კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა ქართველმა მაიორმა „ცეერუს“ აგენტები კბილის პასტის მეშვეობით

გასული საუკუნის სამოციან წლებში საქართველოს  უშიშროებამ ერთი ისეთი მსხვილი საქმე გახსნა, რომელზეც, ფაქტობრივად, მრავალი წლის წინ ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. ყველაფერი კი უბრალო კრიმინალით დაიწყო...
ტყავის ჩემოდანი
1967 წლის 16 აპრილს თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერმუშაკებმა – ნოდარ კვინიკაძემ და ანზორ ხონელიძემ, თბილისის რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში, საღამოს 20 საათსა და 30 წუთზე, რეციდივისტი ომარ კახიანი, მეტსახელად „კვაჭი“ დააკავეს. 1923 წელს დაბადებული კვაჭი ეგრეთ წოდებული  „ვეშჩავიკი“ იყო, ანუ ძირითადად ვაგზლებსა და აეროპორტებში მგზავრების ბარგს იპარავდა. კახიანი ჯერ ობიექტს შეათვალიერებდა ხოლმე, შემდეგ მას უკან გაჰყვებოდა და, როდესაც ის თავის ბარგს შემნახველ საკანში ინახავდა, ზურგსუკან ამოუდგებოდა და ოთხნიშნა კოდს იმახსოვრებდა. მოქალაქე რომ მიდიოდა, კვაჭი საკანთან ბრუნდებოდა. მშვიდად ხსნიდა მას და ნადავლიანად უჩინარდებოდა. იმ საღამოს კვინიკაძემ და ხონელიძემ თავიანთი მეგობარი გააცილეს სოხუმში და, მოსაცდელი დარბაზიდან რომ გადიოდნენ, შავჩემოდნიანი კახიანი დაინახეს, რომელიც ჩქარი ნაბიჯით ტოვებდა შენობას. ცნობილი „ვეშჩავიკი“ ხონელიძემ იცნო, დაეწია და ქუჩაში დააკავა. შემდეგ მანქანაში ჩასვეს და გამოტეხეს, რომ შავი ჩემოდანი ¹83 საკნიდან იყო მოპარული. მან კოდიც დაასახელა – 2704. სანამ ქურდს მილიციის სამმართველოში წაიყვანდნენ „ფაქტით“, კვინიკაძე ვაგზლის მორიგე მილიციელთან, რიგით მალხაზ ჯორბენაძესთან მივიდა, ყველაფერი მოკლედ აუხსნა და ბოლოს უთხრა:
– ოთხმოცდამესამე საკანთან დადექი და იქაურობას არავინ გააკარო. დაზარალებული რომ მოვა ჩემოდნის წასაღებად, გააჩერე და ყველაფერი აუხსენი. ამასობაში ჩვენი ბიჭებიც მოვლენ და მას სამმართველოში წამოიყვანენ თავისი ნივთების ამოსაცნობად...
რიგითი პოსტზე დარჩა, კვაჭი კი „ფაქტიანად“ მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ხოლო, ჩემოდანი რომ გახსნეს, შიგნით აღმოჩნდა ერთი ხელი სამოსი, თეთრეული, ჰიგიენის ნივთები, მოკლეტალღოვანი რადიომიმღები „ვეგა“ და რუსულ ენაზე დაბეჭდილი, პუშკინის ლექსების სქელყდიანი წიგნი, რომელიც 1947 წელს იყო გამოცემული.
მივიწყებული საქმე
რკინიგზის სადგურზე უცნობი დაზარალებულის წამოსაყვანად გაგზავნილი ოპერმუშაკები ღამის 22 საათსა და 30 წუთზე დაბრუნდნენ უკან, თან რიგითი ჯორბენაძეც მოიყვანეს. 19 წლის ახალგაზრდა მილიციელს თავი ჰქონდა გატეხილი და გამომძიებელს მოუყვა:
– საღამოს 9 საათი სრულდებოდა, როდესაც ¹83 საკანთან სავარაუდოდ დაზარალებული მივიდა და საკნის გახსნა დააპირა. მე მას ყველაფერი ავუხსენი და მოცდა ვთხოვე მილიციის ოპერჯგუფის მოსვლამდე. მან კი მითხრა,  გავალ, ჩემს ცოლს ვეტყვი, რომ არ ინერვიულოს და მოვალო. მე ეს საეჭვოდ მომეჩვენა და კვლავ მოცდა ვთხოვე. ის გაჩერდა. შემდეგ თხელი ქურთუკის ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, ვითომდა სიგარეტის მოსაწევად, მაგრამ მოულოდნელად სახესთან მომიტანა, ღილაკს თითი დააჭირა და რაღაც სითხე შემასხურა სახეში. მე გავითიშე. იატაკზე დავეცი და თავი გავიტეხე. გონზე მედპუნქტში მომიყვანეს. შემდეგ კი თქვენი თანამშრომლებიც მოვიდნენ და სამმართველოში წამომიყვანეს...
