კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანაცვლებს თუ არა სიცილის თერაპია წამლებით მკურნალობას და როგორ ამარცხებს სიცილი ინფექციებს, სტრესსა და კიბოს

სიცილი ორგანიზმისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. ბოლო პერიოდში ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ სიცილის თერაპიას. გერმანიაში ორი ინსტიტუტი მუშაობს, რომელიც შეისწავლის სიცილით მკურნალობის შედეგებსა და მეთოდებს. მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს სიცილს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რეაქცია იუმორზე, მხიარულების გამოხატულება წამალია ადამიანისთვის... სიცილის მნიშვნელობასა და მის დადებით შედეგებზე გვესაუბრა საქართველოში სიცილის თერაპიის ლიდერი ნინო შავდია

ნინო შავდია:  სიცილის თერაპია, ანუ სიცილის იოგა, პირველად   ჩემმა ძმამ, დათო შავდიამ აითვისა, როცა ინდოეთის ქალაქ პუნაში მოხვდა. ეს არის ძალიან ფეშენებელური, სამედიცინო კუთხით მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც ძალიან კარგადაა მოწყობილი.  ეს ეძღვნება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გასხივოსნებულ ოსტატს, ოშოს, რომელმაც ძალიან ბევრი ისაუბრა სიცილის თერაპიის  დედებით მხარეებზე. პროფესორმა მადამ კატარმა ოშოს მოძღვრებიდან აიღო ძირითადი ნაწილი. გადმოვიდა ევროპაში და კერძოდ, ავსტრიაში დააპატენტა ის. შემდეგ ორი ინსტიტუტი შეიქმნა გერმანიაში, რომლებიც დაინტერესდნენ აღნიშნული თერაპიით, აიღეს საფუძვლები და იკვლევდნენ, რა გავლენას ახდენდა სიცილი ადამიანის ორგანიზმზე.
– რას გულისხმობს სიცილის თერაპია და რისთვის არის ის საჭირო?
– 2010 წელს სიცილის თერაპიის ტრენინგები გავიარე ორჯერ, ერთხელ – ინდოეთში, ქალაქ პუნაში, მეორედ – გერმანიაში, ქალაქ კელნში. სიცილის იოგათერაპია, როგორც  კურსი, დღევანდელ დღეს პოზიტიური ფსიქოლოგიის ნაწილადაა მიჩნეული, იმდენად დადებით ზეგავლენას  ახდენს სიცილი ადამიანზე. სიცილი ადვილად ამარცხებს ბევრ ინფექციას, ნერწყვში იზრდება იმუნოგლობულინების კონცენტრაცია, იცავს ორგანიზმს გრიპისა და ვირუსული ინფექციებისგან, აძლიერებს ფილტვებს. მხიარულების დროს სისხლძარღვები ფართოვდება და ორგანიზმში სისხლის მომარაგება უმჯობესდება. ხელს უწყობს წნევის რეგულაციას, სიცილი ერთი საათის განმავლობაში 500 კილოკალორიას წვავს.  გამოიკვლიეს, რომ  სიცილის დროს  ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი იმატებს, ხოლო ჩახუტების დროს გამოიყოფა ოქსიტაზინი. ოღონდ ჩახუტება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ოცი წამისა.
– როგორ გვეხმარება სიცილი სტრესის დაძლევაში?
