რატომ აქვს მნიშვნელობა აბაზანის მიღების დღეს და რატომ არ უნდა ატაროთ ჯიბით გასაღები
ზოგჯერ შურიანი ადამიანის ნეგატიური ენერგიის წყალობით, სახლში ისეთი აურა იქმნება, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან საშიშია ყოფნა. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მაია ამბობს, არსებობს სპეციალური მეთოდები და წესები, რომლითაც შეგვიძლია სახლი და ოჯახის წევრები დავიცვათ უარყოფითი ენერგიებისგან, რომ იქ სიმშვიდემ და იდილიამ დაისადგუროს.
მაია: ყველა სახლში იბუდებს ცუდი აურა, ენერგია და მისგან გათავისუფლება აუცილებელია. არსებობს მაგიური მეთოდები, რომლის დახმარებითაც თქვენს საცხოვრებელს ადვილად გაათავისუფლებთ ჭუჭყიანი ასტრალური ენერგიისგან. ძნელია, სახლში მისულს რომ რაღაც გაწუხებს, შენს ადგილს ვერ პოულობ, არადა, თითქოს ყველაფერი რიგზე და თავის ადგილზეა. შემიძლია, შემოგთავაზოთ რჩევები, რითაც შეგიძლიათ, გაანეიტრალოთ ის შავი და ბოროტი ენერგია, რომელიც თქვენს სახლში შურიანმა და ბოროტმა ადამიანებმა შემოიტანეს. შემიძლია, გასწავლოთ მარტივი მეთოდები, რომლითაც ადვილად შეძლებთ, ბოროტ ძალას გაუმკლავდეთ. ამ რჩევებს თუ წესებს ჩვენს ბინებში სიმშვიდე მოაქვს. მაგალითად, სამზარეულო ის ადგილია, სადაც ხშირად ეპატიჟებით სტუმარს, მეგობარს თუ მეზობელს ყავის ან ჩაის დასალევად, საჭორაოდ. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ შეიძლება, თქვენმა სტუმარმა ბოროტი ენერგია დატოვოს იქ. ხომ არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებსაც ახლობლებისაც შურთ. ამიტომ, ამისგან რომ თავი და სამზარეულო დაიცვათ, კედელზე გამოსაჩენ ადგილას დაკიდეთ ნივრის ასხმა. ოღონდ ის არ უნდა იყოს დეკორატიული და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ საჭმელში მისი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. ასევე, ბოროტ თვალს ებრძვის სამზარეულოს მაგიდაზე დადგმული დეკორატიული ქოთანი, რომელშიც მარილი, სამი ნემსი და სამი ლურსმანია ჩამალული. ხშირად აანთეთ სამზარეულოში წითელი ან ყვითელი ფერის სანთლები. ესეც ცუდ და ბოროტ ენერგიას გაანეიტრალებს. არასდროს დატოვოთ იქ მდგარი კარადების კარი ღია. ამან შესაძლოა, გაჭირვება მოგიტანოთ. სახლის კარის დაცვა კი, უარყოფითი ენერგიისგან ყველაზე კარგად ვარდის ეკლიან ყლორტებს შეუძლია. ეკლები ავ თვალს ადვილად ანეიტრალებს. თუ გსურთ, კეთილდღეობამ დაისადგუროს ბინაში, შესასვლელში, კარის პირდაპირ ჩამოკიდეთ ვარდის ეკლიანი ტოტები, ან შეგიძლიათ, ფეხის საწმენდის ქვეშაც დადოთ. არასდროს დატოვოთ კარი ოდნავ შეღებული, რადგან ამ დროს უარყოფითი ენერგია ადვილად შემოდის. ასევე, სასწრაფოდ შეაკეთეთ ან გამოცვალეთ გაფუჭებული საკეტი. საერთოდ, გასაღებს უდიდესი მაგიური თვისებები აქვს. მაგალითად, თუ პატარა გასაღებს ჩამოიკიდებთ გულზე, მაშინ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ადვილად გააღებთ ნებისმიერი საქმის კარს. ეს გასაღები შესაძლოა, იყოს ოქროს ან ვერცხლისგან დამზადებული. თუ არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება გაქვთ, ლეიბის ქვეშ ყოველთვის დადეთ გასაღები. ნურასდროს დადებთ სახლის კარის გასაღებს მაგიდაზე. ჯიბეში მისი ჩადებაც არ არის კარგი. ყველამ უნდა მიაქციოს მსგავს რაღაცეებს ყურადღება. სულაც არ არის რთული ნივრის აცმის დაკიდება სამზარეულოში, ვარდის ეკლიანი ტოტის დადება ფეხსაცმლის საწმენდის ქვეშ და გაფუჭებული საკეტის გამოცვლა კარზე, მით უმეტეს, თუ ეს თქვენს ცხოვრებას რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლის.
