რა შეხედულება გაქვთ სიყვარულზე
ყველას უნდა სიყვარული, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს აქვთ რეალური წარმოდგენა ამ გრძნობაზე. ეს ტესტი ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას შეიცავს და მათზე გულახდილი პასუხით გაიგებთ, რა შეხედულება გაქვთ სიყვარულზე.
1. ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება და შესაძლებლობა გაქვთ, მხოლოდ ერთი ცხოველი გადაარჩინოთ. ამოირჩიეთ ჩამოთვლილი ცხოველებიდან ერთ-ერთი:
ა) კურდღელი;
ბ) ცხვარი;
გ) ირემი;
დ) ცხენი.
2. ადამიანად რომ არ დაბადებულიყავით, რომელი ცხოველის სახით ისურვებდით მოვლინებას?
ა) ძაღლად;
ბ) კატად;
გ) ცხენად;
დ) გველად.
3. რომელი ცხოველი მიგაჩნიათ ყველაზე საზიზღრად, რომელსაც სიამოვნებით გააქრობდით?
ა) ლომი;
ბ) გველი;
გ) ნიანგი;
დ) ზვიგენი.
4. ამოირჩიეთ ცხოველი, რომლის ალაპარაკების სურვილიც გექნებოდათ
ა) ცხვარი;
ბ) ცხენი;
გ) კურდღელი;
დ) ზღარბი.
5. დაუსახლებელ კუნძულზე ვის აირჩევდით პარტნიორად?
ა) ადამიანს;
ბ) ღორს;
გ) ძროხას;
დ) ჩიტს;
6. როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე შინაური ცხოველი?
ა) დინოზავრი;
ბ) ვეფხვი;
გ) პოლარული დათვი;
დ). ლეოპარდი.
7. შეგიძლიათ, 5 წუთით გადაიქცეთ რომელიმე ცხოველად ან ფრინველად. აირჩიეთ:
ა) ლომი;
ბ) კატა;
გ) ცხენი;
დ) მტრედი.
ნახეთ შედეგები:
1. თქვენი არჩევანი გიჩვენებთ იმ თვისებებს, რომელთა გამოც შეგიძლიათ, შეიყვაროთ ადამიანი:
ა) შინაგანად თბილი უნდა იყოს;
ბ) მორჩილი პარტნიორი შეგიყვარდებათ;
გ) ელეგანტური და კარგი მანერების უნდა იყოს;
დ) თავაწყვეტილი და თავისუფალი სიყვარული გსურთ.
2. გაიგებთ, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ პარტნიორზე:
ა) ლოიალურისა და ერთგულის;
ბ) მოდურისა და ელეგანტურის;
გ) ოპტიმისტი ადამიანის;
დ) ძალიან დიდი დიპლომატიური ნიჭის მქონე ადამიანის.
3. შეგიძლიათ, გაწყვიტოთ ურთიერთობა პარტნიორთან:
ა) მისი მბრძანებლური ხასიათის გამო;
ბ) მისი ცბიერების გამო;
გ) მისი მძიმე ხასიათისა და იუმორის გრძნობის არქონის გამო;
დ) მისი მოღალატური ბუნების გამო.
4. გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან გქონდეთ შემდეგი სახის ურთიერთობა:
ა) ერთმანეთის უსიტყვოდ უნდა გესმოდეთ;
ბ) ბოლომდე უნდა ენდობოდეთ ერთმანეთს;
გ) სიყვარული არასოდეს გაგინელდეთ;
დ) ხანგრძლივი და სტაბილური იყოს თქვენი პარტნირობა.
5. თქვენი არჩევანი გიჩვენებთ, შეგიძლიათ თუ არა, უღალატოთ პარტნიორს:
ა) ალბათ, არა;
ბ) სურვილებს ვერ ეწინააღმდეგებით, ალბათ, უღალატებთ;
გ) ძალიან შეეცდებით, რომ მოითმინოთ;
დ) არ გიყვართ ვალდებულებები, ამიტომ ღალატიც არაფერს ნიშნავს თქვენთვის.
6. ამ ტესტზე პასუხებით გაიგებთ თქვენს შეხედულებას ქორწინებაზე:
ა) პესიმისტი ხართ და ფიქრობთ, რომ ბედნიერი ქორწინება არ არსებობს;
ბ) თქვენი აზრით, ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობაა და მას თვალის ჩინივით გაუფრთხილდებით;
გ) ქორწინების გეშინიათ. ფიქრობთ, რომ ის თავისუფლებას წაგართმევთ;
დ) არც კი იცით, ეს რა არის.
7. ამ ტესტზე პასუხებით გაარკვევთ, რა დამოკიდებულება გაქვთ სიყვარულის მიმართ:
ა) სიყვარულისთვის სულ მზად ხართ და მისთვის ყველაფერს გააკეთებთ;
ბ) ცოტათი ეგოისტი ხართ და ადვილად არ გიყვარდებათ;
გ) სიყვარულის ნაცვლად მსუბუქ ფლირტს სჯერდებით – სერიოზული გრძნობა გაშინებთ;
დ) თქვენი აზრით, სიყვარული მხოლოდ ვალდებულებაა, თანაც – მძიმე.