რიგითი მილიციელის ჩვენებამ მილიციის სამმარველოს უფროსი დააფიქრა. პირადად მოისმინა მონათხრობი და, რადგან ძველი ჩეკისტი იყო, „კაგებეში“  დარეკა და გამომძიებლის გამოგზავნა მოითხოვა. უშიშროების ოპერჯგუფმა ჯერ რიგითის ჩვენება მოისმინა, შემდეგ შავი ტყავის ჩემოდანი საგულდაგულოდ დაათვალიერეს, „კაგებეში“ წაიღეს და რიგითი ჯორბენაძეც თან გაიყოლეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.
„კაგებეში“ ჩემოდნისა და მისი შიგთავსის სკურპულოზური დათვალიერების შემდეგ ქართველი ჩეკისტების ყურადღება რადიომიმღებმა და პუშკინის ლექსების კრებულმა მიიპყრო. სინამდვილეში „ვეგა“ სპეციალური რადიოსიგნალების მიმღები მოწყობილობა აღმოჩნდა, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობაში გამოიყენებოდა, წიგნში კი, სავარაუდოდ, შიფრის გასაღები იყო. ამიტომ, უშიშროების თანამშრომლებმა პენსიაზე მყოფი, 72 წლის თადარიგის პოლკოვნიკი, კრიპტოგრაფი თემურ მაისურაძე მიიწვიეს და წიგნი უჩვენეს. გამოცდილმა მაისურაძემ გულდასმით დაათვალიერა წიგნი და კოლეგებს უთხრა:
– დიახ, პუშკინის ეს კრებული  ნამდვილად შიფრის გასაღებია და მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც კოდირებული შეტყობინების წაკითხვა, ასევე შედგენა. ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩაგვივარდა მსგავსი წიგნი ხელში, როდესაც ერთ საქმეზე ვმუშაობდი და, შეგიძლიათ, არქივშიც მოიძიოთ. მაშინ ჩვენმა კოლეგებმა ვინმე გურამ სივსივაძის ბინაში აღმოაჩინეს ეს წიგნი რაციასთან ერთად.  სამწუხაროდ, სივსივაძემ თავის მოწამვლა მოასწრო და ჯაჭვი გაწყვიტა...
ეგრეთ წოდებული „ჩემოდნის საქმის“ გამოძიება მაიორ ზვიად მახარაძის ჯგუფს დაავალეს. მათ არქივიდან ამოიღეს „სივსივაძის საქმე“, რომელიც 1957 წლით იყო დათარიღებული. საქმის მიხედვით, 51 წლის მარტოხელა მამაკაცი, პროფესიით ინჟინერი სივსივაძე, რომელიც თბილისის ¹31 საავიაციო ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა, ეჭვმიტანილი იყო საიდუმლო ინფორმაციის მოპარვასა და დაუდგენელი უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობაში. „კაგებე“ მის კვალს რომ დაადგა, ჯაშუშმა თავი მოიკლა. ოპერმუშაკებს კი გაექცათ ძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც სწორედ აღმოჩენილი შიფრით სარგებლობდა და სულ ორჯერ გავიდა ეთერში, თუმცა, საიდუმლო ინფორმაცია არ გადაუცია და მხოლოდ საკონტროლო კავშირი დაამყარა, მას მერე კი გაქრა.
– როგორც ჩანს, ეს მივიწყებული საქმე კვლავ აქტუალური გახდა – მტერმა კავშირის აღდგენა სცადა და ჩვენი ვალია მისი დროულად აღმოჩენა და განეიტრლება, –  ასე დამოძღვრა მახარაძემ თავისი ხელქვეითები და ოპერაციაც დაიწყო.
