კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მიიწვია ნინი შერმადინი ბროდვეიზე მთავარი როლის შესასრულებლად და რატომ თქვა მან უარი ღამის ცხოვრებაზე

მომღერლი ნინი შერმადინი რამდენიმე წელია, ამერიკაში განაგრძობს კარიერას. საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად ახერხებს და ცდილობს, თავისი დროის ძირითადი ნაწილი ისევ და ისევ სიმღერას დაუთმოს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბროდვეის ერთ-ერთ შოუში მისი სოლისტობის შესახებ, რასაც ნინის ქართველი გულშემატკივარი სიხარულით შეხვდა. როგორ მოხვდა მომღერალი ბროდვეიზე და როგორ ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, ამის შესახებ თავად ნინი შერმადინი გვესაუბრა.

 – ნინი, ახლა რითი ხარ დაკავებული?
– ახლახან დავასრულე ახალი ალბომის პრეზენტაცია, სადაც არის ათი სიმღერა, სიმღერები ინგლისურენოვანია და ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის; ერთადერთი სიმღერის ტექსტი ეკუთვნის ჩემს მეგობარ ჯაბა ბუცხრიკიძეს და სწორედ ამ სიმღერის სახელი ჰქვია ალბომს.  ვმუშაობდი ბანკში, თუმცა ახლა უკვე აღარ ვმუშაობ იქ. მყავს მოსწავლეები, რომლებსაც სიმღერის კერძო გაკვეთილებს ვუტარებ.
– ბროდვეიზე როგორ მოხვდი?
– სამი წლის წინ ჩავწერე ორი სიმღერა ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთ სტუდიაში. მაშინ ჩემი მენეჯერი იყო მაიკლ ბროსონე, რომელიც საქართველოშიც მყავდა ჩამოყვანილი. ამ სტუდიაში ჰქონდათ ჩემ შესახებ ინფორმაცია – იმეილი, ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ. მათ მომწერეს, რომ  ერთ-ერთი მიუზიკლისთვის იმართება ქასთინგი და, თუ შეგიძლია, დაგვიკავშირდიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მივედი ქასთინგზე და ამიყვანეს. მაისში იწყება რეპეტიციები, ამჟამად ვსწავლობ სიმღერებს და ველოდები, როდის მომაწვდიან სცენარს. როდის და რომელ თეატრში დაიდგმება – ამ და კონტრაქტის სხვა დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. ეს არის მიუზიკლი  „Decades of diva“ რომლის მუსიკალური დირექტორი გახლავთ ფრენკ პრევიტი, რომელიც არის „ოსკარისა” და „ოქროს გლობუსის” მფლობელი ფილმის – „ბინძური ცეკვების” საუნდტრეკის ავტორი.
– ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი ჩამოსული. საქმიანი ვიზიტი იყო?
– ისე მოხდა, რომ აქ ბევრი საქმე მქონდა და ორწელიწად-ნახევარი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ჩამოვედი და გავაკეთე ჩემი კლიპისა და ალბომის პრეზენტაცია. ოთხი თვე დავრჩი თბილისში, მაგრამ ეს დრო მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მე და ჩემს შვილს ამდენხნიანი მონატრება აგვენაზღაურებინა. მარიამი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება. ზაფხულში ვაპირებ დედაჩემისა და მარიამის აქ წამოყვანას.
– მარიამს ხომ არ აქვს სიმღერის ნიჭი?
– მარიამი ჯერ 7 წლისაა. ვერ ვიტყვი, სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა-მეთქი, მაგრამ, ახერხებს სიმღერასაც. მას უფრო თანდაყოლილი მსახიობური ნიჭი აქვს და, ასევე, ძალიან კარგად ცეკვავს.
– რთული იყო უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?
