კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმრებთან ურთიერთობისას რა როლის მორგებას ურჩევს სალომე გოგიაშვილი ქალებს და რა რჩევების საკითხავად მიდის მასთან ია ფარულავა

მიუხედავად იმისა, რომ სალომე გოგიაშვილი 4 შვილის დედაა, ის საკმაოდ აქტიური ადამიანია. რაც მთავარია, მშვენივრად ახერხებს, იყოს კარგი მეუღლე, კარგი დედა და მეგობრებისთვისაც ბევრი დრო დარჩეს. მისთვის ყველა ასაკს თავისებური ხიბლი აქვს და, შესაბამისად, სულ ცდილობს, ყველაფერი კარგი გაიხსენოს, ცუდი კი დავიწყებას მისცეს.

 სალომე გოგიაშვილი: ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, ყველა ეტაპი კარგად მახსენდება და ყველას ახლავს თავისი ბედნიერი წუთები და მოგონებები. საბედნიეროდ, ცუდს ნაკლებად ვიხსენებ. ცხოვრებას რომ გადავხედავ, მხოლოდ კარგ პერიოდებზე ვფიქრობ, ამიტომ ყველა ასაკში ბედნიერი ვარ. ახლა იმ ასაკში ვარ, როცა შვილიც უკვე წამომეწია – ვერ გავიგე, ჩემი მეგობარია თუ შვილი. დანარჩენებიც იზრდებიან და უფრო კარგი პერიოდი მეწყება. მაშოზე დიდად არ ვნერვიულობ, პირიქით, ძალიან ვენდობი. გააზრებული აქვს, რა უნდა, რატომ უნდა. მაშოს ასაკში საფრანგეთში გამიშვეს და პირველად იქ დამემართა ნევროზი. რომ მირეკავდნენ მეგობრები: ახლა წყნეთში ვართ და წრეში ბურთს ვთამაშობთო, მე ეიფელის კოშკთან საშინელ დღეში ვვარდებოდი. ჩემი შვილი რომ მეუბნება: ჩავაბარებ უნივერსიტეტში, ენის კურსებზე, რომ მერე უცხოეთში წავიდეო, ჩემთვის ვფიქრობ: რა განსხვავებაა ჩვენ შორის. და  ვეუბნები: მეც ასე ვიყავი, შვილო, მერიდება საშინლად. თუმცა, ყველაფერში შევუწყობ ხელს და თვალდახუჭული ვენდობი, რაც ბიჭებზე არ მაქვს ჯერ. ბიჭები ცდილობენ, ცოტა გამიძვრნენ ხელიდან, რაღაც გამომაპარონ, ვერ ხვდებიან, რომ ჩემი შვილები არიან. ვცდილობ, მაშოს უცხოეთში მოვუწყო იმაზე კარგი ცხოვრება, ვიდრე მე უნდა მქონოდა. იმიტომ არა, რომ აქ ვერ მიიღებს კარგ განათლებას, პირიქით, შეიძლება აქ უფრო კარგი განათლება მიიღოს; უბრალოდ, მინდა, აქაურ არაჯანსაღ გარემოს, ადამიანებს მოვაშორო.
– წრე, არაჯანსაღი გარემო, ჭორები ახსენე. შენ, ზოგადად, ამ ყველაფერს იუმორით უდგები და დიდად არ აქცევ ყურადღებას.
– როგორც კი ამას ჩაუღრმავდები, დაიგრუზები, გაბრაზდები და საბოლოოდ ისევ შენ დაზარალდები. ჯერ ერთი, მეცოდება ის ხალხი, რომელიც ენას არ აჩერებს და კომენტარებს წერს. ამას ყოვლად შეუმდგარი, უსუსური, ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი აკეთებს. მეც ხომ შემიძლია, ვინმეზე ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ, ოჯახიშვილობა, კულტურა, ეთიკა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი ვთქვა და ვილაპარაკო.
– განსაკუთრებით განიცდიან იმას, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან.
