კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნატა: გვანცა ისეთი პიროვნებაა, შეიძლება, საერთოდ ვერც გავუბედო რაღაცის თქმა

ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ახლა უკვე არა როგორც ბიზნესმენისა და სპორტსმენის მეუღლე, არამედ, როგორც პოლიტიკოსის ცოლი, ისე წარდგება საზოგადოების წინაშე – ვახო მჭედლიძე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გახდა ლაგოდეხში, რამაც წყვილის ურთიერთობაში დროის უკმარისობის გარდა არაფერი შეცვალა, თუმცა, როცა ვახო თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, თავად ერეკლე და გვანცა ჩადიან მასთან. გვანცას დედა, ნატა ღეჩუაშვილი, ცნობილი ექიმი რადიოლოგია, რომელიც თავის პროფესიას აქტიურად უთავსებს ქველმოქმედებას. მისი და გვანცას ურთიერთობა ძალიან თბილი და მეგობრულია. მალე დედა-შვილი საქველმოქმედო საღამოს გამართვას აპირებს, სადაც მათი ახალი სიმღერის პრემიერაც შედგება. მათთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
ნატა: ორ აპრილს, საქველმოქმედო საღამო გაიმართება  ექვსი ობოლი ძმის დასახმარებლად, რომლებიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქედში ცხოვრობენ. სრულიად შემთხვევით გავიგე ამ ბავშვების არსებობა და, ბუნებრივია, ძალიან იმოქმედა ჩემზე. მამა 9 წლის წინ გარდაეცვალათ და არც დედაა მათ გვერდით. ვაჟა, დათო, სოსო, ბართლომე, ღვთისო და ბესიკი ძალიან ნიჭიერი და კარგი ბავშვები არიან, რაც მთავარია, უყვართ შრომა, მაგრამ საშუალება არ აქვთ, თავიანთი შრომით მოიპოვონ სარჩო. უფროსი ახლა გახდა სრულწლოვანი. ცხოვრობენ უმძიმეს პირობებში. თავიდან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ დავხმარებოდი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მომაწოდა ეს იდეა. ჩვენი მხარდამჭერები არიან სტუდია „არაგვიანი” და ორგანიზაცია „ჩვენი ფშავი”. შეიკრიბა მომღერლების ჯგუფი. ძმებიდან ერთ-ერთი – ბართლომეც იღებს მონაწილეობას, რომელსაც აქვს დეკლამირების ნიჭი და ვაჟა-ფშაველას ყველა პოემა იცის ზეპირად; ასევე, ჩემი და გვანცას ახალი დუეტის პრემიერაც შედგება ამ საღამოს.
გვანცა: ვიცით, რომ არ აქვთ ავეჯი – გაჭირვების გამო გაყიდეს; უნდათ, ჰყავდეთ საქონელი, შესაკეთებელი აქვთ სახლი, თან, უფროსი ძმა აპრილში შვილს ელოდება... მოკლედ, ბევრი გასაჭირი აქვთ და, გვინდა, მცირედით მაინც  შევცვალოთ რამე მათ ცხოვრებაში, თორემ, ამით უზრუნველ მომავალს ვერ შევუქმნით.
– როგორ თანამშრომლობთ დედა-შვილი?
ნატა: უცებ რაღაც იდეა მომივა თავში და მაშინვე ვურეკავ: გვანცა, აბა, ეს ასე უკეთესი ხომ არ იქნება?
გვანცა: ჩვენი ურთიერთობა ასეთია: მჭირდება ყველაფრის შეხსენება, რამდენჯერმე თქმა და ცოტა ნელი ვარ. ნატა არის ჩემი ინდიკატორი: რომ ჩართავს ხოლმე, მერე ვხვდები, რომ ახლა უნდა ვიმოძრაო (იცინის). ვაერთიანებთ ძალებს.
ნატა: მთლად ასეც არ არის. ზოგადად, ადრე უფრო ჰქონდა მსგავსი მომენტები. ახლა სხვანაირი გახდა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავს თვისებებს გამოამჟღავნებდა ცხოვრებაში.
– რას გულისხმობთ?
– უფრო მობილიზებული გახდა. „მის სამყაროდან” საერთოდ სხვა ადამიანი ჩამოვიდა. ერთი თვე იყო თავის თავზე დამოკიდებული, თვითონ იყო ყველაფერი. ახლა აზვიადებს, რომ ყველაფერში ჩემი შეხსენება სჭირდება.
