იზრდება თუ არა გადანერგილი თმა
რა ჯდება „თალიზში“ თმის გადანერგვა
თმის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პლასტიკური ოპერაციაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ერთი გადანერგილი ფოლიკულური გაერთიანების (ფულიკულური გაერთიანება თმის 1-დან 4-მდე ძირს აერთიანებს) ფასი 5 დოლარს აღწევს. თმის გადანერგვის ქართულ კლინიკა „თალიზში“ კი, რომელიც დიდი ხანია, მსოფლიო ბრენდია, თმის გადანერგვა მსოფლიოს ფასებთან შედარებით, 8-ჯერ იაფია. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამ სიიაფის მიზეზი დაბალი ხარისხია, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „თალიზის“ ხელმძღვანელი, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 22 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი აკაკი წილოსანი და მისი გუნდი თმის გადანერგვის უახლოეს მეთოდიკასა და ინსტრუმენტებს იყენებენ. ამასთან, „თალიზში“ ოპერაციები ადგილობრივი ანესთეზიის უნიკალური და უმტკივნეულო მეთოდით ტარდება. სხვათა შორის, აკაკი წილოსანს მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ და ორივე ნახევარსფეროზე ტრენინგებისა თუ ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ.
აკაკი წილოსანი: თმის გადანერგვა ამბულატორიული პროცედურაა, რომლის დროსაც კეფის არიდან ჯანსაღი თმის ძირების მოპოვება და პრობლემურ ზონაში ჩანერგვა ხდება. ახალ ადგილზე ჩანერგილი თმის ძირი ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს, ანუ ამოდის ახალი თმა, რომელიც მუდმივია.
– გადანერგილი თმა იზრდება და ჭაღარავდება?
– გადანერგილი თქმა, რა თქმა უნდა, ისევე იზრდება და ჭაღარავდება, როგორც კეფაზე არსებული. გარდა ამისა, გადანერგილი თმის ჩვეულებრივ შეჭრა და შეღებვაც შეიძლება.
– თმის გადანერგვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია?
– დიახ. საერთოდ, თმის გადანერგვის სამი ჩვენება არსებობს: პირველი – მამაკაცური თმის ცვენა, ანუ ანდროგენეტიკური ალოპეცია, რომელიც ყველაზე გავრცელებულია – საქართველოში პაციენტების 95 პროცენტს სწორედ ანდროგენეტიკური თმის ცვენა აღენიშნება; მეორე ჩვენებაა სკალპის არეში ტრავმისა თუ დამწვრობის შედეგად გამოწვეული თმის ცვენა; მესამე კი – ეგრეთ წოდებული ტრაქციული ალოპეცია – ამ დროს ცვენა, ასე ვთქვათ, მოქაჩვის, ანუ არასწორი ვარცხნის შედეგია.
– პაციენტს სპეციალისტის გარეშე შეუძლია, განსაზღვროს, ამ სამიდან რომელი ტიპის თმის ცვენა აღენიშნება?
– როცა თმის ცვენა იწყება, დიდი შანსია, რომ ეს ანდროგენეტიკური ალოპეცია იყოს – ამ დროს ადამიანს თმა შუბლის, თხემისა და გვირგვინის არეში სცვივა, კეფაზე კი თმა ნარჩუნდება. ანდროგენეტიკური, ანუ მამაკაცური ალოპეცია სქესობრივი მომწიფების მერე იწყება. თმის ცვენის პირველი ნიშნები 18 წლის ასაკში ჩნდება, თუმცა ბოლო დროს ანდროგენეტიკური ალოპეციის გაახალგაზრდავება შეინიშნება, რაც გენეტიკური ცვლილებებით აიხსნება.
– ესე იგი, ბავშვებში ანდროგენეტიკური ალოპეცია არ გვხვდება?
– არა.
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში თმის ცვენა, შესაძლოა, ქალსაც დაეწყოს და ვაჟსაც?
– დიახ, თუმცა ქალებში ამას ინტენსიური სახე არ აქვს. ყველაზე უკიდურესად თმის ცვენის მეშვიდე კლასი ითვლება, როცა ადამიანს თმა ყურებს უკან და კეფაზე წვრილი, სამ-ოთხსანტიმეტრიანი არშიის სახით აქვს შერჩენილი.
– თმის გადანერგვა ასეთ დროსაც გამართლებულია?
– ბუნებრივია, გამართლებულია, თუმცა, კეფაზე არსებული თმის ძირები მთელი თავის დასაფარად საკმარისი არაა.
– ასეთ დროს თმის ძირები საიდან მოგაქვთ ხოლმე?
– ასეთ შემთხვევაში, თმა სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, ან, შეიძლება, წვერიდან გადავნერგოთ.
– ესე იგი, თმის ცვენა 18 წლიდან იწყება, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და, ასე ვთქვათ, სიმელოტე შესამჩნევი რამდენიმე წლის მერე ხდება, არა?
– აუცილებელი არაა, თმის ცვენა ადამიანს 18 წლის ასაკში დაეწყოს. აქ გენეტიკური კოდია განმსაზღვრელი – თმის ცვენა, შეიძლება, 40 წლის ასაკში დაიწყოს, თუმცა, გამორიცხულია, რომ მამაკაცური ალოპეციის დროს პაციენტს თმა ერთბაშად გასცვივდეს. უბრალოდ, ადამიანი ატყობს, რომ თმის ხაზი ნელ-ნელა უკან იწევს და გვირგვინის არეში თმა თხელდება.