– ძალიან მაგარი ვარ, თუ კიდევ შემიძლია, ოჯახი შევქმნა. ის,  ვინც ამას წერს და ერთხელაც არ აქვს ოჯახი შექმნილი, უფრო ცოდოა.
– ისე, ხომ არ გინდა, ასწავლო ქალებს, როგორ შექმნან ოჯახი და იყოლიონ სასურველი მეუღლე?
– ია ფარულავა რამდენჯერმე სერიოზულად ჩამიჯდა და მითხრა, შენი რჩევა მჭირდებაო. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ ია სადა, გულჩათხრობილი?! ჩვენს საუბარს რომ მოუსმინოს ვინმემ, რომანი დაიწერება. სულ მეუბნება: წიგნი დაწერე. თუ გინდა, არ ვთქვათ, რომ შენ ხარ ავტორი და რომანის სახით გამოვუშვათო. წიგნი იქნება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ბედნიერი ქალი. რა თქმა უნდა, იქნება თავები: „როგორ შევქმნათ ოჯახი,” „როგორ გვყავდეს ისეთი ქმარი, როგორიც ჩვენ გვინდა,” „როგორ ვმართოთ ოჯახური სიტუაციები”...
– როგორ უნდა გვყავდეს ისეთი ქმარი, როგორიც ჩვენ გვინდა?
– მე და ვახო ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ჩემი ქმარი არის სერიოზული, ხისტი, მე კი 24-საათიან რეჟიმში ვიღიმი და „ანიმატორს“ მეძახის. მოვიდა – დავიწყე გართობა: ცალკე ბავშვების, ცალკე ქმრის. ღამით ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე, ვეღარ ვიძინებ – თვალებგახელილი ვწევარ. სამაგიეროდ, ეს ჯანსაღ კლიმატს ქმნის ოჯახში. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ჩემნაირ ქალს ვახოსნაირი ქმარი უნდა ჰყავდეს – მარეგულირებს, ბალანსია ჩვენს შორის. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვხდები დამთმობი. გამოცდილებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ, როდესაც ქალი თმობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსუსური, საწყალი და უბედურია. ქალთა უფლებების დამცველები რომ გამოდიან, მემარაზმება. რატომ უნდა იყოს ოჯახში გენდენური თანასწორობა? არ ჯობია, ფეხი ფეხზე გადაიდო და კაცმა მოგიაროს? თუ ქარხანაში მუშაობს, მეც რატომ უნდა ვიმუშაო ქარხანაში? მე და ვახო ოჯახში თანასწორუფლებიანები ვართ – მეც თავისუფლად შემიძლია, აზრი გამოვთქვა, ორი ნორმალური ადამიანი ვურთიერთობთ. მაგრამ, აი, სად არ მოდის თანასწორუფლებიანობა – თუ ჩემს ქმარს შეუძლია, მეგობარი ჩამოუვიდეს უცხოეთიდან, 12 საათზე წავიდეს რესტორანში მეგობრებთან ერთად და 2-ზე მოვიდეს, ამაზე ჩვეულებრივი რეაქცია მაქვს. მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ასე არ იქნება, ჩვენს შეხვედრას ან მეორე დღისთვის გადავდებ, ან შინაურ გარემოში ვნახავ, რესტორანში ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ღამით ვერ დავჯდები. გავითვალისწინებ, რომ არ თქვან – ვახოს ცოლი რატომ ზის რესტორანში ღამის 2 საათზეო. შეიძლება, ვახოს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს, მაგრამ, მე ხომ პატივს ვცემ ჩემს ქმარს, მის შეხედულებებს?! წესით, აქ ირღვევა ჩვენი გენდერული თანასწორობა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ესაა ნორმალური, და არა ის, ვიბრძოლო იმაზე, რომ ღამის 2 საათზე მეც მასავით წავიდე რესტორანში. და, კიდევ ის, რომ ქალმა აუცილებლად ის უნდა აკეთოს, რაც კაცმა... დამშვიდდით, ქალებო! ყველაზე