ოპერაცია – „პოეზიის საღამო“
დაუდგენელი ჯაშუშის ძებნის ოპერაციას მახარაძემ „პოეზისს საღამო“ უწოდა და სწრაფად, მაგრამ თანამიმდევრულად, მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით მიჰყვა საქმეს. პირველ ყოვლისა, „კვაჭისა“ და რიგითი ჯორბენაძის გამოკითხვების შედეგად შედგა ორი ფოტორობოტი და დადგინდა, რომ ჩემოდნის მიმტანი და წამომღები ორი სხვადასხვა პიროვნება იყო. ამის შედეგად დაასკვნეს, რომ ვაგზალზე ჯაშუშური აღჭურვილობების გადაცემის პროცესი უნდა განხორციელებულიყო, თანაც იმგვარად, რომ ჩემოდნის მიმტანსა და წამომღებს ერთმანეთი პირისპირ არ ენახათ. სურათები დაბეჭდეს და მათზე გამოსახული ადამიანების ძებნას შეუდგნენ. ჩემოდნიდან და მასზე არსებული ნივთებიდან კი თითების ანაბეჭდები აიღეს და კარტოთეკებში მოიძიეს, თუმცა კარტოთეკაში ვერ მიაგნეს. გამოცდილმა მახარაძემ ერთ საინტერესო გარემოებას მიაქცია ყურადღება:  ჩემოდანში არსებულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ადგილობრივი წარმოების კბილის პასტა. ის იმდენად უვარგისი იყო, რომ არავინ ყიდულობდა. ამიტომ, პოლკოვნიკმა ივარაუდა, რომ იმან, ვინც ეს პასტა ჩემოდანში ჩადო, ბუტაფორიის მიზნით გააკეთა. ანუ, იმ შემთხვევისთვის, რომ თუკი მას შემთხვევით ქუჩაში შეამოწმებდა მილიცია და ნივთებს გაუჩხრეკდა, „მგზავრს“  საჭირო ნივთი – კბილის პასტაც ჰქონოდა,  ეჭვი რომ არ გამოეწვია.
პოლკოვნიკმა თავის ხელქვეითს, ვახტანგ მიქაძეს დაავალა: – მოდი, ასე ვქნათ, ვახო, შენ უნდა დაიარო ყველა საპარფიუმერიო მაღაზია და სექცია და გამყიდვლებს ჰკითხო, ამ ბოლო სამი დღის განმავლობაში ხომ არავის უყიდია ეს ნაგავი. ვფიქრობ, მყიდველი ძალიან ცოტა აღმოჩნდება და იქნებ ჩვენი ჯაშუში სახეზეც კი ამოიცნონ. ცოტა შრომატევადი და სასაცილოც კია ჩემი დავალება, მაგრამ, იქნებ გაგვიმართლოს.
ქართველ ჩეკისტებს სასწაულად გაუმართლათ. ძებნის მესამე დღეს, ანუ 19 აპრილს, მიქაძემ პლეხანოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საპარფიუმერიო მაღაზიაში გამყიდველი გოგონა გამოჰკითხა, რომელმაც უთხრა:
– ამ კბილის პასტას უვარგისობის გამო არავინ ყიდულობს. 15 აპრილს კი თამაზ მასწავლებელმა იყიდა. ასე მითხრა, ხელი დამეწვა და მალამოსავით ვხმარობო.
 გოგონამ ორი წარმოდგენილი ფოტორობოტიდან ერთში,  ჩემოდნის მიმტანში, თავისი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი თამაზ კვაშილაძე ამოიცნო. გოგონა სასწრაფოდ მიიყვანეს „კაგებეში“ და, ყოველგვარი შემთხვევითობა რომ გამოერიცხათ, ოპერმუშაკის თანხლებით ქალაქ სოხუმში წაიყვანეს დასასვენებლად. კვაშილაძეს კი ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს და, იმ დროს, როდესაც ის სკოლაში იმყოფებოდა (კვაშილაძე მარტოხელა იყო), ბინა გაუჩხრიკეს. ბინაში მას 123 ათასი მანეთი, რამდენიმე შხამიანი ამპულა, ცეცხლსასროლი იარაღი და „ვეგას“ რადიომიმღების ძველი მოდელი აღმოუჩინეს. 24 აპრილს კი კვაშილაძე და ოთარ კორძაძე კაფე „მეტროში“ იმ დროს აიყვანეს, როდესაც ფიზკულტურის მასწავლებელი ამერიკის ჯაშუშს უახლოესი თვითმფრინავის საიდუმლო ნახაზებს აძლევდა, რომელიც 31-ე ქარხანაში მზადდებოდა... სწორედ მზარეული კორძაძე იყო მეორე ფოტორობოტზე გამოსახული პიროვნება. ის ადრე ოკუპირებულ გერმანიაში მუშაობდა, „ცეერუმ“ იქ გადაიბირა და „დააკონსერვა“. ათი წლის შემდეგ კი მისი გამოყენება გადაწყვიტეს, თუმცა ქართველი „ჩეკისტების“ პროფესიონალიზმმა და მახარაძის საზრიანობამ საქმის წარმატება უზრუნველყო.
ოპერაცია „პოეზიის საღამოს“ წარმატებულად ჩატარებისთვის მახარაძეს პოდპოლკოვნიკობა  მიანიჭეს.

скачать dle 11.3