– სიცილს გამოჰყავს ადამიანის ორგანიზმი სტრესისგან. 90 პროცენტი ავადმყოფობებისა სტრესის ფონზე ხდება. გერმანელებმა გამოიკვლიეს, რომ ყველაზე მეტად სტრესს კურნავს სიცილი და რატომ?!  თირკმლის ზემოთ გვაქვს ადრენალინის ჯირკვლები და მცირე სტრესზეც – სადმე რომ ვაგვიანებთ, ან უფროსმა საყვედური გვითხრა – გამოიყოფა ეს სტრესის ჰორმონი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ორგანიზმში სუსტი  წერტილი არ ჰქონდეს. ხომ ხედავთ, ავადმყოფობაც რამხელა ნაბიჯებით მოდის. ამიტომ, საჭიროა სტრესის გამოდევნა, რაშიც სიცილი გვეხმარება. დღეში ნახევარი საათი სიცილი სტრესისგან გათავისუფლებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა. ამერიკაში იყო შემთხვევა, ადამიანს კიბო ჰქონდა და მას ვიღაცამ ურჩია სიცილი. მაშინ არ არსებობდა ასეთი ტრენინგები და მან იყიდა ჩარლი ჩაპლინის კომედიები. მთელი ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე, ექვსი საათი უყურებდა და ეს ადამიანი კიბოსგან განიკურნა.  თხუთმეტი წუთი სიცილი გულს ისეთივე დატვირთვას აძლევს, როგორსაც 15 წუთი სირბილი, ველოსიპედით სიარული და სიმძიმეების აწევა. ასევე, 30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად. პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა უიმედოდ შეაფასეს და საავადმყოფოდან გაწერეს. კაზინსი არ დანებდა. პრაქტიკულად, უმოძრაო ავადმყოფმა ითხოვა დაემონტაჟებინათ მის ოთახში კინოპროექტორი და დაიწყო ერთი მეორის მიყოლებით კომედიური ფილმების ყურება. ის იცინოდა ყოველდღე მინიმუმ 6 საათი. ერთი თვის თავზე, ავადმყოფმა შეძლო თითების ამოძრავება, შემდეგ კი, თანდათანობით, მან კვლავ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. ცხენით ჯირითი, ექიმები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კაზინსი განწირული იყო, გაოცებისგან გაშეშდნენ, როცა ის სრულიად ჯანმრთელი ნახეს. ამის შემდეგ ნორმან კაზინსს შეარქვეს „ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი“. ის განკურნა სიცილმა. ეს სინამდვილეა და არა მოგონილი ამბავი. ასეთი ეფექტი აქვს სიცილს, თუმცა ტრენინგის შემდეგ, არ უნდა შეწყვიტო ის და საკუთარ თავთან უნდა იმუშაო.
– სტრესის დროს სიცილი ბევრს დანაშაულად მიაჩნია და შეუძლებელიც კია.  ძალით სიცილს აქვს იგივე ეფექტი?
– ძალით სიცილსაც იგივე ეფექტი აქვს. ტვინი ვერ არჩევს ძალით იცინი თუ არა. ამიტომ, არის ეს ტრენინგი საჭირო. თავიდან ტრენერის დახმარებით გაიცინებ ძალით, მეორედ, მესამედ და მეოთხედ უკვე ორგანიზმი გამოიმუშავებს. ფიზიკურზეც და ფიზიოლოგიურზეც ერთნაირად მოქმედებს. ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა ჩაატარა ასეთი ცდა: ერთ ოთახში დასვა ადამიანი, მეორე ოთახში დააწყო – მისი თმის ღერი, ნერწყვი, ფრჩხილი და მიკროსკოპით აკვირდებოდა. როდესაც ეს ადამიანი კარგ ხასიათზე იყო, ეს თმის ღერი ფართოვდებოდა, როდესაც ცუდ ხასიათზე – მაშინ იკუმშებოდა. გამოდის, რომ ადამიანის განწყობა მოქმედებს ორგანიზმის ყველა უჯრედზე თვით ენერგეტიკის დონეზეც კი.
– როგორ არის ეს თერაპია განვითარებული სხვადასხვა ქვეყანაში?