მაგარია, თუ არის იმის საშუალება, მართლა ფეხი ფეხზე გადაიდოთ და მოგიაროთ კაცმა – განაზდით, ქალებო! მესმის, ქალები უფრო აქტიურები გახდნენ დღეს, უფრო მეტად უწევთ მუშაობა, მაგრამ, იმისთვის ბრძოლა, რომ კაცებს ისე უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ კაცსა და ქალს შორის განსხვავება არ იყოს – ეს ჩემთვის ცოტა მიუღებელია. თუმცა, შეიძლება, არასწორია ჩემი ეს შეხედულება. რაც შეეხება დათმობაზე წასვლას, რაც უფრო მეტად ითამაშებს ქალი იმ როლს, რომ არის დამთმობი, ბევრ რამეს „გაუტარებს” კაცს, ბევრად უფრო ჰარმონიული, ხანგრძლივი იქნება მათი ურთიერთობა. ცოტა კაცური ხასიათი მაქვს – არ არსებობს თემა, რომელსაც ვერ გადავწყვეტ და ვერ გადავლახავ. შესაბამისად, როცა მიწევს დათმობა, მგონია, რომ ცოტათი ეს ჩემი კაცობა იჩაგრება; რომ მინდა, შევეტაკო. მაგრამ, მივხვდი, რომ ჯობია, იმ მომენტში უფრო ქალი იყო და რაღაც ხრიკებით „გაატარო,” რადგან, ზუსტად თხუთმეტ წუთში ყველაფერი ისე ხდება, როგორც მე მინდა: ის ხვდება, რომ მე დავთმე და ამ დათმობას მერე უკან მიბრუნებს. პრაქტიკიდან გამომდინარე მივხვდი ამ ყველაფერს, თორემ, პირველი ოჯახის დროს სულ პუტაობა იყო. ის თემები, რომელიც მაშინ მაწუხებდა, ახლა შემიძლია, მარტივად „გავატარო”. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ადრეულ ასაკში გათხოვება და არა იმიტომ, რომ ვერ ისწავლი. ქმართან ერთადაც შეგიძლია, ისწავლო. უბრალოდ, წლებთან ერთად გეცვლება გემოვნება, შეხედულებები, ღირებულებები. რაც 18 წლის ასაკში ღირებულია, ზუსტად ხუთ წელიწადში ხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც შენ გინდა. ამიტომ, მაშოს სულ ვეუბნები, რომ ჩემს მაგალითს შეხედოს.
– ვახოს როცა შეხვდი, მალევე მიხვდი, რომ თქვენ ასეთ კარგ ოჯახს შექმნიდით?
– არა, რადგან მაშინ მისტერ და მისის სმიტები ვიყავით. საშინელი გაუცხოება გვქონდა ერთმანეთის მიმართ. მე ვამტკიცებდი, რომ მაგარი ვარ, არაფერს არ დაგითმობ-მეთქი, ის კი ამას აკეთებდა გაასმაგებულად. ბოლოს ხუმრობით მითხრა: კაცი რომ იყო, ჯერ მაგრად გცემდი, მერე კი დაგჭრიდიო. ხომ ხვდები, რა კონდიციაში ვაგდებდი?! კაცი წყობიდან იყო გამოსული. თავი განგსტერი მეგონა, რომელიც გაქცეულია და მისდევენ. ბოლო ჩხუბის მერე მითხრა: ბოლოჯერ შევრიგდეთ და, თუ კიდევ ისე გაგრძელდება, დავიშალოთო. ამ შერიგებაზე მომიწყო სიურპრიზი. კახა კუხიანიძემ და თაკომ მითხრეს: სტამბულის ბილეთები ავიღეთ და ხვალ მივფრინავთო. თვითმფრინავში დამხვდა ვახოც. საღამოს რესტორანში დაგვპატიჟა სადილზე. იმდენი ვემზადე, რომ 12 საათზე ვიყავი მზად და რესტორანი დაკეტილი დაგვხვდა. დავრჩი ასე დახატული, გამოკვანწული. გარეთ რომ გამოვედით, საშინელი წვიმა დაიწყო და, რა ლამაზი ვიქნებოდი ხომ წარმოგიდგენია – მაკიაჟი ჩამომივიდა, თმა დამეშალა. ამ დროს კი ვახომ ბეჭედი ამოიღო – ცოლად გამომყვებიო? ამ ფორმაში რომ ხელი მთხოვა, მივხვდი, მართლა ძალიან ვუყვარდი. ამ დღის მერე მე და ვახოს არ გვიჩხუბია, ასეთი ტრანსფორმაცია მე არ მინახავს. საერთოდ შევიცვალეთ, დავამტკიცეთ, რომ მაგრები ვართ და, ჯობია, ერთად ვიყოთ.
