კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღაფრთოვანა ნინო ბურკაძემ ინგლისის პრინცის, ჩარლზის ძმა და მონსერატ კაბალიე და რამდენ ჯვარს შორის გამოარჩია პატრიარქმა მისი ნამუშევარი

ნინო ბურკაძე – ხელოვანი, რომელსაც „ბეჭდების მბრძანებელს“ უწოდებენ, სამოღვაწეო ასპარეზზე ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოვიდა. მას შემდეგ იყო უამრავი ფერწერული ტილო, დეკორატიული მარაოები, ხელოვნების ნიმუშად ქცეული ლანგრები და შემდეგ მცირე შესვენება – ოჯახი, შვილები და მძიმე 90-იანი წლები. თუმცა, ხელოვნების გარეშე დიდხანს ვერ გაძლო. დანაკლისი მინანქარზე მუშაობამ შეუვსო და უკვე ოცი წელია, მინანქარი ხელოვნების დონემდე აჰყავს. მისი შემოქმედებით აღფრთოვანებულთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანია: ინგლისის პრინც ჩარლზის ძმა, პატრიარქი, სოფიკო ჭიაურელი, მონსერატ კაბალიე... ბევრი ჯილდო მიიღო, თუმცა ამაზე საუბარი დიდად არ უყვარს. მთავარი მისთვის ხალხის მოწონებაა, რომელიც არასდროს აკლდა.
ნინო ბურკაძე: სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე. ჯერ კიდევ პირველ-მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა აბანოთუბანში ნახატების ღია გამოფენა-გაყიდვა მოეწყო მხატვრებისთვის. ოთხნი მივდიოდით: მე, ნინო ჩიტაიშვილი, დოდო თაყაიშვილი და კობა ხოფერია, მაგრამ ადგილები უკვე შევსებული დაგხვდა. ყურებჩამოყრილები წამოვედით უკან. სანაპიროს გამოვუყევით და უცებ გადავწყვიტე, იქვე, ალექსანდრეს ბაღთან დავმდგარიყავით. ასეც მოვიქეცით. მილიცია გვიშლიდა, რადგან მანქანები ჩერდებოდა და ჩვენს ნახატებს ათვალიერებდნენ, რის გამოც მოძრაობა ფერხდებოდა. მალე საოცრება მოხდა: მანქანა გაჩერდა და ჩემი ნახატი იყიდეს. შემდეგ ჩემი მეგობრის და... ასე დაიწყო. თანხა, რომელიც ჩემს პირველ გაყიდულ ნახატში ავიღე, დედაჩემის მთელი თვის ხელფასს უდრიდა. კინაღამ გავგიჟდით სიხარულით. გადავწყვიტეთ, მომდევნო შაბათ-კვირასაც მივსულიყავით. ამ ყველაფერმა ნელ-ნელა ორგანიზებული სახე მიიღო. სტუდენტებიც თანდათან შემოგვემატნენ და ასე დაედო საფუძველი იმას, რაც ახლა აბანოთუბანთან ხდება. იცით, ის ადგილი რატომ ავირჩიე? ჩემს სახლთანაა ახლოს და ჩვენს ნამუშევრებს იქ ვინახავდით. ასე, ნაკლები წვალება გვჭირდებოდა. მოგვიანებით, მეხუმრებოდნენ, იქაურობას შენი სახელი უნდა დაერქვასო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გარემო იყო იქ მაშინ. ერთხელ, კაცი ცხვრებით მოვიდა და ჩვენი გაოცებული სახეები რომ დაინახა, გვითხრა, მეც მინდა ცხვრები გავყიდოო (იცინის).
– მარაოებსაც აკეთებდით. თან, სახელობითს და თბილისში ყველა ქალი თავის სახელობის მარაოს ეძებდა.