– ადვილად არაფერი მოდის. რა თქმა უნდა, თავიდანვე ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. თავიდან ვმუშაობდი ოფისმენეჯერად, მერე ვმუშაობდი ბანკში, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ იყო ჩემს პროფესიასთან, მაგრამ, იმ მომენტში ასე იყო საჭირო. არანაირი სამსახური არ „ტეხავს,” სანამ ფეხზე მყარად დადგები და კარგად გაიცნობ აქაურობას. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც შრომა ყოველთვის ფასდება. აქ არ გჭირდება პროტეჟე, არ გჭირდება არავის შუამდგომლობა. ძალიანაც რომ მოინდომო, უბრალოდ, ვერაფერს „ჩააწყობ”. მე ვარ იმის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ნულიდან დაიწყო და ნელ-ნელა მიაღწიო სასურველ შედეგს. მე ვიპოვე ეს ძალა საკუთარ თავში, რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი წარმატების საძებნელად. ყველაზე დიდი სტიმული წამოსასვლელად მომცეს ფატუნამ და ლაშა ონიანმა და ამისთვის ამ ორი ადამიანის მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. არ დავიღლები იმის მტკიცებით, რომ მთავარია, გჯეროდეს შენი შესაძლებლობების და ყველაფერი გამოვა!
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– რომ გითხრათ, კლუბებისა და ღამის ცხოვრების მოყვარული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, გამოვედი მაგ ასაკიდან. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვნახულობ ჩემს მეგობრებს. აქ მყავს როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი მეგობრები. ხშირად იმართება ქართული კულტურული ღონისძიებები, სადაც ვიღებ მონაწილეობას. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიმღერე კაფეში, რომელსაც „ვა” ჰქვია. ესაა ისტორიული კაფე, სადაც უმღერიათ ისეთი დონის მომღერლებს, როგორებიც არიან: უიტნი ჰიუსტონი, ბობ მარლი, ბობ დილანი... აქ დაიწყო თავისი მოღვაწეობა ჯიმი ჰენდრიქსმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ამ კაფეს სანახავად და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. მითხრეს, როცა გინდა, მოდი და შენ ყოველთვის გექნება აქ სიმღერის შესაძლებლობაო. არ დაგიმალავთ და, ამ კაფეში სიმღერაზე ბევრჯერ მიოცნებია. მათი ბენდის წევრები არიან გენიალური მუსიკოსები და მათთან ერთად შესრულება ჩემთვის ძალიან დიდი მასტერკლასია. სხვადასხვა კლუბშიც მიწევს გამოსვლა; კვირაში ერთი დღე კი ვმღერი ქართულ რესტორან „მიმინოში”.
– არის ამერიკა ის ქვეყანა, სადაც ნინი შერმადინი დარჩება საცხოვრებლად?
– აუცილებლად! ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მენატრება კიდეც, როცა აქეთ ვარ, მაგრამ, ამერიკა არის ის ქვეყანა, სადაც აუცილებლად დავრჩები საცხოვრებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა მოვახერხებ, ცოტა ხნით ჩამოვალ ხოლმე საქართველოში.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი. მართლა, არ ვმალავ.
– შესაძლებელია, რომ არაქართველი შეგიყვარდეს?
– კი, რატომაც არა. ამერიკელი ბიჭები ზედმეტად გაწონასწორებულები და ზრდილობიანები არიან, რაც მე ძალიან მომწონს. ზოგადად, ასეთია ამერიკელი ხალხი. ძალიან უბრალოები არიან და ყოველგვარი ზედმეტი ინტერესების გარეშე მეგობრობენ შენთან. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, რომ შემიყვარდეს-მეთქი. ჩემთვის ადამიანთან ურთიერთობისას ყველაზე მთავარია, გვესმოდეს ერთმანეთის, ერთ ტალღაზე უნდა ვიყოთ, მასთან დაძაბული არ უნდა ვიყო, კომფორტულად უნდა ვიგრძნო თავი და, ქართველი იქნება ის თუ ამერიკელი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

скачать dle 11.3