– დღეს აქტუალურია ღალატის თემის განხილვა. ამაზე რას ფიქრობ?
– ის, რომ ქართველი ხარ და ღალატი კაცთან „მოსულა”, ქალთან კი არა – არ მესმის და მიუღებელია ჩემთვის. რაც შეეხება თემას, თუ ისეთი ღალატია, რომელიც ცოლამდე მოვა, თუ მეორე ოჯახია, სიყვარულია, ვერ შორდება იმ ქალს – ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, როგორ გადავიტან. ცოლი მაინც ჭკვიანი უნდა იყოს და, შეიძლება, ისე გამოხვიდე, რომ  ოჯახი არ დაზარალდეს – კაცი თუ არ ფიქრობს ბავშვებზე, ქალმა მაინც უნდა იფიქროს. თუ გაძვრა სადმე და ცოლთან მოყვება – ეს კიდევ სხვა თემაა. მე ვარ ძალიან, ძალიან ეჭვიანი. მიუხედავად იმისა, რომ არიან „საყვარელი” გოგონები, რომლებიც 24 საათი მწერენ: „აი, შენი ქმარი”... – მოკლედ, რაღაც სისულელეებს, ეს ჩემთვის სასაცილოა, იმდენად ვარ ჩემს ქმარში დარწმუნებული, არა იმიტომ, რომ ჩემი ქმარი მაგარია და სხვა – არა... ახლა ისეთები იდება ინტერნეტში, მე უკვე აღარ მეშინია, მაგას ეშინოდეს. უბრალოდ, მე ჩემს ქმარს კარგად ვიცნობ და ისეთებს მწერენ, რომ თანხვედრა არ არის. ვახო სულ მეუბნება: იმდენად მავსებ, რომ ჰაერივით მჭირდებიო. გამორიცხულია, სადმე წავიდეს და არ წამიყვანოს. ამას თავისი სურვილით აკეთებს და მეუბნება: „მარტო არ გამიშვა, არ შემიძლია, ენერგიას ვიღებ შენგან და მჭირდები.” ამის მიუხედავად, ვეუბნები ხოლმე: „თუ დაიღლები ამ რუტინით, ოჯახით, შეგიძლია, მარტო წახვიდე, დაისვენო,” არ მოხდეს ისე, რომ ვიჩხუბოთ ან გადამიყვარდე. ამას რომ ვეუბნები, ეჭვის თვალით მიყურებს – ვერ გაუგია, ვაშაყირებ თუ გავაფრინე. ისეთ რამეს მეუბნები, რაც არ მოხდება, თავს იზღვევ, ჩემი პასუხი გაინტერესებს, მაგრამ ვერ მიიღებო. რაღაც ეტაპზე მარტო დასვენებაც შეიძლება. ერთხელ, ორსულად ვიყავი, ვერ გავყევი და მთელი დღე „ფეის თაიმით“ მირეკავდა: „აქ ვარ, ამას ვაკეთებ, ვჭამ, ახლა ვიძინებ.” არ იცი, როგორი სასიამოვნოა ეს. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ის ხვდება, რომ,  შეიძლება, მის გარეშე რაღაც დისკომფორტი გაქვს.

скачать dle 11.3