– ჩემი სადიპლომო ნაშრომი ესპანურ თემატიკაზეა შექმნილი. მასზე მუშაობის პროცესში ესპანურ ფოლკლორულ მუსიკას ვუსმენდი. მარაოების შექმნის იდეაც იმ დროს გამიჩნდა და გამოფენა გავაკეთე. ყველა მარაოს თავისი სახელი ჰქონდა და ყველა ქალბატონი თავის სახელობის მარაოს ეძებდა. ჩემი შექმნილი 44 მარაო გალერეაში მქონდა გამოფენილი. დიდ, თეთრ კედლებს ფერადი მარაოები ამშვენებდა. მათ შორის იყო: ნინო, უნა, ბიატრიჩე, ფატიმა, მზევინარი, ეკატერინე თუ სხვა. თითოეულ მარაოს ქალის სახელის ხასიათს ვუდარებდი. ერთხელაც, უცებ მანქანა გაჩერდა გამოფენის წინ. გადმოვიდა სოფიკო ჭიაურელი და მორბის. ის მთელი ცხოვრება მარაოს ატარებდა და ჩემი მარაოები რომ ნახა გაგიჟდა – რა საოცრებაა, რამდენი ქვეყნიდან ჩამოიტანეო და რომ გაიგო, ყველა ჩემი შექმნილი იყო, გაოცდა. დიდი ხნის ნაგროვები კოლექცია ჰგონებია. შთაბეჭდილებების წიგნში შემდეგი ჩანაწერი დამიტოვა: „გულით გილოცავთ, ეს მარაოები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უნდა გამოფინოთ. მერწმუნეთ, ესთეტიკური სიამოვნება და განცდა, რასაც ეს მარაოები აღწევს, შეიძლება მხოლოდ დიდმა ხელოვნებამ განგაცდევინოს”.
შემდეგ იყო ლანგრების გამოფენა. თითოეული მათგანი სხვადასხვა ქალაქის თემატიკაზე შევქმენი. თუმცა, მარაოსგან განსხვავებით, მას მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, შეგეძლო, ჩვეულებრივ გამოგეყენებინა.
– ისეთი პერიოდიც იყო, როცა თეატრიდან სხვადასხვა ქვეყნებში მიგქონდათ თქვენი შექმნილი კოსტიუმების ესკიზები და დიდ ყურადღებასაც იმსახურებდით.
– მაშინ რუსთაველის თეატრი ზენიტში იყო. საქართველოს ფიროსმანით, რუსთაველითა და რუსთაველის თეატრით ცნობდა დანარჩენი მსოფლიო. რობიკო სტურუასა და ლადო მესხიშვილის დამსახურებით რამდენიმე სტუდენტი ლონდონში წავედით გაცვლითი პროგრამით. ოცი კაციდან ქართველები მხოლოდ ოთხნი ვიყავით, დანარჩენები – რუსები. მაგრამ, გეფიცებით, ყველაზე მაგრები ჩვენ ვიყავით. ოთხივეს ნამუშევარი საუკეთესო იყო. მე გამოფენაზე „კაცია-ადამიანის“ კოსტიუმები და სცენოგრაფია გავიტანე. იქ პრინც ჩარლზის ძმა მოვიდა. გაგიჟდა, ისე მოეწონა და თარჯიმანს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. უნდოდა, ეყიდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი იყო და აბა, ეს როგორ შეიძლებოდა?!. გამოფენას ცნობილი თეატრმცოდნე ჩარლზ სპენსერი ესწრებოდა. მასაც მოეწონა ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, მაგრამ ნებისმიერი ნახატი რომ გადმოგეტრიალებინათ, უკან ეწერა – „არ შეიძლება გაყიდვა!“.
– თუმცა, რაღაც პერიოდი შეჩერდით კიდეც...
