კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აირჩიე პარტნიორი

იქნებ გგონიათ, რომ ადამიანები შემთხვევით ირჩევენ საყვარელ ფერებს? სინამდვილეში მათ საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ ჩვენს ხასიათთან. შეარჩიეთ პარტნიორი ფერების მიხედვით, ანუ, მეტი გაიგეთ მისი ხასიათის შესახებ. საკმარისია, იცოდეთ, რომელი ფერი უყვარს მას და დანარჩენს ეს ტესტი გააკეთებს.
თეთრი სისუფთავისა და სრულყოფილების სიმბოლოა. ამიტომაც, ის ადამიანი, რომელსაც ეს ფერი განსაკუთრებულად უყვარს, არის მოწესრიგებული და გულწრფელი, არ ახასიათებს შური და ბოროტება.
შავი – ამერიკელ ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, შავ ფერს მისტიკური ადამიანები ირჩევენ. ისინი არ არიან შინაგანად მარტივი ადამიანები, უყვართ დისტანციაზე ყოფნა, არიან ძალიან ელეგანტურები და აქვთ კარგი გემოვნება.
თუ ლურჯი თქვენი პატრნიორის საყვარელი ფერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰარმონიაა. ლურჯი ასევე უყვართ ერთგულ ადამიანებს. მათ უჭირთ სტერეოტიპებისგან გაქცევა, თუმცა, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
მწვანე ფერი უყვართ ძალიან აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანებს. ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს. იშვიათად აქვთ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. მოქმედებენ ყოველთვის ლოგიკურად და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ.
ნარინჯისფერი ფრენკ სინატრას საყვარელი ფერი იყო. მას მიაჩნდა, რომ ეს ბედნიერების ფერია. ზოგადად, ამ ფერს აქტიური ცხოვრების მოყვარული, მხიარული ადამიანები ირჩევენ, თუმცა ზოგჯერ მოვლენებს ისე არ აღიქვამენ, როგორც რეალობაშია. უყვართ და უნდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ვარდისფრის სიყვარული უფრო მეტად ქალებს ახასიათებთ. თუ კაცს ვარდისფერი უყვარს, მას რბილი ხასიათი აქვს და ურთიერთობაში მხარში დგომა, ზრუნვა და წახალისება სჭირდება.
იისფერი შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანების საყვარელი ფერია. თუ თქვენს პარტნიორს უყვარს იისფერი, იცოდეთ, რომ ის ამბიციურია და არავის დაემორჩილება, მაგრამ, კარგი მეგობარი იქნება, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
ყავისფერი იშვიათად უყვართ ხოლმე, მაგრამ, ვისაც ის უყვარს, მომთმენი, შრომისმოყვარე ადამიანია და დაჯილდოებულია იუმორის გრძნობით.
ვისაც უყვარს წითელი ფერი, ის ვნებიანი ადამიანია ფეთქებადი ხასიათით, თუმცა წყენას მალევე ივიწყებს. უყვარს თავგადასავლები და მასთან არასოდეს მოიწყენთ. ეს ის ადამიანები არიან, ოცნებებს რეალობად რომ აქცევენ.
„დაცვა და საიმედოობა” – ეს სიტყვები ნაცრისფრის მოყვარულზეა ნათქვამი. მას არ უყვარს კამათი და არ მოიწყენს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შემთხვევაში.
ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ყვითლის  მოყვარულებს ფართო თვალსაწიერი და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. მოსწონთ, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა, გამოირჩევიან იუმორის გრძნობით და არიან ორიგინალურები.
P.S. თუ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე ფერი უყვარს, მისი ხასიათი სისტემატურად უნდა განიხილოთ, რადგან სიტუაციის მიხედვით შეეცვლება.

скачать dle 11.3