კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ნერვებზე აპირებენ თამაშს რუსკა მაყაშვილი და ერეკლე გეწაძე და როდის ვერ აჩერებს მათ ვერავინ

სულ მალე „X ფაქტორის“ ახალი სეზონი დაიწყება, რომელსაც ორი წამყვანი ჰყავს: რუსკა მაყაშვილი და ერეკლე გეწაძე. როგორც წამყვანები ამბობენ, პროექტის ახალი სეზონი განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
რუსკა მაყაშვილი: ერეკლეს დიდი ხანია, ვიცნობ, ვმეგობრობთ და ძალიან გამიხარდა, რომ ის იქნებოდა წამყვანი. ძალიან კარგი ბიჭია, კარგი ტიპი და ორმაგად გამიხარდა, რადგან ცხოვრებაში კიდევ უფრო კარგი ტიპია. ბევრი პარტნიორი მყავს გამოცვლილი და ყველა ძალიან კარგი იყო. ახლა ერეკლე შემომიერთდა და მასთან უკვე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ქასთინგები ჩავწერე და წინ საინტერესო ამბები გველოდება. თან, ეჭვი მაქვს, ერეკლე მაყურებლის „ლუბიმჩიკი“ გახდება.
– ერეკლეს სერიალებში გამოჩენას ხალხში დადებითი ემოციები მოჰყვა. ახლა რა ხდება?
ერეკლე გეწაძე: მაშინ არ ვიყავი ატაცებული, „ქერჩის“ შემდეგ უფრო „ამიტაცა“ ხალხმა. თუმცა, „ატაცებასთან“ ერთად არის უარყოფითი „ჩატაცებაც“ – ჩაგწიხლავენ, მიგჩექმავენ. მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოეწონები. „X ფაქტორში“ პირველი ჩაწერა რომ გვქონდა, ერთი ფოტო დაიდო და წამოვიდა თავზე გადავლები. არადა, ჩვეულებრივი ფოტოა, ვდგავარ და ვიღიმი. კომენტარებია: ფუ, რა არის... ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის. საქართველოში ყველაფერს შეგუებული ვარ. ისეთი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავძლებ. ჯოჯოხეთში რომ ჩამაგდო, თავს გავიტან.
– რამ გამოგიმუშავა იმუნიტეტი?
– საქართველომ და ქართველი ხალხის დამოკიდებულებამ.
რუსკა: არაფერი უნახავთ, არ იციან, მაგრამ უკვე ატეხეს პანიკა. ვერ ვასწავლე, რომ არ მიაქციოს ყურადღება. სულ ვეუბნები, რომ უბრალოდ, არ უნდა წაიკითხოს კომენტარები – არც კარგი, რომელიც ბევრია და არც ცუდი.
– რუსკა, წამყვანობის დიდი გამოცდილება გაქვს და რა რჩევას აძლევ ერეკლეს?
– ამ მხრივ, შეიძლება, მართლა მაქვს გამოცდილება. რაღაცეები ავუხსენით – ძირითადად, კამერებთან ურთიერთობისას, რომ არ განვმეორდეთ, ერთმანეთს არ „დავაჯდეთ” ლაპარაკისას. ეს კარგად უნდა დავამუღამოთ – მე რომ გავჩერდები, ამან გააგრძელოს და ასე შემდეგ. ლაპარაკზე დაჯდომას ერთი-ორი დღე დასჭირდა, მაგრამ ახლა კარგად მიდის ყველაფერი.
– ვინ ვის აჯდებოდა საუბრის დროს?
–  მე ვიწყებდი საუბარს და უცბად ეს მერთვებოდა.
ერეკლე: თან, სხვა თემით ვერთვებოდი. ეს კონკურსანტზე საუბრობდა, მონაწილის ქება-დიდება რომ იყო. მე კი მაინტერესებდა, რა ხდებოდა დარბაზში, ფილარმონიის გარეთ.
რუსკა: ორ დღეში აუღო ალღო და ლაივებში უკვე ყველაფერი გამოჩნდება.
– ხალხი შენ მიმართ დადებითად არის ყოველთვის განწყობილი. ამას როგორ ახერხებ, ასწავლი ერეკლეს?
– საიდუმლო ამაში არაფერია. უნდა აკმაყოფილებდე იმ სტანდარტს, რაც პროექტს სჭირდება – ამ შემთხვევაში „X ფაქტორს“ და უნდა იყო მართალი. რაღაცეებს არ ვთამაშობ. „სკამების კონკურსს“ სჭირდება, იყო უფრო მეტად მიმწოლი, მკაცრი, რადგან შოუ მიგყავს და შენ ხარ იქ დედაც და მამაც.
– შენ  დედა ხარ, ერეკლე – მამა?
– ჰო. პროექტის დიასახლისი ვარ, ამიტომ, სულ ვცდილობ, როცა საჭიროა სერიოზული ვიყო და როცა არა – არასერიოზულიც. თუმცა, საერთოდ არ ვთამაშობ, ბუნებრივი ვარ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ერეკლეს ძალიან კარგი იუმორი აქვს და ზუსტად ვიცი, პირდაპირ ეთერში იმპროვიზაციისას, ამყვება. მე რომ ავყვები, ეს ისედაც იცის.
