კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გაიყვეს ერთი გოგო ბრენდონ სტოუნმა და ბითბოქსერმა ვახტანგ კალანდაძემ

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, კომპოზიტორისა და პროდიუსერის, ბრენდონ სტოუნის არა მარტო კარიერაში, ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეა – ის მეორე შვილის მამა გახდა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს მას ვაჟკაცის დაბადებას და უსურვებს წარმატებებს ცხოვრებაში. როგორც თავად ამბობს, ახლა მისი პასუხისმგებლობა გაორმაგდა. თუმცა, მსოფლიოში, ბოლო დროს მიმდინარე ნეგატიური მოვლენების გამო, ძალიან განიცდის და ცდილობს, ეს მის შემოქმედებას არ დაეტყოს.

 ბრენდონ სტოუნი: ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიურმა მოვლენებმა, გახშირებულ ტერაქტებს ვგულისხმობ, ძალიან დამზაფრა. ჩემი საქმიანობის გამო, ხშირი გადაადგილებები მიწევს – ყოველ მეორე დღეს ცაში ვარ, დღეს რომ ერთ ქვეყანაში ვარ, ხვალ მეორეში მივფრინავ. ორი ჩემოდანი სულ ჩალაგებული მაქვს. ერთს რომ დავდებ, მეორეს ვიღებ და მივფრინავ. ბოლო დროს კი, ცოტა შიში დამეუფლა. თვითმფრინავში რომ ვჯდები, შიში მიპყრობს, არ ააფეთქონ, არ ჩამოვარდეს... ამაზე ადრე არ ვფიქრობდი, მაგრამ დაგვაფიქრეს. ბოლოს, ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა, სრულიად შემძრა. ეს რასაკვირველია, ჩემს საქმიანობაზეც აისახება. ადრე, იმაზე ფიქრობდა ხალხი, სად წასულიყო დროის გასატარებლად, კონცერტის მოსასმენად. დღეს კი იმას ფიქრობენ, თავი როგორ გადაირჩინონ და უსაფრთხო გარემო შეიქმნან. მადლობა ღმერთს, ძლიერი ვარ და ვცდილობ, ჩემი მუსიკით ხალხს პოზიტიური განწყობა შევუქმნა. ვერცერთი ტერორისტი ჩემს მუზას ვერ დააფრთხობს და ვერ დამიშლის, ვწერო პოზიტიური მუსიკა. ეს გამორიცხულია. იმის თქმა მინდა, რომ რაც მეტი ნეგატიური მოხდება ჩემ ირგვლივ, მით მეტი პოზიტივით ვუპასუხებ. მართალია, დაღუპული ხალხის გამო ძალიან განვიცდი, მაგრამ ამ დროს მათ ახლობლებს ასეთი მუსიკით ვუდგევარ გვერდით.
– შენს პირად ცხოვრებაში საკმაოდ კარგი სიახლეა. მეორე შვილი შეგეძინა და როგორც გავიგე, მას შენი გარდაცვლილი პროდიუსერის პატივსაცემად შეურჩიე სახელი.
– დიახ, მართლაც წარმატებულად მიდის ჩემი ცხოვრება, რისთვისაც ბევრი ვიშრომე. ჩემს ვაჟს კი დანიელ-რიჩარდი დავარქვი, ჩემი აწ გარდაცვლილი პროდიუსერის პატივსაცემად. ხუთი წლის წინ დაიღუპა და მეორე მამასავით მყავდა. მას დანიელი ერქვა. რიჩარდი კი ჩემს პაპას ერქვა. ეს ორი სახელი გავაერთიანე და ჩემს შვილს დანიელ-რიჩარდი დავარქვი. ბავშვი რომ დაიბადა, ერთი თვე არსად გავფრენილვარ. ცოლს ვეხმარებოდი და თან მუსიკას ვწერდი. ოჯახის წევრები ხუმრობდნენ: რა ხდება, ყოველ მეორე დღეს ცაში ხარ და ჰაერი არ მოგენატრაო? (იცინის) სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, მაგრამ ახლა, როცა ორი შვილის მამა ვარ – გამიასმაგდა. სტიმულიც მეტი მაქვს და უფრო ფრთხილიც გავხდი. ვხუმრობ ხოლმე, აქამდე თუ დღე-ღამეში 24 საათი ვმუშაობდი, ახლა 26 საათი უნდა ვიმუშაო-მეთქი (იცინის). დედამიწა უნდა ავაჩქარო და დროს გავუსწრო. რა ვიცი, ხვალ რა ხდება და დღეს უნდა მოვასწრო ის, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. მინდა, ჩემი მუსიკით ხალხს მეტი სიამოვნება მივანიჭო და ამით, მეც ბედნიერი ვიყო.
– წელს, შენი საუნდტრეკი, რომელიც კინოფილმისთვის შეიქმნა, ინდონეზიაში წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს. თუმცა, თავად დაჯილდოებაზე არ ყოფილხარ. რატომ?