გვანცა: ისეთ რაღაცეებში, რაც საქმეს სჭირდება, თორემ, ჩემს ცხოვრებას თავად განვკარგავ. სულ ვცდილობ, ნაკლებად ჩავაყენო საქმის კურსში და, თუ რამე პრობლემა მაქვს, მერე ვაგებინებ, როცა მოვაგვარებ (იცინის).
– როგორც ვხედავ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ.
ნატა: ვცდილობთ. გვანცა ისეთი პიროვნებაა, რომ, შეიძლება, საერთოდ ვერც გავუბედო რაღაცის თქმა. „ალოზე” უკვე ვხვდები, როგორაა. თუ შევატყობ, რომ ისე არაა საქმე, როგორც უნდა იყოს, მაშინვე არ ჩავეძიები, რადგან ვიცი მისი ხასიათი. არასდროს ჩავრეულვარ მის საქმეებში და პირად ცხოვრებაში.
გვანცა: ბევრჯერ ყოფილა, „ალო” ისე მითქვამს, რომ არაფერი შეემჩნია (იცინის).
– მის საქმეებში არ ერეოდით, ანუ, დამოუკიდებლობას ბავშვობიდან იყო მიჩვეული?
ნატა: ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი იყო და ესეც ჩემს დამსახურებად მიმაჩნია. მე სულ ვმუშაობდი, დღე და ღამე სამსახურში ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა ბავშვები სკოლიდან მოდიოდნენ და თვითონ იცხელებდნენ საჭმელს.
გვანცა: მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა, იმის შეგრძნება, რომ დედა არ იყო სახლში, არასდროს მქონია. ეს ყველაზე კარგი მიღწევაა შვილის აღზრდის პროცესში. იმავეს ვცდილობ მეც ჩემს შვილთან.
– გვანცამ სამოდელო კარიერა დაიწყო, თქვენ როგორ მიიღეთ მისი ეს გადაწყვეტილება?
გვანცა: მე კი არ დავიწყე, ნატამ დაიწყო ჩემი ფეხებით (იცინის).
ნატა: მისი სამოდელო კარიერა და „მის საქართველოზე” გასვლა ჩემი ინიციატივა იყო. მე მგონი, კარგი ტრამპლინი იყო ეს მისთვის და გვანცას კარიერაში ყოველივე ამან დიდი როლი ითამაშა. ერთ მშვენიერ დღეს მომივიდა თავში ეს ყველაფერი, მანამდე კი ღამეები არ მეძინა, ოღონდ, გვანცასთვის არაფერი მითქვამს. ერთ საღამოს, ვუყურებთ ტელევიზორს, „მის სელენა უკრაინა” გადიოდა და გაიმარჯვა გოგომ, რომელიც დიდად არ მოგვწონდა. მაშინ ვეუბნები გვანცას: ახლა წარმოიდგინე, „მის საქართველოზე” რომ გახვიდე, მეორე ადგილი აიღო და „მის სამყაროზე” გაემგზავრო-მეთქი. კაი, რა, დედა, რაებს ამბობ, საიდან მოიტანეო. ზუსტად მეორე წელს, ამ გოგონას გვერდით ოთახში იყო „მის სამყაროზე”.
– ერეკლე როგორი ბიჭია?
– უპირველეს ყოვლისა, არის პიროვნება, რომელსაც, თუ რამის გაკეთება არ უნდა, ვერაფრით ვერ გააკეთებინებ – ამაში ის ყოველთვის მართალია და აქვს არგუმენტები.
გვანცა: მარტონი რომ ვართ სახლში, შეხმატკბილებულად და შეთანხმებულად ვმოქმედებთ. არ მახსოვს, დღის ბოლოს მეთქვას, დავიღალე-მეთქი, იმიტომ, რომ ეს არის ბავშვი-კომფორტი. ისეთ სითბოსა და სიტკბოს გამოხატავს ჩემ მიმართ, ბედნიერების რომელ საფეხურზე ვარ ხოლმე, არ ვიცი.
ნატა: მე მგონი, მარტო შენ მიმართ აქვთ ასეთი დამოკიდებულება (იცინის), ცოტა უკარებაა.
– გვანცა, მკაცრი დედა ხარ?
ნატა: იცით, როგორი დედაა? თავისი პრინციპები აქვს. „რუსთავი-2-ში” ფსიქოლოგებისა და  პედიატრების თემებიც ხომ აქვთ ხოლმე და, იქიდან მოდის „აკრეფილი” და ამ პრინციპების მიხედვით ზრდის (იცინის).