– იუმორში ემთხვევით?
– აბსოლუტურად ერთნაირი იუმორი გვაქვს – შავი.
ერეკლე: მე ისეთი შავი მაქვს, ცოტა სიბნელეში გადადის.
რუსკა: ორ დღეში მოვახერხეთ, რომ შავი იუმორი უკან გადაგვეგდო და უბრალო იუმორი დაგვეტოვებინა. ჩვენ ვაცილებთ მონაწილეებს, ვუდგავართ გვერდში. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შევა კონკურსანტი სცენაზე. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ, შევაგულიანოთ და ისე გავუშვათ სცენაზე.
– ერეკლე, გაქვს მუსიკალური მონაცემები?
რუსკა: სიმღერაც შეუძლია და მუსიკის წერაც.
ერეკლე: მუსიკასთან ძალიან ახლოს ვარ, ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე. მუსიკალური განათლებაც მაქვს და ბევრი კურსი გავლილი. ფორტეპიანოზე ვუკრავ, დასარტყამზე და ბას-გიტარაზე. კიდევ...
– ხანდახან ნერვებზეც?
– ნერვებზე თამაში ძალიან მიყვარს.
– მაყურებლის ნერვებზეც ითამაშებთ?
რუსკა: მაყურებლის ნერვებზე ჯერ არ ვთამაშობთ, მერე, ალბათ, ვითამაშებთ.
– ერეკლე, როგორ მოხვდი ამ პროექტში?
ერეკლე: ჩვეულებრივ, ბანალური ისტორიაა. მივედი ერთ ქასთინგზე. გამტესტეს – ერთი 8 ქასთინგი გავიარე. ბოლო ქასთინგები რუსკასთან ერთად იყო – როგორ შევეწყობოდი სცენაზე, კულისებში, ფილარმონიაში. ბოლოს პროექტზეც ამიყვანეს.
რუსკა: წელს ძალიან კარგი კონკურსანტები მოვიდნენ. თვითონ ჟიურის წევრებიც ამბობენ – ვაიმე, ცუდ დღეში ვართო. ყველა კატეგორიას განსაკუთრებული მონაწილეები ეყოლება.
– ერეკლე, კონკურსანტი გოგონები რომ გხედავენ სიმპათიურ ბიჭს, რომელიც მათ გვერდში უდგათ, ალბათ, ეს მათ განწყობაზეც მოქმედებს.
რუსკა: როგორ არ მოქმედებს? – მოქმედებს.
– ერთმანეთს რაში აჰყვებით ხოლმე ყველაზე ხშირად?
– აბსოლუტურად ყველაფერში ამყვა. მე აგყევი?
ერეკლე: კი, როგორ არა. ცანცარში ვგავართ ერთმანეთს. ბრახ! – უცებ რაღაც ჩაირთვება და მოულოდნელად, ვცანცარებთ.
რუსკა: ვეღარ ვჩერდებით, ძლივს გვამშვიდებენ.
– რუსკა, მითხარი, ყოველი წუთი მაქვს გაწერილიო. გათხოვებამ ხომ არ შეცვალა შენი გრაფიკი?
– ოჯახზე არაფერს ვამბობ. მთელი ცხოვრება როგორ რეჟიმშიც ვიყავი, იგივე რეჟიმში ვარ. რეპეტიციები მაქვს თეატრში. პრემიერისთვის ვემზადებით – გადარბენები მაქვს, მძინავს ცოტა, ვიღვიძებ ადრე და ვმუშაობ ბევრს.
– ერეკლე, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
ერეკლე: პირადზე კატეგორიულად არაფერს ვამბობ. გოგონები, როგორც მანამდე, ახლაც აგრძელებენ აქტიურობას.
 – მათი შეფასების როგორი კრიტერიუმი გაქვს?
– ერთი კრიტერიუმი მაქვს, რომ გოგო უნდა იყოს სუფთა, მოვლილი, პირს რომ გააღებს, კუდის სუნი არ უნდა ამოსდიოდეს. თუ ყბა თავზე არ აქვს და მოვლილია, აღარ აქვს მნიშვნელობა – გოგოა, რა... ყველა ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის ჩემი ხასიათია აუტანელი, ვიღაცა ჩემთვის არის აუტანელი.
– როგორი ხასიათი გაქვს ეკრანის, სცენის მიღმა?
რუსკა: გიჟია, გიჟი.
ერეკლე: მძიმე ტიპი ვარ, რაღაცნაირი, არაკომფორტული. საკუთარ თავზე ვერ ვილაპრაკებ. არ ვიცი, რა ვთქვა. ვიღაცისთვის კარგი ხასიათი მაქვს, ვიღაცისთვის – არა. საკუთარ თავთან კი იდეალური ვარ.
რუსკა: ჩემთანაც კომფორტულია ძალიან.

скачать dle 11.3