– მერე გავთხოვდი. ოჯახი, ბავშვები და ყოფითი პრობლემები გამიჩნდა. შესაბამისად, ხელოვნებამ შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. შემდეგ იყო 90-იანი წლები, ომი და საშინელება. ამიტომ, ხელოვნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ორი შვილი მყავს – ელენე და ლუკა. ბავშვებთან და საჭმელთან ერთად, არაფერი გამოგივა. თუმცა, ხელოვნებას ბოლომდე ვერ მოვშორდებოდი. ძალიან დიდ დანაკლისს განვიცდიდი, რომელიც მინანქარზე მუშაობამ შემივსო. დაახლოებით 20 წლის წინ დავინტერესდი. მაშინ ამ საქმით ცოტა ადამიანი იყო დაკავებული. ტექნოლოგია მეგობრის მამისგან ვისწავლე და უკვე 18 წელია, აქტიურად ვმუშაობ. ამდენი მუშაობის გამო მხედველობა ძალიან დამიზიანდა. 18 წელი ცოტა ხომ არაა. აქაც ექსპერიმენტებს მივმართე – მინდოდა, რაღაც ახალი გამეკეთებინა. ახალგაზრდა რომ ვიყავი, უფრო ჩქარა ვმუშაობდი, ახლა ერთი ბეჭდის შექნას თავიდან ბოლომდე დაახლოებით ერთ კვირას ვანდომებ. უფრო სწრაფადაც შეიძლება, მაგრამ სხვა საქმეც ხომ არსებობს?! სახელოსნო არ მაქვს, სახლში ვმუშაობ. დღისით სახლის საქმეებს ვაკეთებ და სამუშაოდ ღამე ვჯდები. თუმცა, ახლაც ძალიან მწყდება გული, რომ აღარ ვხატავ. როცა ძველ ნაცნობებს ვხვდები, გაოცებულები მეკითხებიან: როგორ? შენ აღარ ხატავ? რას ვიზამთ, ფერწერა თავგადადებას მოითხოვს, რისი საშუალებაც არაა.
– თქვენი სამკაული როგორ იქმნება?
– სამკაულს, ძირითადად, შემკვეთის ტიპაჟის მიხედვით ვქმნი. თუ ჩემს შეთავაზებას დაუჯერებს, ძალიან კარგი. მისი ნებაა, თუ ჩემს კომპეტენციაში ჩაერევა – ასეთებიც არიან, მაგრამ იშვიათად. ძირითდად, მენდობიან და არ ერევიან. შემკვეთებს შორის ქართველიც ბევრია და უცხოელიც. ფასი სხვადასხვაა – გააჩნია დიზაინს და მასალას. თუმცა, ოქროზე და ძვირფას ქვებზეა, ხელობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, იაფია-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩემი სამკაულები მაგარია (იცინის). არ ვტრაბახობ. ზოგადად, ქალი სამკაულების გარეშე ვერ წამომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი გაკეთებული მხოლოდ ერთი ბეჭედი მაქვს, ის ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
– ცნობილ ადამიანებს შორის ვინ ატარებს თქვენს ნამუშევარს?
– პატრიარქს აქვს ჩემი გაკეთებული ჯვარი. სამების ეკლესია ჯერ გახსნილი არ იყო, როცა ჩემთან მამა ალექსი მოვიდა და მითხრა, რომ შემოწირული თანხით, სამებისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდათ ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის სახელზე. რა თქმა უნდა, გავუკეთე და ჩემი ოჯახის სახელით უსასყიდლოდ შევწირე. მაშინ 13 ჯვარი აჩუქეს სამების ეკლესიას. მათ შორის პატრიარქმა ჩემი აირჩია და ყოველთვის იმით წირავდა.
– მონსერატ კაბალიეც მოხიბლულა თქვენი შექმნილი ბეჭდით...
– თბილისში „იავნანას“ კონცერტი იყო და მონსერატ კაბალიე მონაწილეობდა. კონცერტს მეც ვესწრებოდი და იქედან წამოსულმა ემოციებით აღსავსემ გალერიაში შევიარე, სადაც ჩემი ნამუშევრები იყო გამოფენილი. კონცერტიდან მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება დავიწყე მათთვის, ვინც იქ დამხვდა. ახლა ჩვენ მოგვისმინეო და მითხრეს, რომ მონსერატ კაბალიე გალერიაში ყოფილა მისული და ჩემი ბეჭედი მოსწონებია. თუმცა, პატარა მოსვლია და შემდეგ სხვა, თავის ზომის აურჩევია, რომელიც მისთვის პაატა ბურჭულაძეს უჩუქებია. საოცარი ემოცია იყო, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი (იცინის).

скачать dle 11.3