პაატა გულიაშვილის ანეკდოტები
გურულები დგანან და პოლიტიკაზე საუბრობენ:
– ჩვენი მთავრობა ამბობს, ევროპას გავასწრებთო!
– რას ამბობ, ძამა, რაფერ შეიძლება მაი?
– რეიზა ვითომ?
– უკან შარვალი რომ გვაქ გამოხეული, დაგვინახავენ და, ხომ მოგვეჭრება თავი?!
***
მიხო კვდება და მაროს დაუძახებს:
– მარო, მიდი, ოქრო, ისე გამაიპრანჭე, როგორც ჩვენი ქორწილის დღესა.
მაროც წავა და გამოიპრანჭება. მიხო რომ დაინახავს, ზევით ააპყრობს ხელებს და ღმერთს შეევედრება:
– ღმერთო დიდებულო, შენ ხომ ლამაზები და კარგები მიგყამს? ჰოდა, რაღა მე, აჰა და, ეს წაიყვანე, ჯო!
***
ჩინელს ჰკითხეს:
– მოგწონს ნიუ-იორკი?
– ძალიან! სისუფთავეა, სიწყნარეა და ცოტა ხალხი...
***
ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ ქმარი ეუბნება ცოლს:
– კარგი, ვაღიარებ, რომ ოქროს მთებს გპირდებოდი, მაგრამ, სარეცხ მანქანაზე ლაპარაკი არ ყოფილა!
***
მიხო გურჯაანში ექიმთანაა ჩასული. ექიმმა გასინჯა და ეკითხება:
– ბიჯო, რამდენი წლისა ხარ შენ?
– შემოდგომაზე ორმოცდაათისა ვხდები, – მიუგო მიხომ.
– რახამც შენ იტყვი, აი...
***
პროქტოლოგს ხელი გაეჭედება პაციენტის უკანალში, გამოვარდება ასე პაციენტწამოცმული და მთავარ ექიმს ეკითხება:
– რა ვქნა ახლა მე?
მთავარი ექიმი ყურადღებით დაათვალიერებს და ეტყვის:
– რა უნდა ქნა? აწი თოჯინების თეატრში თუ დაიწყებ მუშაობას, თორემ, სხვა მე ვერაფრით დაგეხმარები.
***
კაცი დილით იღვიძებს. თავი გასიებული აქვს. წინა ღამით ბევრის დალევა მოუვიდა და აღარაფერი ახსოვს. წამოჯდა საწოლზე. ჩუსტები‚ ხალათი მომზადებულია‚ „ტუმბოჩკაზე” თავის ტკივილის წამალი და წყალია, სკამზე კი – გატკიცინებული ტანსაცმელი. ცოლი სამზარეულოში ტრიალებს. საუზმე მაგიდაზეა‚ ყავაც...
– რა ხდებოდა აქ? – შეაჩერა სკოლაში წასასვლელად კართან მისული შვილი.
– მამა, წუხელ ისეთი „ბუხოი“ მოხვედი‚ ფეხზე ძლივს იდექი‚ ბუინობდი‚ ყველაფერი დალეწე...
– ეგ მეც მახსოვს ბუნდოვნად. ახლა რა ხდება? – და მომზადებულ ტანსაცმელსა და გაწყობილ სუფრაზე მიუთითა.
– ა‚ ეგ? დედას უნდოდა, საწოლში დაწოლილიყავი და, შარვალს რომ გხდიდა‚ შენ ხელი ჰკარი და ყვირილი დაუწყე: თავი დამანებე‚ ქალო‚ ცოლიანი ვარ‚ ცოლიანიო.
***
როგორღაც, ცოლ-ქმარმა, რესტორანში წასვლა გადაწყვიტა.
– რამე ისეთი მომიტანეთ, კარგად რომ დავნაყრდე, – შეუკვეთა ქმარმა.
– ქათამზე რას იტყვით?
– ეგ თვითონ შეუკვეთავს.
***
ტიპს ურეკავენ:
– თქვენი სიდედრი გარდაიცვალა. რას ფიქრობთ, ჩვეულებრივ დავმარხოთ, კრემაცია გავუკეთოთ თუ მხოლოდ ბალზამირება?
– მოდი, ნუ გავრისკავთ – ყველაფერი ერთად!
***
გურული ბაბუა უყვება თავის თბილისელ ბადიშებს:
– ბაბუებო, რო იცოდეთ, ჩემი ბაბუა ფირალი იყო!
– ბაბუა, ფირალი რაა?
– ყაჩაღი, ბაბუ, ყაჩაღი… ხოოდა, გევიდა აი ბაბუაჩემი ტყეში სახოკიალოდ.
– ეგ რაღაა, ბაბუა?
– საბოდიალოდ, ბაბუ... ხოდა, აი ბაბუაჩემი რაცხას იშოვიდა, ყოლისფერს ნალიეში მალავდა.
– ეგ რაა?
ამაზე გამწარდა ბაბუა, ამოასხა ყელში და მიაძახა:
– თქვენ, ბაბუებო, ქართული თუ არ გეყურებათ, ან მე რას მამწუალებთ, ან თავს რეიზა იმწუალებთ?