– თმის ცვენის შეჩერება მედიკამენტებით თუ შეიძლება?
– დიახ, შეიძლება, თუმცა, გამეჩხერებული ან გაცვენილი ადგილის თმის ძირებით შევსება მხოლოდ გადანერგვითაა შესაძლებელი.
– აკაკი, როგორც დავაკვირდი, ყველაზე ხშირად ის აინტერესებთ, თუ რამდენი თმის ძირის გადანერგვა დასჭირდებათ...
– საერთოდ, თმა, ანუ თმის 1-დან 4-მდე ძირი, ჯგუფად, ფოლიკულური გაერთანების სახით იზრდება. ფულიკულური გაერთიანება სკალპის მორფოფუნქციური ერთეულია და, როგორც აღვნიშნე, თმის 1-დან 4 ძირამდე შეიცავს. თმის ძირები სკალპში გარკვეულ ოჯახებად არიან დაჯგუფებულნი. ერთ ფოლიკულურ გაერთანებაში, ძირის გარდა, ერთი ცხიმის ჯირკვალი და ერთიც თმის ამწევი კუნთია. კეფიდან სწორედ ამ ერთეულების გადანერგვა ხდება. მოკლედ, თმის გადანერგვა თმის ძირის კი არა, გრაფტის გადანერგვას გულისხმობს. ერთი გრაფტი კი, როგორც აღვნიშნე, თმის, საშუალოდ, 1-დან 4-მდე ძირს აერთიანებს. თმის გადანერგვის შედეგი მხოლოდ გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული.
– აბა, კიდევ რაზეა?
– იმაზე, თუ როგორი გრაფტი ინერგება, ანუ, თუ ადამიანს თმის სქელი ძირები აქვს, ცოტა რაოდენობის გადანერგვა სჭირდება, თხელის შემთხვევაში კი – ბევრის.
– თმის სქელი ძირების შემთხვევაში, გადანერგვის შედეგი უკეთესია?
– რა თქმა უნდა.
– ერთი გრაფტის გადანერგვა რა ჯდება?
– ლარ-ნახევარი, თუმცა, დიდმასშტაბიანი ოპერაციის დროს, გრაფტის ღირებულება შეიძლება 1 ლარამდე შემცირდეს. თუ პაციენტს მეორე ხარისხის ალოპეცია აღენიშნება, თმის გადანერგვა, საშუალოდ, 800-1 000 ლარი დაუჯდება, მესამე ხარისხის დროს კი – 1 500-დან 2 500-მდე. მაღალი ხარისხის თმის ცვენისას 6 ათასი გრაფტის გადანერგვაა საჭირო და, შესაბამისად, ასეთი ოპერაცია 6 ათასი ლარი ღირს.
– მაღალი ხარისხის თმის ცვენისას 6 ათასივე გრაფტის გადანერგვა ერთი ოპერაციის დროს ხდება?
– დიახ, შესაძლებელია, თუმცა ეს პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული.
– ოპერაციებს შორის შუალედი რამდენია?
– 6-დან 8-თვემდე – უნდა ვნახოთ, თმა როგორ ამოვა.
– ბუნებრივი თხელი თმის გადანერგვით, ასე ვთქვათ, თმის გასქელება შეიძლება?
– არა.
– ადამიანს თმის გადანერგვა რამდენჯერ შეუძლია?
– თუ კეფაზე ან სხეულის სხვა ნაწილებში მარაგი არის, თმის გადანერგვა უსასრულოდ შეიძლება. საერთოდ, ერთი ან რამდენიმე ოპერაციის დროს კეფიდან 10 ათასი გრაფტის ამოღება შეიძლება.
– გასაგებია, რომ თმის გადანერგვა უმტკივნეულოა და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, მაგრამ ანესთეზია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა?
– დიახ, აბსოლუტურად უსაფრთხოა.
– ზოგ მამაკაცს წვერი საერთოდ არ აქვს. შეუძლია, კეფიდან თმის ძირები სახეზე გადაინერგოს?
– რა თქმა უნდა. დღეს ეს ძალიან პოპულარული ოპერაციაა.
– ფასი ამ შემთხვევაშიც იგივეა?
– დიახ, იგივეა.
აი, ასე: სიმელოტე განკურნებადია. ამასთან, თმის ცვენა „სოციალური მოვლენა“ არაა, ანუ თმა მხოლოდ ღარიბებს კი არა, მდიდრებსაც სცვივათ და, ამას, სხვა თუ არაფერი, ისიც მოწმობს, რომ სიმელოტე იულიუს კეისარსა და ნაპოლეონსაც სტანჯავდათ. ამიტომ, თუ თმის გადანერგვას გადაწყვეტთ, აღარ გადადოთ და დღესვე აიღეთ გეზი ტაშკენტის ქუჩა ¹27-სკენ, სადაც აკაკი წილოსანი და „თალიზის“ გუნდი სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებენ! გახსოვდეთ: თქვენი წარმატების გზა „თალიზზე“ გადის!