კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიუტანა დაბნეულმა ფურგონის g7ws+-+ მძღ`ოლმა მექორწილეებს კუბო

ერთხელ მილიციაში მამაკაცი მოვიდა, ტაბიძის ქუჩის ერთ-ერთ ნომერში მცხოვრებ ოჯახზე განცხადება შემოიტანა  და თან მომიყვა:
– უფროსო, მძღოლი ვარ. მებელის ფურგონზე ვმუშაობ. რა დაგიმალო და, ხალტურაზეც დავდივარ. გუშინწინ კლიენტმა დამიქირავა, შემდეგ მანქანაში კუბო ჩამიდო და ტაბიძის ქუჩაზე წაღება მთხოვა, თან მითხრა – იქ ხალხი დგას, დაგხვდებიანო. მისამართზე მივედი. იქ მდგარ ხალხს ფურგონი გავუღე და ვუთხარი, აიტანეთ-მეთქი... იმათმა კი ისე მცემეს, ისე, რომ იქვე დავკარგე გონება და საავადმყოფოში მოვედი აზრზე.
თავიდან ვერაფერს მივხვდი, მაგრამ, მოკვლევა რომ ჩავატარე და ნაჩივლებ მისამართზე მივედი, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა: საცოდავ მძღოლს ქუჩები არევია და, ტიციან ტაბიძის ქუჩის მაგივრად გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიუტანია კუბო, სადაც მართლაც იდგნენ ადამიანები, ოღონდ, არა ჭირისუფლები, არამედ მაყრები, რადგან იქ ქორწილი იყო და ნეფე-პატარძლის გამოსვლას ელოდნენ, მათ კი კუბო მიუტანეს...
კონფლიქტის განეიტრალება მაინც მოვახერხე – დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შევახვედრე და შევარიგე...
გურამ ლაბაძის ნაამბობის

скачать dle 11.3