კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა რძალმა მამამთილი ვენახში და როგორ შექმნა მან მკვლელობის ყალბი ვერსია

36 წლის ელზა მ-შვილი სამართალდამცველებმა მამამთილის, 67 წლის ვახტანგ კ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. თავიდან ის ჩადენილ  დანაშაულს არ  აღიარებდა და აცხადებდა, რომ მამაკაცი მისთვის უცნობი თავდამსხმელის მიერ იყო მოკლული, მაგრამ, მოპოვებულ მტკიცებულებებს მოგვიანებით  დანაშაულში ეჭვმიტანილი ქალის აღიარებითი ჩვენებაც მოჰყვა და მას ბრალი მამამთილის მკვლელობისთვის წაუყენეს.
მამაკაცის ცხედარი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მისმა მეზობელმა აღმოაჩინა. ანზორ ს-შვილის ჩვენების მიხედვით, მისი და გარდაცვლილის საკარმიდამო ნაკვეთები ერთმანეთის  გვერდით  იყო. ამონაწერი ანზორ ს-შვილის ჩვენებიდან: „ვახტანგის ვენახი ჩემს ნაკვეთს ესაზღვრება. სოფელში ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ, მაგრამ მას მაინც კარგად ვიცნობდი, რადგან ხშირად ერთად გვიწევდა მუშაობა. იმ დღეს, როდესაც ვახტანგი გარდაიცვალა, ის დღის 2 საათზე ვნახე ვენახში, მას თან ახლდა რძალი, ახალგზარდა ქალი, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, თუმცა რამდენჯერმე მყავდა ნანახი. ვახტანგს მეუღლე ინვალიდი ჰყავს და სასოფლო-სამეურნეო საქმეებში რძალი ეხმარებოდა ხოლმე. ვიცოდი, რომ მათ ოჯახს სხვა პრობლემებიც  ჰქონდა.  თანასოფლელებისგან  მქონდა გაგონილი, რომ ვახტანგის ვაჟი ალკოჰოლს ეტანებოდა და ამის გამო ოჯახს ხშირად ამწარებდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და ბავშვებს მისი ცოლი და მამა არჩენდნენ. იმ დღესაც რძალი და მამამთილი ვენახში ერთად ვნახე, ვახტანგს რამდენიმე წუთი გავესაუბრე და მერე  ჩემს საქმეს შევუდექი. დღის 3 საათი იქნებოდა, როდესაც სოფელში ავედი საქმეებზე და, ალბათ, საათ-ნახევარში დავბრუნდი უკან. ჩემი მეზობლები უკვე აღარ ჩანდნენ და გამიკვირდა, რომ ვენახის ღობესთან ვახტანგს წყლის  ბალონი და საჭმლის ჩანთა ჰქონდა დატოვებული. თავიდან ვიფიქრე, წაღება დაავიწყდათ-მეთქი, მერე გამახსენდა, რომ ვახტანგმა მითხრა, დღეს გვიანობამდე უნდა დავრჩეო. არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ ვენახის დათვალიერება დავიწყე და ერთ-ერთი მწკრივის ბოლოში ვახტანგის ცხედარს დავადექი თავზე. სოფელში წავედი და თანასოფლელებს ვთხოვე  დახმარება. მათ პოლიცია გამოიძახეს. ვახტანგის ოჯახს მომხდარის შესახებ ჩვენ შევატყობინეთ.”
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ დაკითხა გარდაცვლილის რძალი – ელზა მ-შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და, მისი აზრით, დანაშაული მას შემდეგ იყო ჩადენილი, რაც მან მამამთილი ვენახში მარტო დატოვა. 