– ინდონეზიაში საკმაოდ პოპულარულია მომღერალი სანდი სანდორო, რომელიც ჩემი აღმოჩენილია და მან, 2009 წელს, იურმალის „ახალი ტალღის“ კონკურსით გაითქვა სახელი, როგორც გამარჯვებულმა. მისი პროდიუსერი გავხდი და ხშირად ვწერ მისთვის სიმღერებს. სანდი დამიკავშირდა და მთხოვა, სიმღერა დავწერე, გიტარაზე თავად ვუკრავ და მინდა შენ დააპროდიუსეროო. მოკლედ, გადმომიგზავნა, მოვუსმინე და ძალიან მომეწონა. ეს სიმღერა, ერთ-ერთ  ინდონეზიურ ფილმს საუნდტრეკად დაადეს და თქვენ წარმოიდგინეთ, წლის საუკეთესოდაც აღაირეს. სანდიმ დამირეკა, ახლა დაჯილდოებაზე ვარ და ჩვენმა სიმღერამ გაიმარჯვაო. თავად ვერ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ მთავარია, პრიზი ავიღეთ. ეს დიდი დაფასებაა.
– მარტის ბოლოს, მოსკოვში იმართება „მის მოსკოვი 2016“, სადაც ოფიციალური სტუმრის სტატუსით ხარ მიწვეული. და როგორც ვიცი, ერთ-ერთ, ასევე წარმატებულ ქართველთან ერთად, დუეტში უნდა იმღერო. რა კრიტერიუმით შეგარჩიეს?
– დიახ, მარტის ბოლოს, იმართება „მის მოსკოვი 2016“, სადაც ჟიურიში რუსი შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები იქნებიან. ორგანიზატორებმა დამირეკეს და მე და ქართველი ბითბოქსერი ვახტანგ კალანდაძეც გამოვდივართ. სიმღერა, რომელიც დუეტში ჩავწერეთ, საკმაოდ პოპულარული გახდა რუსეთში, კლიპი ყველა რუსულ ტელეარხზე ხშირად ტრიალებს და ტოპ-ათეულშიც მოხვდა. ჩვენი პირველი დუეტია და მიხარია, რომ ასეთი წარმატებული გამოდგა. სიმღერა კი იცით, რაზეა? მე და ვახტანგს შეგვიყვარდა ერთი გოგო და ვერ გავიყავით. ბევრი ვიბრძოლეთ და ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო მთავარია, ვიდრე ქალი. ირინა დუბცოვას კონცერტზე გამოვდიოდი, იქ გაიგო ჩემი ქართული საუბარი, მოვიდა და მკითხა: ბრენდონ, შენ ქართველი ხარო (იცინის). გადაირია სიხარულით. დღეს, მეგობრები ვართ. ამას წინათ ვლაპარაკობდით – რა მაგრები ვართ ეს ქართველები, სადაც ფეხი დავდგით, ყველგან ვაჩვენეთ, რა შეგვიძლიაო. მართლაც საამაყოა, როცა ამ პატარა ქვეყნიდან წახვალ, გერმანიაში დაიწყებ ცხოვრებას; რუსეთში შენი სიმღერები საკმაოდ მოთხოვნადია და სრულიად უცხო მხარეშიც კი, შენი შექმნილი სიმღერა ნომინირებულია, როგორც ნომერ პირველი. ეს იღბალიცაა და ბევრი შრომის შედეგიც. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემი მუსიკა ხალხს მოსწონებოდა და ამას მივაღწიე. ეს ჩემი გამარჯვებაა. შოუ-ბიზნესის ბევრი რუსი ვარსკვლავი მღერის ჩემს სიმღერას. მაგალითად, ანი ლორაკი, სანი კაზანოვა, ირინა დუბცოვა და ასე შემდეგ.
– სამწუხაროდ, საქართველოში შენი სიმღერები არ არის პოპულარული. არ გიფიქრია შენს ქვეყანაში სოლო კონცერტის გამართვა?
– როგორ არ მიფიქრია? და თუ ვინმე დამიძახებს საქართველოში, პირველივე რეისით გადმოვფრინდები. მე ხომ არ დავგეგმავ კონცერტს, დავბეჭდავ ბილეთებს და გავყიდი?! მართლა ოცნებად მექცა ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხისთვის სიმღერა. მართალი ხართ, მე საქართველოში არ მიცნობენ, თუ მიცნობენ, არც კი იციან რომ ქართველი ვარ. არადა, ყველგან ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, ბრენდონი მქვია და სტოუნი ვარ გვარად, ქართველი ვარ-მეთქი. სამწუხაროდ, უცხოეთში უფრო იციან, რომ ქართველი ვარ, ვიდრე საქართველოში. ახლა მე და ვახტანგი ვგეგმავთ, ქართულად გადავთარგმნოთ დუეტი და საქართველოში ჩამოვიტანოთ. იქნებ, ასე მაინც გავაცნოთ თავი.
– კონკურსი „ახალი ტალღა“ ახლოვდება, რომელიც სოჭში გაიმართება. ისევ ხარ ამ პროექტში მუსიკალურ ხელმძღვანელად?
– ძალიან მინდა „ახალ ტალღაში“ ქართველებმა ისევ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ბევრი კარგი მომღერალი გვყავს და გამარჯვების შანსიც, შესაბამისად, დიდია. მე ამ პროექტში, რასაკვირველია, ვრჩები, მაგრამ არა როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი. ვარჩიე, თავისუფალი ვიყო და  მქონდეს ექსკლუზიური უფლება, თავად ავირჩიო მომღერალი, ვისი პროდიუსერიც გავხდები. ადრე ორგანიზატორები მიკვეთავდნენ ვისი პროდიუსერი უნდა ვყოფილიყავი. დღეს კი ამ არჩევანს თავად ვაკეთებ. ბოლოს კი გპირდებით, რომ ახალ ქართულ სიმღერას დავწერ, ჩამოვიტან და თუ ვერ მცნობენ, ასე მაინც გავაცნობ ჩემს ხალხს თავს (იცინის).

скачать dle 11.3