გვანცა: რაც უფრო მეტ რაღაცას იგებ, უფრო ძნელი ყოფილა. მგონია, რომ სწორად ვიქცევი – თავისუფალი აღზრდის მეთოდი მაქვს.
– გვანცას თუ ჰქონდა ბავშვობაში შეზღუდვები და აკრძალვები?
ნატა: არა, თვითონ თქვას თუ ოდესმე დამისჯია, სადმე არ გამიშვია ან რამე ასეთი თუ ყოფილა. მართლა არ დამჭირვებია მსგავსი რამ, რადგან გვანცა ყველა ასაკში კარგი ბავშვი იყო; არც თინეიჯერობის ასაკში მიმიმართავს რაიმე განსაკუთრებული ხერხისთვის. მერე შეუყვარდა თავისი ქმარი და იქ უკვე არავინ ჩარეულა, თან, ისეთი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, აზრიც არ ჰქონდა.
– როდის გითხრათ ვახოს შესახებ?
– მე ყველაფერი ვიცოდი. პირველად რომ შეხვდა, ისიც ვიცოდი, მეორედაც და მესამედაც. აი, მესამედ რომ შეხვდა, მაშინ ვიფიქრე, რაღაცაშია საქმე-მეთქი, რადგან ორ ჯერზე მეტად არავის ხვდებოდა.
– ანუ, საკუთარ საიდუმლოებსაც გიყვებოდათ?
– კი, ყველაფერს. მაგრამ, არასდროს მოუყოლია თავისი მეგობრების პირადი ცხოვრების შესახებ.
გვანცა: მოზომილად ვეუბნებოდი (იცინის). არ მიყვარს, როცა ურთიერთობაში ზღვარი არაა, მნიშვნელობა არ აქვს, დედაშვილობა იქნება ეს  თუ მეგობრობა.
– გვანცა, ვახო ყოფილი მორაგბეა. ერეკლეც, მამის მსგავსად, სპორტის ამ სახეობას ხომ არ გაჰყვება?
– ეს ლაპარაკი ყოველთვის არის. როცა ვუყურებთ ხოლმე თამაშს, ერეკლეც ჩვენთან ერთად უყურებს. ძალიან მოსწონს მამამისის მეგობრები რომ მოდიან და ჩაუსხდებიან ხოლმე. ვახოსაც სულ დაჰყავს სტადიონზე და ასე შემდეგ. თუ მონაცემები და სურვილი ექნება, ითამაშებს.
– როგორ უთავსებ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს?
– მშვენივრად. სამსახურის მერე, რა თქმა უნდა, სახლში გავრბივარ, რაც შეიძლება მალე რომ მივიდე და ვნახო, მაგრამ ეს არ მღლის. იმდენად კომფორტული ბავშვია, პრეზენტაციებზეც მიმყავს, ყველგან ერთად დავდივართ, ვსეირნობთ და, მოკლედ, მაქსიმალურად ერთად ვატარებთ დროს.
– ალბათ, მეუღლეც გიწყობს ხელს.
– რა თქმა უნდა. პატარა რომ იყო, ვერ იტოვებდა, მაგრამ ახლა ყოფილა, რამდენიმე დღით წაუყვანია. კარგად გრძნობენ თავს ერთად და მოსწონთ ერთად ყოფნა. შეიძლება, ამ დროს პირმოთხვრილი იყოს, მაგრამ, ეგ არ არის პრობლემა. ვიზუალით გაარჩევ, ვისთან იყო ბავშვი (იცინის).
– ორივე დაკავებული ხართ, როდის ახერხებთ ერთად შეკრებას?
– თუ გავითვალისწინეთ ჩემი მეუღლის ახალ საქმიანობას (ლაგოდეხის რაიონში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერია) – საღამოობით. როცა თბილისში არ არის, ჩვენ ჩავდივართ მასთან. რომ შევიკრიბებით ხოლმე, ერეკლე ამბობს, ჩვენ ერთი გუნდი ვართო, ორივეს ჩაგვეხუტება და გვკოცნის.
– როგორია პოლიტიკოსის ცოლობა?
– ძალიან სანერვიულოა. ყველაზე მეტად რაც მამშვიდებს, ისაა, რომ ვახო არის პასუხსიმგებლობიანი ადამიანი.
– თავადაც ხომ არ აპირებ პოლიტიკაში წასვლას?
– არაფერია გამორიცხული.

скачать dle 11.3