ბრძნული აზრები
სიუნძი: მეცნიერება არის ის, რომ ცნობდე ადამიანებს; ხოლო სათნოებაა, როდესაც გიყვარს ადამიანები.
გოეთე: საქმე – ყველაფერია, დიდება კი – არარა.
სალმონი: ის დღე, როცა ჩემს სამშობლოს ვერა ვარგე რა, ცხოვრებიდან ამოვაგდე ვით დამპალი რამ.
ჟუბერი: სამართლიანობა სიმართლეა მოქმედებაში.
***
თურმე, შეიძლება, საერთოდ არ იყო კაცი და სარკეში ვერ შენიშნო ეს უმსგავსობა.
ნიცშე: საკუთრება თავდაპირველად საკვები და საკვების დაგროვებაა.
ბოუვი: პატიოსნება არა მარტო პირველი ნაბიჯია სიდიადისკენ, იგი თავისთავად არის სიდიადე.
კანტი: პატივის განცდა ფრანგისთვის ამაოებაა, ესპანელისთვის – ქედმაღლობა, ინგლისელისთვის – სიამაყე, გერმანელისთვის – ყოყოჩობა, ჰოლანდიელისთვის – გაბღენძილობა.
შექსპირი: პატივი მოვალეობის პოზიციაა.
გრეი: მჭევრმეტყველებაა, როცა აზრები სუნთქავენ და სიტყვები იწვიან.
ბალზაკი: თავისი დროის ზნეობის გაუმჯობესება – აი, მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ყოველი მწერალი, თუ არ სურს მხოლოდ „ხალხის გამრთობი“ იყოს.
დოდერერი: ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი აქვს გასაკეთებელი და მის გამო ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ აკეთებს.
მორგენშტერნი: მშვენიერია, კაცმა რომ თქვას, ყველაფერი, რასაც სიყვარულით უმზერთ.
ოთარ ჭილაძე: ნიჭს თრგუნავს მხოლოდ უვიცობა.
აინშტაინი: თუ გინდათ, ჭკვიანი შვილები გყავდეთ, ზღაპრები წაუკითხეთ ხოლმე; თუ გსურთ, კიდევ უფრო ჭკვიანები იყვნენ – უფრო მეტი ზღაპარი წაუკითხეთ.
ჰემინგუეი: ინფლაცია არის პირველი ჯადო – – საშუალება სახელმწიფოსთვის, რომელსაც ცუდად მართავენ; მეორე ჯადო-საშუალება არის ომი.
ჯონსონი: თავისუფლება არის... არჩევანი შრომასა და შიმშილს შორის.
ოლკოტი: თავაზიანობა ზნეობის გამოსხივებაა.
ლაროშფუკო: ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.
მასტროიანი: სიყვარული დროებითი სიბრმავეა, რომ სხვა ქალის სილამაზე არ დავინახოთ.
ვოლტერი: კაცს თუ ცოლი დედას დაავიწყებს, მისთვის დედასაც დაუკლია აღზრდა და ბუნებასაც.