვერ გამოვა სცენაზე (ცნობილი ადამიანი მსახიობი იყო).
– თქვენს მეუღლეს რაღას ერჩოდით? – ჩამეცინა მე და მივხვდი, რომ ქალმა ეჭვიანობის გამო ჩაიდინა ხულიგნობა. მაგრამ რაც მან მიამბო, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
დიასახლისმა გააბოლა და მითხრა:
– გუშინ საღამოს ჩემი ქმარი გამოიპრანჭა, ჩემოდანი ჩაალაგა და განმიცხადა, ორი დღით ზუგდიდში მივდივარ გადაღებაზეო და წავიდა. მე დილით გვიან ვდგები, ჩემი ქმარი კი ადრე. როდესაც ნაგვის მანქანა მოდის და მენაგვე ვასო ყვირის – ნაგავი, ნაგავიო, ჩემი „ვაჟკაცი“ დაავლებს ხოლმე ხელს ვედროებს და ხალათში გამოწყობილი ჩადის ეზოში. ნაგავს ყრის და სახლში ბრუნდება. ამ დილით რომ ვასომ დაიწყო ღრიალი – ნაგავი, ნაგავიო, გამეღვიძა და რადგან ქმარი ზუგდიდში მეგულებოდა, ნაგვის გადაყრა დავაპირე. როგორც კი ავდექი და ხალათი მოვიხურე, კარზე ზარის რეკვა ატყდა. მივედი, გავაღე და ხალათმოცმული, „ზუგდიდში გამგზავრებული“ ჩემი ქმარი არ შემრჩა ხელში ორი ნაგვის ვედროთი? ხალათს დავაკვირდი და ვიცანი, რადგან იმ კახპას ეცვა – დრაკონამოქარგული, ატლასის ჩინური ქალის ხალათი. ყველაფერს მივხვდი. ჩემი ქმარი ზუგდიდის ნაცვლად, გვერდით სადარბაზოში ავიდა თავის საყვარელთან. ამ დილით კი, ჩვეულებისამებრ ნაგავი გადაყარა და იმის მაგივრად, იმ კახპასთან დაბრუნებულიყო, სახლში არ მომადგა?!
ჯერ გულიანად ვიცინე. შემდეგ დაზარალებულთან ავედი, ყველაფერი ავუხსენი და განცხადება უკან გავატანინე. ცნობილი ნაცემი მსახიობი კი ორი თვე არ გამოსულა სცენაზე და არ მგონია, „ზუგდიდში გამგზავრების“ სურვილი კვლავ ჰქონოდა.
ომარ რუხაძის
ნაამბობის მიხედვით,

скачать dle 11.3