ამონაწერი ელზა მ-შვილის ჩვენებიდან: „შუადღე იქნებოდა, როცა ჩემი მამამთილი ვენახში დავტოვე და სოფელში წავედი. ის მარტო დარჩა და მუშაობა განაგრძო, თუმცა, სანამ მე იქიდან წამოვიდოდი, მას ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მოაკითხა და ცოტა ხნით ნაკვეთიდან იქვე ახლოს გაიყვანა სალაპარაკოდ. მე არ მესმოდა, რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჩემს მამამთილს აღელვება შევატყვე. რა მოხდა ჩემი წასვლის შემდეგ ნაკვეთში, წარმოდგენა არ მაქვს”. ამ ჩვენების მიუხედავად, გამოძიებამ  ელზა მ-შვილზე ეჭვი მაინც მიიტანა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ რძალი მამამთილის უკმაყოფილო იყო და ხშირად ეჩხუბებოდა. რა იყო მათ დაპირისპირების მიზეზი, არავინ იცოდა, თუმცა სოფელში იმასაც ამბობდნენ, რომ ქალს ქმართან გაშორება უნდოდა, მაგრამ მამამთილი აშინებდა და ამიტომ ამ ნაბიჯის  გადადგმას ვერ ბედავდა. ქალი ვახტანგ კ-ძის მკვლელობასთან  კავშირს თავიდან უარყოფდა, მოგვიანებით კი მან აღიარა, რომ მამამთილი  ძალადობის დროს შემოაკვდა და ეს ფაქტი მან დეტალურად აღწერა თავის ჩვენებაში: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი მამამთილი ჩემზე რეგულარულად ახორციელებდა ძალადობას და მთხოვდა მასთან  სექსუალური  კავშირის დამყარებას. ამის შესახებ ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან ძალიან მრცხვენოდა, თუმცა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ექვსი თვით ადრე მოვუყევი, რომ ვახტანგი, როგორც  კი საშუალება მიეცემოდა, ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ჯერ თავს ვარიდებდი, მერე მის მოგერიებას ვცდილობდი, მაგრამ რამდენჯერმე, ეს ძალადობა თავიდან ვერ ავირიდე. ერთხანს გადავწყვიტე, ჩემი ქმრისთვის მომეყოლა ყველაფერი, მაგრამ ის თითქმის ყოველთვის ნასვამია, მთვრალს კი ძალიან ცუდი ხასიათი აქვს და  ამიტომ ვერ  ვეტყოდი. თავის მამას ხომ გაუსწორდებოდა და მეც ზედ მიმაყოლებდა, რადგან ვერ დავამტკიცებდი, რომ ჩემი ნების მიუხედავად მოხდა ყველაფერი. ჩემი მამამთილი მემუქრებოდა: თუ ჩემს შვილს რამეს ეტყვი, არ დავუმალავ, რომ  თანასოფლელ კაცთან გქონდა ურთიერთობაო. ბესო ჩემი მეორე ქმარი იყო, რეპუტაცია მქონდა შელახული და ამიტომ თავს ვიკავებდი. ჩემს მამამთილს ვუთხარი: ნუ მაშანტაჟებ, თორემ, ერთ დღესაც ყელში ამომივა და, ბესოსაც ვეტყვი ყველაფერს და შენს ინვალიდ ცოლსაც-მეთქი. ამის შემდეგ ჩემ მიმართ ძალიან აგრესიული გახდა, რამდენჯერმე მცემა კიდეც. ბოლო ხანებში ვენახში აღარ მივყვებოდი, რადგან  ძირითადად იქ ძალადობდა ხოლმე. იმ დღესაც ძალით წამიყვანა სამუშაოდ.  როგორც მივედით, ცოტა ხანში მომიახლოვდა და მოფერება დამიწყო. მე ხელიდან გავუსხლტი და ვენახის რიგიდან გავედი. ჩანთაში, სადაც საჭმელი გვქონდა, დანაც იდო, ავიღე დანა და თავდაცვის მიზნით უბეში ჩავიდე. ჩემი მამამთილის მოკვლა არც მიფიქრია, მისი შეშინება მინდოდა. როცა ვახტანგი ახლოს მოვიდა, დანა ამოვიღე და, არ ვიცი, რატომ, მთელი ძალით ჩავარტყი გულში. დაჭრილი იყო, მაგრამ რაღაც ძალა მიეცა – ხელს არ მიშვებდა და ტანსაცმლის შემოხევას ცდილობდა,  ამიტომ მეორედ დავარტყი დანა. ეს ყველაფერი ვენახის მწკრივებს შორის ხდებოდა. როგორც  კი ვახტანგი გადავარდა, დანა ამოვაძრე და შემთხვევის ადგილი მივატოვე; დანა კი, რომლითაც მამამთილი მოვკალი, არხში გადავაგდე. სახლში აღელვებული დავბრუნდი, მაგრამ მომხდარის შესახებ თქმა ვერ გავბედე.”
გამოძიებამ დაკითხა ელზა მ-შვილის მეგობარი ქალი, რომელმაც დაადასტურა, რომ მამაკაცი რძალს ინტიმურ ურთიერთობას ხშირად აძალებდა და ამის შესახებ მას ინფორმაცია ჰქონდა. გამოძიებამ ასევე დაკითხა გარდაცვლილის უფროსი შვილი, რომელმაც მამის მიერ რძლის გაუპატიურება კატეგორიულად გამორიცხა და ცოლი მამამთილის უმიზეზოდ მკვლელობაში დაადანაშაულა, რაც არ დადასტურდა გამოძიების მიერ. 
სასამართლომ  ელზა მ-შვილი დამნაშავედ ცნო, მაგრამ, დააკმაყოფილა  მისი დაცვის შუამდგომლობა  ორი მცირეწლოვანი შვილის დედისთვის სასჯელის  შემსუბუქების თაობაზე და ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3