რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ამა თუ იმ ფერისა და ფორმის თეფშიდან მირთმეული საკვები
აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თეფშის ფორმასა და ფერს; იმასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა ორნამენტებითაა გაფორმებული თეფში, რომლიდანაც ყოველდღიურად იღებთ საკვებს, რადგან, მაგიური თვისებებით გამოირჩევა ის ჭურჭელი, რომელზეც საკვები დევს და რომლიდანაც მივირთმევთ. ციფრებით მოხატული თეფშის მიმართ დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან, მათი კომბინაცია უდიდეს ენერგეტიკულ კოდს ქმნის. არ არის გამორიცხული, ასეთი ციფრების შეჯამებამ ისეთი კოდი შექმნას, რომელიც ადამიანს უბედურებას მოუტანს. ასეთი თეფშიდან საჭმლის მიღება კი დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის მხრივ, გაგიუარესებთ ძილის ხარისხს, გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. უმჯობესია, სადა, ერთი ფერის თეფშს მიანიჭოთ უპირატესობა, თუმცა, სიფრთხილისა და დაკვირვების გამოჩენა აქაც გმართებთ, რადგან, ჭურჭლის ფერი ადამიანზე მოქმედებს და მასაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს.
მრგვალი თეფში საკვებს ავი თვალისგან იცავს და ორგანიზმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, დადებითად იმოქმედებს. კვადრატული და შეტეხილი ნაპირების მქონე თეფშის მოყვარული ადამიანი მგრძნობიარე და რომანტიკული ბუნებით გამოირჩევა; სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა ადამიანის ავანგარდულ ბუნებას უსვამს ხაზს.
რაც შეეხება ფერებს, უპირატესობა წითელი ფერის თეფშს მიანიჭეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულში გაგიმართლოთ; საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად შავი ან ყავისფერი ჭურჭელია უკეთესი; თეთრი ფერის ჭურჭლიდან ჭამა აზრების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ; ზოგადად კი, ყველაზე კარგია ცისარტყელას ფერების მქონე ჭურჭლიდან ჭამა, რადგან ეს ადამიანის აურას აძლიერებს.
თუ ოჯახის წევრებთან ან მოწვეულ მეგობართან საიდუმლოს გამხელა, გულღია და სასიამოვნო საუბარი გსურთ, მაგიდა ცისფერი ჭურჭლით გააწყვეთ, არასასურველ სტუმარს კი ყვითელი ჭურჭლით მიართვით კერძი. თუ საყვარელ ადამიანს ეპატიჟებით ბინაში, ან გსურთ, საპირისპირო სქესის სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროთ და თქვენით დააინტერესოთ, სუფრაზე ვარდისფერი ჭურჭელი დააწყვეთ.
თუ თანამესუფრესთან მკაცრი და სერიოზული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია, მწვანე ჭურჭლით გაიტანოთ კერძები.
ასე რომ, ასტროლოგიურად სწორად შერჩეული ჭურჭელი ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ზოგადად კი, ყველა ჭურჭელი და ხელსაწყო, რასაც სამზარეულოში იყენებთ, გარკვეული ენერგეტიკის მქონეა.