– გამიგია, რომ ასევე უარყოფითი ენერგიები გროვდება სააბაზანო ოთახში. ამაზე რას იტყვით?
– მართალია, აბაზანა ის ადგილია, სადაც ხდება უარყოფითი ენერგიის დაგროვება და იმავდროულად, მისი ჩამორეცხვა ორგანიზმიდან. თუ გსურთ, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგია ჩამოირეცხოთ ორგანიზმიდან, მაშინ აბაზანაში ჩაყარეთ მარილი, ჩაწექით მასში და მოდუნდით. მერწმუნეთ, თავს გაცილებით კარგად იგრძნობთ. სხვათა შორის, ძველად, სანამ ბავშვს აბანავებდნენ, წყალში რძეს ჩაასხამდნენ და შიგ ვერცხლის მონეტას აგდებდნენ. ამით დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომავალში ბავშვი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდა და არც ავი თვალი მიეკარებოდა. ასევე, ძველებისგან მსმენია, რომ მაისში მოსულ პირველ წვიმას ნამდვილი მაგიური ძალა აქვს. ამ წვიმის წყლით დაბანა ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ვირუსებისა და დაავადებებისგან იცავს.
– ისიც სიმართლეა, რომ აბაზანის მიღების დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს?
– დიახ, სრული სიმართლეა. აბაზანის მიღების დროს სხვადასხვა მაგიური ეფექტი აქვს. კერძოდ: დილის აბაზანა ადამიანის სილამაზისთვის არის გათვლილი. თუ ფინანსების მხრივ წარმატებების მოზიდვა გინდათ, ეს შუადღის ხშირ ბანაობას მოაქვს. ასევე, ძალას გმატებთ სავსე მთვარის დროს ღამით ბანაობა. ამ მხრივ, დღეებსაც მნიშვნელობა აქვთ. თუ ფინანსურად არ გიმართლებთ, მაშინ კარგია, ხშირად იბანაოთ ხუთშაბათსა და შაბათს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ბანაობის შემდეგ უნდა დაწვეთ დასაძინებლად და იფიქროთ ფულზე. პარასკევს აბაზანის მიღება სიყვარულში წარმატების გარანტია. კვირას ბანაობას კი შესაძლოა, მთელი კვირა ცუდი განწყობა მოჰყვეს.
– ქალბატონო მაია, ადამიანის აურა მართლა ინახავს წარსულ ცხოვრებისეულ ენერგიას და ამით ხელს უწყობს პატრონს პოზიტიური მოვლენები ადვილად მოიზიდოს მომავალში?
– დიახ, აურა ხელშეუხებლად ინახავს ინდივიდის ცხოვრებისეულ ენერგიას და ამავე დროს, ორგანიზმში არ უშვებს ისეთ ენერგიას, რომელმაც შეიძლება, ავნოს. აურა ჩვენი ენერგეტიკული დამცველია. მისი დარღვევა კი შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესებმა, ფარულმა სიავემ, შურმა, სკანდალებმა. ეს ყველაფერი აურის გარკვეულ დეფორმაციას, დასუსტებას იწვევს და დიდი შანსია, ამ ყველაფერმა მისი ცხოვრებისეული ძალებისგან დაცლა მოახერხოს. მაგალითად გათვალვა, ერთი ორგანიზმიდან მეორე ორგანიზმისკენ უცხო, უარყოფითი, შავი ენერგიების მიმართვაა, რომელმაც შეიძლება, აურის ეგრეთ წოდებული „გახვრეტა” და დეფორმაცია გამოიწვიოს. აურის დაზიანება, ანუ უარყოფითი ენერგიის შეღწევის რაოდენობა დამოკიდებულია აურის ზომაზეც. რაც უფრო სქელია ადამიანის აურის გარსი, მით ნაკლებია ავი თვალის ზემოქმედების ალბათობა მასზე. ვისაც გამოხედვაში გარკვეული ენერგია აქვს, შეხედვით აზიანებს მეორე ადამიანის აურას. შესაძლოა, მას ეს არც უნდოდეს, კეთილი და თბილი იყოს ბუნებით, მაგრამ გაუცნობიერებლად დააზიანოს. ასევე, თუ ცუდი თვალის ადამიანი დილით სარკეში ჩაიხედავს და შემდეგ სხვაც იმავე სარკეში ჩაიხედავს, შეიძლება, ასეც კი გაითვალოს. ამ დროს მეორე ადამიანის ბიოველის დაზიანების დიდი შანსია. ამიტომ, ეცადეთ სარკეები ხშირად გაწმინდოთ სპირტისა და ძმრის ნაზავით და ეცადეთ, უცხო თვალმა არ ჩაიხედოს მასში.