კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოტა უგემური, მაგრამ შედეგიანი დიეტა

„ძირს შაქარი, მარილი და მავნებელი ცხიმი!“ – ერთი შეხედვით, ეს ლოზუნგი საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი საშინლად უგემური ხდება, რადგან უარი უნდა ვთქვათ ყველანაირ შემწვარ, მლაშე, შებოლილ, ტკბილ და გამომცხვარ კერძებზე; დაგვრჩა: ყველაფერი მოხარშული, უმი და ახალი.
გთავაზობთ ასეთი დიეტის ნიმუშს:
საუზმე: 1 ჩაის ჭიქა ბალახეულის ნახარში ან გაზგასული მინერალური წყალი ლიმონით; 1-2 ცალი მწვანე ვაშლი.
ლანჩი: 100 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი; 2 პატარა ნაჭერი უშაქრო ორცხობილა; 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული წვენი (ნებისმიერი ხილის).
სადილი: უმი ბოსტნეულის უმარილო სალათა მწვანილით – 200 გრამი (მინიმუმ 3 სახეობის ბოსტნეული უნდა იყოს); გარნირად – 50 გრამი უმარილოდ მოხარშული ბრინჯი, მუხუდო ან წიწიბურა, შეზავებული 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი; მოხარშული თევზის ან მოხარშული ქათმის ფილეს 1 ნაჭერი (ან 1 ცალი მოხარშული კვერცხი).
სამხარი: ძალიან ჰგავს სადილს, ოღონდ განსხვავდება პროდუქტების არჩევნით – მთავარია, დავიცვათ ძირითადი პრინციპი: სალათა პლუს რთული ნახშირწყლების შემცველი რომელიმე პროდუქტი (დასაშვებია მოხარშული კარტოფილიც და სპაგეტიც, ოღონდ, მცირე რაოდენობით) და, ასევე, ცხოველური ცილების შემცველი პროდუქტი (მოხარშული უცხიმო საქონლის ან ხბოს ხორცი; მოხარშული ინდაურის ფილე).
ვახშამი: ისეთივე ბოსტნეულის სალათა ორცხობილებით, როგორც სადილზე მიირთვით; 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი, კეფირი ან ბალახეულის ჩაი.
კვირაში ერთი-ორჯერ შეგიძლიათ თავი გაინებივროთ 1 ჭიქა მშრალი წითელი ღვინით ან  1 ჭიქა ლუდითა და 50 გრამი უმარილო თხილით.
ასეთი დიეტის უდავო მინუსია კვებასა და კვებას შორის ხანმოკლე შუალედები, რადგან უცხიმო და უმარილო საკვებს ორგანიზმი ითვისებს გაცილებით უფრო სწრაფად; გარდა ამისა, იძულებული იქნებით, წინასწარ მოამზადოთ მთელი დღის სამყოფი კერძები და ატაროთ სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი, ასე თუ ისე, ეჩვევა ასეთ საკვებს და შედეგიც სასურველი დგება (შესამჩნევი კლება წონაში) ცუდი ის არის, რომ, უმარილო და უცხიმო დიეტის 6-7 კვირის გაგრძელების შემთხვევაში, მოხდება ორგანიზმიდან ყველა სასარგებლო ნივთიერების გამორეცხვა, რაც თანდათანობით არა მხოლოდ ჩვენს გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც აისახება. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ დროულად შეჩერება.
შეგახსენებთ, რომ დიეტის დაწყების წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

скачать dle 11.3