–   ასეთი ტრენინგები არის აპრობირებული მრავალ ქვეყანაში. მე და ჩემმა ძმამ  2012 წლის აპრილში ორთვიანი კურსი ჩავატარეთ მიწვევით სტამბულში და ერთ-ერთ სატელევიზიო არხზეც გადაიცემოდა. დათოს დიდი პრაქტიკა აქვს, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა მექსიკა, ინგლისი. მოწვევით დადის  ინგლისში, საბერძნეთში, თურქეთში, ინდოეთში და სხვადასხვა კომპანიაში ატარებს ამ ტრენინგებს. ზოგ კომპანიაში კარგად არის აპრობირებული, როდესაც თანამშრომლებს სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა, ამ ტრენინგით ახდენენ სტრესის განტვირთვას. ეს ენდორფინები ერთგვარ ტკივილგამაყუჩებლადაც მოქმედებს. როცა მე და ჩემი ძმა თურქეთში „სიცილის თერაპიის“ ჩასატარებლად მიგვიწვიეს, მოვიდა ადამიანი კბილის ტკივილით. არ ვარ სიცილის განწყობაზეო, მაგრამ „ვაიძულეთ“ რომ გაეცინა, ჩაერთო ვარჯიშებში და ძალაუნებურად კარგ ხასიათზე დადგა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე გაუარა ტკივილმა, რომ ტრეინინგის შემდეგ კბილი საერთოდ არ გახსენებია. სიცილი 27 პროცენტით ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ტკივილის დაძლევაში. წელიწადში ერთხელ 3 მაისს სიცილის ფესტივალი  იმართება და უამრავი ადამიანი გამოდის. არის კარნავალის ტიპის მსვლელობა. ყველა იცინის, ბედნიერია. საქართველოში შარშან ჩავატარეთ პირველად, სამი ათასამდე კაცი მოვიდა. იყო ფლეშმობი, ბევრი გასართობი ღონისძიება. სიცილი გვქონდა, როგორც ვალუტა. სიცილის დღეს ფულს ცვლის სიცილი. მოვა, გაიცინებს და ამით იყიდის იქ გამოტანილ ნივთებს. წელსაც ვაპირებთ, სავარაუდოდ, 15 მაისს გავმართავთ.
– საქართველოში თუ არის მოთხოვნა ამ თერაპიაზე? როგორც ამბობენ, ქართველები ფსიქოლოგიურად ცოტა მძიმე ერი ვართ და გვიჭირს პრობლემებს მარტივად შევხედოთ.
– დათო ხშირად დადის მიწვევით მექსიკაში. ყოველწლიურად თვე-ნახევრით ტარდება სიცილის ტრენინგები. იქ არის შეგნება იმის, რომ სიცილი კარგია ორგანიზმისთვის. ერთხელ 80 წლის  ქალი მოვიდა დათოსთან ჩივილით ცოტას გავივლი და ისე ვიღლები, უნდა დავჯდე და დავისვენოო. კითხულობდა  – თქვენს ტრენინგს რომ გავივლი, ეს დაღლილობა თუ მომეხსებაო? დათო თავიდან შეყოვნდა – 80 წელი პატარა ასაკი არ არის. მერე უთხრა, სცადეთ, გააკეთეთო. გაიარა ამ ქალბატონმა ეს ტრენინგი და დათომ, როდესაც მექსიკა მოიარა და თვე-ნახევრის მერე ისევ იმ ქალაქში მობრუნდა, ეს მოხუცი სპეციალურად მოვიდა მასთან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ენერგიაზე ვარ – ორი საათი ვიარე, არ დავმჯდარვარ და არც დავღლილვარო. ინდოეთში ყველა გაღიმებულია, სულ იცინიან. რაღაც რომ მოგპარონ, ისე გაიცინებენ, მაშინაც კი ვერ წაეჩხუბები. ქართველ ერს რაღაცეების მარტივად აღქმა უჭირს. საქართველოში ცოტა ჭირს სიცილით დაინტერესება. ჩვენ ძალიან სევდიანი ხალხი ვართ. ეს, სამწუხაროდ, გამჯდარია ჩვენში  და ამას ემატება ნეგატიური ინფორმაციაც, რომელსაც უნებურად ყოველდღე ჩვენი ტელევიზიებიდან ვისმენთ. საშინელი ზეწოლა მიდის ფსიქიკაზე. არადა, იუმორი გენებში აქვს ქართველს. სტრესის დროსაც კი ხუმრობენ. დაინტერესება ნელ-ნელ იმატებს.

скачать dle 11.3